არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 21:1—26

21  თორმეტი წლისა გამეფდა მენაშე+ და ორმოცდათხუთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისს ერქვა ხეფციბა.  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში+ იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ,+ რომლებიც იეჰოვამ განდევნა ისრაელის ძეთაგან.  მან აღადგინა მაღლობები, რომლებიც მამამისმა, ხიზკიამ მოსპო,+ სამსხვერპლოები აუგო ბაალს და გააკეთა წმინდა ბოძი, როგორც ისრაელის მეფე ახაბმა;+ ის თაყვანს სცემდა+ ცის ლაშქარს+ და ემსახურებოდა მას.+  მან სამსხვერპლოები ააგო იეჰოვას სახლში,+ რომელზეც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, იერუსალიმში დავავანებო ჩემს სახელს.+  მან ცის ლაშქარს+ აუგო სამსხვერპლოები იეჰოვას სახლის ორივე ეზოში.+  ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟი,+ ჯადოქრობდა,+ მისნობდა და გაიჩინა სულების გამომძახებლები+ და მარჩიელები.+ დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი.  მან გამოთალა+ წმინდა ბოძი და დადგა სახლში,+ რომელზეც იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა დავითისა და მისი ძის, სოლომონისთვის: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ისრაელის ყველა ტომიდან ამოვირჩიე, სამარადისოდ დავავანებ ჩემს სახელს.+  აღარ ავყრი ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას,+ თუკი გულდასმით დაიცავენ ყველა ჩემს ბრძანებას+ — იმ კანონს, რომელიც ჩემმა მსახურმა მოსემ უბრძანა მათ“.  ისინი კი არ ისმენდნენ;+ აცდუნებდა მენაშე მათ, რათა უფრო მეტი ბოროტება ჩაედინათ,+ ვიდრე იმ ერებს,+ რომლებიც მოსპო იეჰოვამ ისრაელის ძეთა წინაშე. 10  ელაპარაკებოდა მათ იეჰოვა თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით:+ 11  «რაკი ეს სისაძაგლეები+ ჩაიდინა იუდას მეფე მენაშემ,+ მასზე უწინ მყოფ ამორეველებზე+ უარესად იქცეოდა და თავისი ნეხვიანი კერპებით ცოდვაში შეიყვანა იუდა,+ 12  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ისეთ უბედურებას დავატეხ იერუსალიმსა+ და იუდას, რომლის გაგონებაზეც ხალხს ყურები შუილს დაუწყებს.+ 13  იმავე ლარს გადავჭიმავ იერუსალიმზე,+ სამარიაზე რომ გადავჭიმე,+ და იმავე თარაზოს გამოვიყენებ, ახაბის სახლზე რომ გამოვიყენე;+ პირწმინდად ამოვწმენდ+ იერუსალიმს ისე, როგორც კაცი ამოწმენდს ჯამს, ამოწმენდს და გადმოაპირქვავებს.+ 14  მივატოვებ ჩემი მემკვიდრეობის+ დარჩენილ ნაწილს+ და ჩავაგდებ მას თავისი მტრების ხელში, ნადავლად და დასატაცებლად გახდება ის თავისი მტრებისთვის,+ 15  რადგან ბოროტებას სჩადიან ჩემს თვალში და შეურაცხმყოფენ ეგვიპტიდან თავიანთი მამა-პაპის გამოსვლის დღიდან დღემდე“».+ 16  იმ ცოდვის გარდა, რითაც მენაშემ ცოდვაში გახვია იუდა,+ ბოროტებას რომ აკეთებინებდა იეჰოვას თვალში, მან ბევრი უდანაშაულო სისხლიც დაღვარა, ისე რომ პირამდე აავსო იერუსალიმი.+ 17  მენაშეს დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა და მისი ცოდვა, რითაც სცოდავდა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 18  ბოლოს განისვენა მენაშემ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დაასაფლავეს ის თავისი სასახლის ბაღში, უზას ბაღში,+ და მის შემდეგ მისი ვაჟი ამონი გამეფდა. 19  ოცდაორი წლისა გამეფდა ამონი+ და ორ წელიწადს+ იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო იოტბელი მეშულემეთი, ხარუცის ასული. 20  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის, მენაშეს მსგავსად;+ 21  მამამისის გზით დადიოდა+ და ემსახურებოდა ნეხვიან კერპებს,+ რომლებსაც მამამისი ემსახურებოდა, და თაყვანს სცემდა მათ. 22  მან მიატოვა იეჰოვა,+ თავისი მამა-პაპის ღმერთი და არ დადიოდა იეჰოვას გზით.+ 23  ამონის წინააღმდეგ შეითქვნენ მისივე მსახურები და თავისივე სასახლეში მოკლეს+ მეფე. 24  იმ მიწის ხალხმა კი დახოცა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულები+ და მის ნაცვლად მისი ვაჟი იოშია+ გაამეფა. 25  ამონის დანარჩენი საქმეები, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 26  დაასაფლავეს ის თავის სამარხში უზას ბაღში,+ და მის შემდეგ მისი ვაჟი იოშია+ გამეფდა.

სქოლიოები