წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 5:1—27

5  სირიის მეფის მხედართმთავარმა ნაამანმა+ დიდება და პატივი მოიხვეჭა თავისი ბატონის თვალში, რადგან მისი მეშვეობით იხსნა იეჰოვამ სირია.+ ძლიერი ვაჟკაცი იყო, მაგრამ კეთროვანი.  როცა სირიელები სათარეშოდ+ იყვნენ გასულები, ისრაელიდან ტყვედ წამოიყვანეს ერთი პატარა გოგონა,+ რომელიც ნაამანის ცოლის მსახური გახდა.  მან უთხრა+ თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან+ სამარიაში, ხომ განკურნავდა ის კეთრისგან!“+  შეუთვალეს მის ბატონს, ასე და ასე თქვაო ისრაელმა გოგონამ.+  სირიის მეფემ მიუგო: „წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან“. წავიდა იგი და თან წაიღო+ ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი ოქრო+ და ათი ხელი ტანსაცმელი.+  მიუტანა წერილი+ ისრაელის მეფეს, სადაც ეწერა: „წერილთან ერთად გიგზავნი ნაამანს, ჩემს მსახურს, რომ კეთრისგან განკურნო“.  როგორც კი წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, ტანსაცმელი შემოიხია+ და თქვა: „ღმერთი ვარ,+ რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე?+ კაცს მიგზავნის, კეთრისგან განკურნეო. ნახეთ, როგორ ცდილობს ჩემთან დავის წამოწყებას!“+  გაიგო ელისემ, ჭეშმარიტი ღვთის კაცმა, ისრაელის მეფემ ტანსაცმელი შემოიხიაო+ და მაშინვე შეუთვალა: „რატომ შემოიხიე ტანსაცმელი? მოვიდეს ჩემთან, რათა გაიგოს, რომ არის ისრაელში წინასწარმეტყველი“.+  მივიდა ნაამანი თავისი ცხენებითა და საომარი ეტლებით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა. 10  ელისემ მაცნე გაუგზავნა და შეუთვალა: „წადი და შვიდჯერ+ დაიბანე+ იორდანეში, გაგიახლდება ხორცი+ და განიწმინდები“. 11  განრისხდა+ ნაამანი, გაბრუნდა და თქვა: „მეგონა,+ ჩემთან მოვიდოდა, დადგებოდა, მოუხმობდა თავისი ღვთის, იეჰოვას სახელს, ხელს მომატარებდა დასნეულებულ ადგილზე და განმკურნავდა კეთრისგან. 12  განა დამასკოს+ მდინარეები, აბანა და ფარფარი, მთელი ისრაელის წყლებს+ არ სჯობია? იქ ვერ დავიბანდი და ვერ განვიწმინდებოდი?“+ გაბრუნდა და წავიდა განრისხებული.+ 13  მივიდნენ მასთან მსახურები და უთხრეს: „მამა,+ ძნელი საქმე რომ დაევალებინა, არ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება, დაიბანე და განიწმინდებიო“. 14  ჩავიდა იორდანეში და შვიდჯერ ჩაყვინთა, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცს ჰქონდა ნათქვამი;+ განუახლდა ხორცი პატარა ბავშვის ხორცივით+ და განიწმინდა.+ 15  მთელ თავის ამალასთან ერთად დაბრუნდა ჭეშმარიტი ღვთის კაცთან,+ დადგა მის წინაშე და უთხრა: „ახლა ვიცი, რომ ისრაელის გარდა დედამიწაზე არსად არის ღმერთი.+ მიიღე ძღვენი+ შენი მსახურისგან კურთხევის ნიშნად“. 16  მან მიუგო: „ცოცხალია იეჰოვა,+ რომლის წინაშეც ვდგავარ, არ ავიღებ“.+ ის კი აძალებდა, მაგრამ ეს უარზე იყო. 17  ბოლოს ნაამანმა უთხრა: „მაშინ იმდენი მიწა მიეცი შენს მსახურს,+ რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რადგან ამიერიდან შენი მსახური იეჰოვას გარდა სხვა ღმერთებს აღარ შესწირავს აღარც დასაწვავ შესაწირავს და აღარც მსხვერპლს.+ 18  ეს კი აპატიოს იეჰოვამ შენს მსახურს: როცა მიდის ჩემი ბატონი რიმონის+ სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს ეყრდნობა+ და ამიტომ მეც მომიწევს რიმონის სახლში დახრა,+ და როცა დავიხრები რიმონის სახლში, აპატიოს ეს იეჰოვამ შენს მსახურს“.+ 19  მან მიუგო: „მშვიდობით წადი“.+ ისიც წავიდა მისგან და კარგა მანძილით დაშორდა. 20  ელისეს, ჭეშმარიტი ღვთის კაცის,+ მსახურმა გეხაზმა+ თქვა: „არ გამოართვა ჩემმა ბატონმა სირიელ ნაამანს,+ რაც მოტანილი ჰქონდა. ცოცხალია იეჰოვა,+ გავეკიდები და რაღაცას მაინც გამოვართმევ“.+ 21  გაეკიდა გეხაზი ნაამანს. დაინახა ნაამანმა, რომ ვიღაც მისდევდა, ჩამოვიდა ეტლიდან, შეეგება და უთხრა: „ხომ მშვიდობაა?“+ 22  მან მიუგო: «მშვიდობაა. ჩემმა ბატონმა+ გამომგზავნა+ და დამაბარა: „სულ ახლახანს ეფრემის მთიდან ორი ყმაწვილი მეწვია, წინასწარმეტყველთა ძეები*.+ მიეცი მათ ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი“».+ 23  ნაამანმა უთხრა: „წადი, წაიღე ორი ტალანტი“. აძალებდა+ და ბოლოს ორ ტომარაში ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი ჩაუწყო და თავის ორ მსახურს მისცა წასაღებად. 24  ოფელში* მისვლისთანავე გამოართვა მათ, რაც წამოიღეს, სახლში დააწყო+ და გაუშვა ისინი. ისინიც წავიდნენ. 25  მივიდა იგი თავის ბატონთან.+ ელისემ ჰკითხა: „გეხაზ, საიდან მოდიხარ?“ მან მიუგო: „არსად წასულა შენი მსახური“.+ 26  მან უთხრა: „განა იქ არ იყო ჩემი გულიც, როცა ის კაცი ეტლიდან ჩამოვიდა შენთან შესაგებებლად? ახლა იმის დროა, რომ აიღო ვერცხლი, ტანსაცმელი, ზეთისხილი, ვენახი, ცხვარ-ძროხა, მსახურები თუ მოახლეები?+ 27  მარადიულად შეგეყრებათ ნაამანის კეთრი+ შენ და შენს შთამომავლობას“.+ მაშინვე გავიდა იგი მისგან კეთროვანი, თოვლივით თეთრი.+

სქოლიოები

იხილეთ 2:3-ის სქოლიო.
ნიშნავს ამოზნექილს, ამობურცულს, ამოშვერილს, ამაღლებულს. მდებარეობდა სამარიაში.