წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 24:1—20

24  მის დროს გამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი+ და სამ წელიწადს ემორჩილებოდა+ მას იეჰოიაკიმი, მერე კი ზურგი აქცია მას და განუდგა.  უსევდა იეჰოვა მას ქალდეველთა,+ სირიელთა, მოაბელთა+ და ამონის ძეთა მოთარეშე რაზმებს; უსევდა მათ იუდას გასანადგურებლად, იმ სიტყვის თანახმად, რომელიც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი+ თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით.  ეს იეჰოვას ბრძანებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა+ ის მენაშეს+ ცოდვების გამო, იმის გამო, რაც მან ჩაიდინა,  მის მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლის+ გამო, რითაც აავსო იერუსალიმი; არ ინდომა იეჰოვამ პატიება.+  იეჰოიაკიმის+ დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.  განისვენა იეჰოიაკიმმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაქინი გამეფდა.  მეტად აღარ+ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან,+ რადგან ყველაფერი წართმეული ჰქონდა ბაბილონის მეფეს ეგვიპტის მეფისთვის+ ეგვიპტის ხევიდან+ მდინარე ევფრატამდე.+  თვრამეტი წლისა გამეფდა იეჰოიაქინი+ და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში;+ დედამისი იყო იერუსალიმელი ნეხუშთა, ელნათანის ასული.  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის მსგავსად.+ 10  იმ დროს იერუსალიმს მიადგნენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მსახურები და ალყაში მოაქციეს ქალაქი.+ 11  გაილაშქრა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ქალაქის წინააღმდეგ, როცა მის მსახურებს ალყაში ჰყავდათ ის მოქცეული.+ 12  გავიდა იუდას მეფე იეჰოიაქინი ბაბილონის მეფესთან,+ ის, დედამისი,+ მისი მსახურები, მთავრები და კარისკაცი. თავისი მეფობის მერვე+ წელს წაიყვანა ის ბაბილონის მეფემ. 13  გაიტანა მან იეჰოვას სახლის მთელი საგანძური, მეფის სასახლის საგანძური+ და დაამტვრია ოქროს ნივთები,+ ისრაელის მეფე სოლომონმა რომ გააკეთა იეჰოვას ტაძრისთვის იეჰოვას სიტყვისამებრ. 14  მან გადაასახლა+ მთელი იერუსალიმი, მთავრები,+ ძლიერი და მამაცი+ ვაჟკაცები — ათი ათასი კაცი, აგრეთვე ყველა ხელოსანი+ და ბურჯთა მშენებელი. არავინ დარჩენილა იქ იმ მიწაზე მცხოვრები მდაბიო+ ხალხის გარდა. 15  ასე გადაასახლა მან ბაბილონში+ იეჰოიაქინი;+ იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა მეფის დედაც,+ მეფის ცოლებიც, კარისკაცებიცა+ და ქვეყნის წარჩინებულნიც. 16  შვიდი ათასი მამაცი კაცი, ათასი ხელოსანი და ბურჯთა მშენებელი და ყველა ძლიერი მეომარი ბაბილონის მეფემ ბაბილონში გადაასახლა.+ 17  ბაბილონის მეფემ+ მის ნაცვლად ბიძამისი+ მათანია გაამეფა და ციდკია+ დაარქვა. 18  ოცდაერთი წლისა გამეფდა ციდკია+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო ლიბნელი ხამუტალი,+ იერემიას ასული. 19  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში იეჰოიაკიმის მსგავსად.+ 20  განარისხა იეჰოვა+ იმან, რაც იერუსალიმსა და იუდაში ხდებოდა, და განდევნა მან ისინი თავის თვალთაგან.+ განუდგა ციდკია ბაბილონის მეფეს.+

სქოლიოები