არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 3:1—27

3  იუდას მეფე იეჰოშაფატის მეფობის მეთვრამეტე წელს ისრაელზე სამარიაში ახაბის ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა და თორმეტ წელიწადს იმეფა.  ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში,+ თუმცა არა მამამისივით+ და დედამისივით; მან მოაშორა მამამისის აღმართული+ ბაალის წმინდა სვეტი.+  მიეკრა ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვებს, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ არ მიუტოვებია მას ცოდვების ჩადენა.  მოაბის მეფე მეშას+ ცხვარი ჰყავდა მოშენებული. ის ისრაელის მეფეს ასი ათას ბატკანსა და ასი ათას გაუპარსავ მამალ ცხვარს უგზავნიდა.  ახაბის სიკვდილის+ შემდეგ კი აუჯანყდა+ მოაბის მეფე ისრაელის მეფეს.  გავიდა იმ დღეს სამარიიდან მეფე იეჰორამი და მთელი ისრაელი შეკრიბა.+  უფრო მეტიც, იუდას მეფე იეჰოშაფატს შეუთვალა: „მოაბის მეფე ამიჯანყდა. გამომყვები მოაბთან საომრად?“ მან მიუგო: „გამოგყვები.+ რამ გაგვყო მე და შენ. რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი+ და რამ გაყო ჩემი ცხენები და შენი ცხენები!“  მან ჰკითხა: „რომელი გზით წავიდეთ?“ მან მიუგო: „ედომის+ უდაბნოს გზით“.  წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის+ მეფე. შვიდ დღეს მიდიოდნენ; ბანაკსა და პირუტყვს, რომელიც მათ მიჰყვებოდა, წყალი არ ჰქონდათ. 10  ბოლოს ისრაელის მეფემ თქვა: „ვაი ჩვენს თავს! იეჰოვამ სამ მეფეს მოგვიხმო, რომ მოაბის ხელში ჩაგვაგდოს!“+ 11  იეჰოშაფატმა იკითხა:+ „არ არის აქ იეჰოვას წინასწარმეტყველი?+ მისი პირით დავეკითხოთ იეჰოვას“.+ ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „ელისეა,+ შაფატის ვაჟი, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელზე“.+ 12  იეჰოშაფატმა თქვა: „მასთანაა იეჰოვას სიტყვა“. ჩავიდნენ მასთან ისრაელის მეფე, იეჰოშაფატი და ედომის მეფე. 13  უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „რა მაქვს შენთან საერთო?+ წადი მამაშენისა და დედაშენის წინასწარმეტყველებთან“.+ ისრაელის მეფემ მიუგო: „არა, რადგან იეჰოვამ სამ მეფეს მოგვიხმო, რომ მოაბის ხელში ჩაგვაგდოს“.+ 14  ელისემ განაგრძო: „ცოცხალია ლაშქართა* ღმერთი, იეჰოვა,+ ვის წინაშეც ვდგავარ; იუდას მეფე იეჰოშაფატს რომ არ ვცემდე პატივს,+ ზედაც არ შემოგხედავდი.+ 15  მომიყვანეთ ქნარზე დამკვრელი“.+ როცა უკრავდა იგი ქნარზე, იეჰოვას ხელი+ იყო ელისეზე. 16  მან თქვა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „ამ ხევში თხრილები+ გააკეთეთ, 17  რადგან ასე თქვა იეჰოვამ: ვერც ქარს დაინახავ და ვერც წვიმას, მაგრამ ხევი წყლით მაინც აივსება;+ თქვენც დალევთ+ იქიდან, თქვენი საქონელიც და თქვენი პირუტყვიც“. 18  ეს უბრალო საქმეა იეჰოვას თვალში.+ ის მოაბსაც ჩაგიგდებთ ხელში.+ 19  გაანადგურეთ ყველა გამაგრებული ქალაქი,+ ყველა რჩეული ქალაქი, მოჭერით+ ყველა კარგი+ ხე, ჩახერგეთ ყველა წყარო და ქვით აავსეთ მიწის ნაკვეთები». 20  დილით+ მარცვლეული შესაწირავის+ აღვლენის დროს ედომიდან წყალი წამოვიდა და მთელი მიწა წყლით აივსო. 21  გაიგეს მოაბელებმა, რომ მეფეები მათთან საბრძოლველად იყვნენ ასულები. შეყარეს ყველა, ვისაც სარტყელი ერტყა,+ და მათზე უფროსებიც, და საზღვართან დადგნენ. 22  დილით, როცა მზემ წყალს დაანათა, მოაბელებს წყალი შორიდან სისხლივით წითელი მოეჩვენათ, 23  ამბობდნენ: „სისხლია! მეფეები დაუხოცავთ მახვილით და ერთმანეთი დაუჟლეტიათ. ნადავლისკენ,+ მოაბ!“ 24  ისრაელის+ ბანაკში რომ მივიდნენ, მაშინვე წამოიშალნენ ისრაელები, შეუტიეს მოაბს და უკუაქციეს.+ მიდიოდნენ მოაბისკენ და გზადაგზა ხოცავდნენ მოაბელებს. 25  დაანგრიეს ქალაქები,+ ყველამ თითო ქვა ისროლა კარგი მიწის ნაკვეთებზე და ქვით აავსეს. ჩახერგეს ყველა წყარო+ და მოჭრეს ყველა კარგი ხე.+ მარტო კირ-ხარასეთის+ ქვები დატოვეს იქ. მერე შემოუარეს მეშურდულეებმა და დაანგრიეს. 26  როცა დაინახა მოაბის მეფემ, რომ მარცხდებოდა ბრძოლაში, წაიყვანა შვიდასი მახვილის ამღები, რომ ედომის+ მეფემდე მიეღწიათ, მაგრამ ვერ შეძლეს. 27  ბოლოს წაიყვანა თავისი პირმშო, ვინც მის შემდეგ უნდა გამეფებულიყო, და დასაწვავ მსხვერპლად შესწირა+ გალავანზე. დიდად განრისხდნენ ისრაელზე, ისინიც გაეცალნენ მას და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ.

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.