წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 19:1—37

19  როგორც კი მეფე ხიზკიამ+ ეს გაიგო, ტანსაცმელი შემოიხია,+ ჯვალო+ შემოიხვია და იეჰოვას სახლში შევიდა.+  გაგზავნა მან ჯვალოთი შემოსილი მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ მწერალი შებნა+ და მღვდელთა უხუცესები წინასწარმეტყველ ესაიასთან,+ ამოცის+ ძესთან.  უთხრეს მას: «აი რას ამბობს ხიზკია: „ეს დღე გაჭირვების,+ გაკიცხვისა+ და უტიფარი დაცინვის+ დღეა, რადგან საშვილოსნოს+ კარს მოსდგომიან ვაჟები და არ არის მათი გაჩენის ძალა.+  იქნებ ისმინოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა,+ სიტყვები რაბშაკესი, რომელიც მისმა ბატონმა, ასურეთის მეფემ გამოგზავნა ცოცხალი ღვთის დასაცინად,+ და პასუხი აგებინოს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოისმინა.+ ლოცვა აღავლინე+ დარჩენილთათვის“».+  მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურები ესაიასთან+  და ესაიამ უთხრა მათ: «აი რა უნდა უთხრათ თქვენს ბატონს, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „ნუ გეშინია+ მოსმენილი სიტყვებისა, რომლითაც ასურეთის მეფის მსახურები შეურაცხმყოფდნენ.+  აი, შევაშფოთებ მას,+ მოისმენს ცნობას+ და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. მახვილით დავცემ მას თავისივე ქვეყანაში“».+  ამის შემდეგ გაიგო რაბშაკემ,+ რომ ასურეთის მეფე ლაქიშიდან+ აყრილიყო, და მასთან დაბრუნებისას ნახა, რომ ის ლიბნას+ ებრძოდა.  მეფემ შეიტყო თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზე, შენ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდაო. ამიტომ კვლავ გაუგზავნა მაცნეები+ ხიზკიას და შეუთვალა: 10  «აი რა უნდა უთხრათ იუდას მეფე ხიზკიას: „თავს ნუ მოატყუებინებ შენს ღმერთს, რომელზეც დაიმედებული ხარ,+ რომ გეუბნება, იერუსალიმი+ ხელში არ ჩაუვარდებაო ასურეთის+ მეფეს. 11  ხომ გსმენია, რა დამართეს ასურეთის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს ისინი,+ და შენ როგორღა გადარჩები?!+ 12  განა იხსნეს გოზანის,+ ხარანის,+ რეცეფისა და თელ-ასარში+ მცხოვრები ედემის+ ძეების ღმერთებმა+ ეს ხალხები, რომლებიც ჩემმა მამა-პაპამ გაანადგურა?! 13  სად არიან ხამათის+ მეფე, არფადის+ მეფე და ქალაქ სეფარვაიმის მეფე?! სად არიან ჰენისა და ივის მეფეები?!“»+ 14  გამოართვა ხიზკიამ მაცნეებს წერილები და წაიკითხა,+ მერე კი ავიდა ხიზკია იეჰოვას სახლში და გაშალა ისინი იეჰოვას წინაშე.+ 15  ლოცვით+ მიმართა ხიზკიამ იეჰოვას: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ ქერუბიმებზე მჯდომარევ,+ მხოლოდ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი დედამიწის+ ყველა სამეფოში!+ შენ შექმენი ცა+ და დედამიწა.+ 16  ყური მოაპყარი, იეჰოვა, და ისმინე!+ თვალი გაახილე,+ იეჰოვა, და დაინახე და მოისმინე სინახერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის დასაცინად+ რომ შემოთვალა. 17  იეჰოვა, ასურეთის მეფეებმა მართლაც გაანადგურეს ხალხები, თავისივე ქვეყანაც კი.+ 18  ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები+ კი არ იყვნენ, არამედ ადამიანის ნახელავი,+ ხე და ქვა; ამიტომაც გაანადგურეს ისინი. 19  იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+ ახლა გთხოვ, გვიხსენი+ მისი ხელიდან, რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“+ 20  შეუთვალა ესაიამ, ამოცის ძემ, ხიზკიას: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი:+ „შევისმინე ლოცვა,+ რომლითაც მომმართე ასურეთის მეფე სინახერიბის გამო.+ 21  აი რას ამბობს იეჰოვა მასზე: არაფრად გაგდებს სიონის ქალწული+ და დაგცინის,+ შენ უკან თავს აქნევს+ იერუსალიმის ასული.+ 22  ვის დასცინი+ და ვის შეურაცხყოფ?!+ ვის წინააღმდეგ აიმაღლე ხმა+ და აღაპყარი თვალები მაღლა?!+ ისრაელის წმინდის წინააღმდეგ!+ 23  შენს მაცნეთა+ პირით დასცინი იეჰოვას და ამბობ:+ „ჩემი მრავალი საბრძოლო ეტლით მე თვითონ...+ ავალ მაღლა, მთებში,+ ლიბანის შორეულ მხარეებში,+ მოვჭრი მის მაღალ კედრებსა+ და მის საუკეთესო ღვიას.+ მივალ მის უშორეს ადგილზე, მის ნაყოფიერ ტყეში.+ 24  ამოვთხრი და დავლევ უცხო წყალს, ფეხისგულებით ამოვაშრობ ეგვიპტის ნილოსის არხებს“.+ 25  განა არ გსმენია?!+ ძველი დროიდან მაქვს გადაწყვეტილი ამის გაკეთება.+ წარსულში განვიზრახე ეს,+ ახლა კი მოვახდენ ამას.+ შენ გააპარტახებ გამაგრებულ ქალაქებს და ნანგრევების გროვად აქცევ მათ.+ 26  მკლავში ძალა გამოეცლება+ მათ მოსახლეობას; შეძრწუნდებიან და შერცხვებიან.+ მინდვრის მცენარეებსა და ქორფა ბალახს დაემსგავსებიან,+ ბანებზე ამოსულ ბალახს,+ აღმოსავლეთის ქარში დამწვარს.+ 27  კარგად ვიცი, როდის ზიხარ წყნარად, როდის გადიხარ+ და როდის შემოდიხარ.+ ვიცი, რომ მირისხდები,+ 28  რადგან შენმა რისხვამ+ და შენმა ღრიალმა ჩემს ყურამდე მოაღწია.+ ცხვირში კავს ამოგდებ და პირში — ლაგამს,+ იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.+ 29  ეს იქნება ნიშანი შენთვის, ხიზკია:+ წელს ნაგერალს+ შეჭამთ, მეორე წელს — ველურად გაზრდილს, მესამე წელს კი დათესავთ+ და მოიმკით, ვენახებს გააშენებთ და მათ ნაყოფს შეჭამთ.+ 30  იუდას სახლიდან გადარჩენილები, დარჩენილები,+ ფესვს გაიდგამენ და ნაყოფს გამოიღებენ.+ 31  დარჩენილები გამოვლენ იერუსალიმიდან,+ გადარჩენილები — სიონის მთიდან.+ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა+ გააკეთებს ამას. 32  ამიტომაც ამბობს იეჰოვა ასურეთის+ მეფეზე: „ვერ შემოვა ამ ქალაქში,+ ვერც ისარს+ გაისვრის აქ და ვერც ფარს დაუხვედრებს, ვერც მიწაყრილს+ გააკეთებს მის წინ. 33  რა გზითაც მოვიდა, იმავეთი წავა, ვერ შემოვა ამ ქალაქში, ამბობს იეჰოვა.+ 34  დავიცავ+ ამ ქალაქს, რომ გადავარჩინო+ ის ჩემი და ჩემი მსახურის,+ დავითის გულისთვის“». 35  იმ ღამით წავიდა იეჰოვას ანგელოზი და ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა+ ბანაკში.+ ადგა ხალხი დილით ადრე და, აი, მკვდარი იყო ყველა.+ 36  მაშინ აიყარა სინახერიბი,+ ასურეთის მეფე, შინ დაბრუნდა+ და ცხოვრობდა ნინევეში.+ 37  როცა ნისროქის,+ თავისი ღვთის*,+ სახლში თაყვანსაცემად ემხობოდა, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ვაჟებმა, მახვილით განგმირეს+ იგი და არარატის+ ქვეყანაში გაქცევით უშველეს თავს. მის შემდეგ მისი ძე ასარხადონი+ გამეფდა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ღმერთების, მიუთითებს ცრუ ღმერთის ნისროქის აღმატებულობაზე.