წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 18:1—37

18  ისრაელის მეფე ჰოშეას,+ ელაჰის ძის, მეფობის მესამე წელს, ხიზკია,+ იუდას მეფე ახაზის+ ვაჟი, გამეფდა.  ოცდახუთი წლისა გამეფდა ის და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო აბი, ზაქარიას+ ასული.  სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში+ თავისი წინაპრის, დავითის მსგავსად.+  მან მოსპო მაღლობები,+ დალეწა წმინდა სვეტები,+ მოჭრა წმინდა+ ბოძი და დაამტვრია მოსეს გაკეთებული+ სპილენძის გველი,+ რადგან იმ დღემდე ისრაელის ძეები მსხვერპლს+ უბოლებდნენ მას და სპილენძის გველის კერპს+ უწოდებდნენ.  თავად ის იეჰოვას, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი.+ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა+ მისი მსგავსი იუდას მეფეთა+ შორის.  მიეკრა ის იეჰოვას+ და არ განდგომია მას, არამედ იცავდა მის მცნებებს, რომლებიც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+  იეჰოვა იყო მასთან;+ სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან წინდახედულად იქცეოდა.+ განუდგა ის ასურეთის მეფეს და აღარ ემორჩილებოდა მას.+  მან დაამარცხა ფილისტიმელები+ ღაზამდე+ და მის საზღვრებამდე, საგუშაგოდან+ გამაგრებულ ქალაქამდე.  მეფე ხიზკიას მეფობის მეოთხე წელს, ანუ ისრაელის მეფე ჰოშეას,+ ელაჰის ძის, მეფობის მეშვიდე წელს, ასურეთის მეფე სალმანასარი+ გამოვიდა სამარიის წინააღმდეგ და ალყა შემოარტყა მას.+ 10  მესამე წელს აიღეს+ ის. ხიზკიას მეფობის მეექვსე წელს, ანუ ისრაელის მეფე ჰოშეას მეფობის მეცხრე წელს, აიღეს მათ სამარია.+ 11  ასურეთის მეფემ+ ისრაელი ასურეთში გადაასახლა+ და დაასახლა მდინარე გოზანთან ხალახსა+ და ხაბორში+ და მიდიელთა ქალაქებში,+ 12  რადგან არ ისმინეს+ იეჰოვას, თავიანთი ღვთის ხმა და არღვევდნენ მის შეთანხმებას,+ ყველაფერს, რაც იეჰოვას მსახურ მოსეს+ ჰქონდა ნაბრძანები;+ ისინი არც ისმენდნენ მცნებებს და არც ასრულებდნენ მათ. 13  მეფე ხიზკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს ასურეთის+ მეფე სინახერიბი+ მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი. 14  მაშინ იუდას მეფე ხიზკიამ შეუთვალა ასურეთის მეფეს ლაქიშში: „შევცოდე, ოღონდ გამეცალე, ყველაფერს ვიტვირთებ, რასაც დამაკისრებ“.+ ასურეთის მეფემაც სამასი ვერცხლის ტალანტი+ და ოცდაათი ოქროს ტალანტი დააკისრა იუდას მეფე ხიზკიას. 15  მისცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი იეჰოვას სახლსა+ და მეფის სასახლის+ საგანძურში იპოვებოდა. 16  ჩამოხსნა ხიზკიამ იეჰოვას ტაძრის კარები+ და წირთხლები, რომლებიც ოქროთი მოავარაყა+ იუდას მეფე ხიზკიამ, და მისცა ასურეთის მეფეს. 17  ასურეთის+ მეფემ ლაქიშიდან+ იერუსალიმში მეფე ხიზკიასთან დიდი ჯარით გაგზავნა თართანი*,+ რაბსარისი* და რაბშაკე*,+ რომ იერუსალიმში მისულიყვნენ. ისინიც წავიდნენ და ზემო წყალსატევის+ არხთან+ გაჩერდნენ, მრეცხავის მინდვრისკენ მიმავალ გზაზე.+ 18  მეფეს მოუხმეს, მაგრამ მათთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი, ასაფის ძე, გამოვიდნენ. 19  უთხრა მათ რაბშაკემ:+ «გადაეცით ხიზკიას: აი რას გითვლის დიდი მეფე,+ ასურეთის მეფე: „რისი იმედი გაქვს?!+ 20  შენ ამბობ, ბრძოლისთვის გეგმაც მაქვს+ და ძალაცო (მაგრამ ეს მხოლოდ ბაგით ნათქვამი სიტყვებია). ვისი იმედი გაქვს, რომ მეურჩები?!+ 21  აი, ეგვიპტის,+ ამ გადატეხილი ლერწმის+ მხარდაჭერის იმედი გაქვს. მას თუ დაეყრდნო კაცი, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი,+ ეგვიპტის მეფე, ყველასთვის, ვინც მასზეა დაიმედებული. 22  თუ იმას მეტყვით, იეჰოვას,+ ჩვენი ღვთის იმედი გვაქვსო,+ განა ეს ის ღმერთი არ არის, რომლის მაღლობებიცა+ და სამსხვერპლოებიც მოაშორა ხიზკიამ,+ და იუდასა და იერუსალიმს უთხრა, იერუსალიმში ამ სამსხვერპლოსთან უნდა სცეთო თაყვანი?!“+ 23  ახლა, მოდი, დაუზავდი+ ჩემს ბატონს, ასურეთის მეფეს. ორი ათას ცხენს მოგცემ და ვნახოთ, თუ შეძლებ მათთვის მხედრების პოვნას.+ 24  შეძლებ კი უკან გააბრუნო თუნდაც ერთი მმართველი, ჩემი ბატონის უმცირესი მსახურთაგანი,+ როცა თავად შენ ეგვიპტის ეტლებისა+ და მხედრების იმედი გაქვს?!+ 25  განა იეჰოვას ნებართვის გარეშე გავილაშქრე ამ ადგილის წინააღმდეგ მის მოსასპობად?! თვით იეჰოვამ მითხრა:+ გაილაშქრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ და მოსპეო იგი». 26  ამაზე ელიაკიმმა,+ ხილკიას ძემ, შებნამ+ და იოახმა+ რაბშაკეს+ სთხოვეს: „სირიულად ელაპარაკე+ შენს მსახურებს, რადგან გვესმის. ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე+ გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად“. 27  რაბშაკემ მიუგო: „განა მარტო თქვენთან და თქვენს ბატონთან გამომგზავნა ჩემმა ბატონმა ამ სიტყვების სათქმელად?! განა გალავანზე მყოფ ხალხთანაც არ გამომგზავნა, თქვენთან ერთად რომ ჭამონ თავიანთი განავალი+ და სვან თავიანთი შარდი?!“+ 28  იდგა რაბშაკე, ხმამაღლა გაჰყვიროდა იუდეველთა ენაზე+ და ამბობდა: «ისმინეთ დიდი მეფის,+ ასურეთის მეფის სიტყვა! 29  აი რას ამბობს მეფე: „თავს ნუ მოატყუებინებთ ხიზკიას, რადგან ვერ გიხსნით ის ჩემი ხელიდან.+ 30  ნუ დაგაიმედებთ ხიზკია იეჰოვათი,+ უეჭველად გვიხსნის იეჰოვა+ და ეს ქალაქი ასურეთის მეფის ხელში არ ჩავარდებაო.+ 31  ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან აი რას ამბობს ასურეთის მეფე: დამნებდით, გადმოდით ჩემ მხარეს და ყოველი თქვენგანი თავისი ვაზისა და ლეღვის ნაყოფს შეჭამს,+ თავისი ჭის წყალს დალევს,+ 32  სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში,+ მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში, პურისა+ და ვენახების+ ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის+ ქვეყანაში. იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. არ უსმინოთ ხიზკიას, რადგან გაცდუნებთ, იეჰოვა გვიხსნისო.+ 33  განა იხსნეს სხვა ხალხების ღმერთებმა+ თავიანთი ქვეყნები ასურეთის მეფის ხელიდან?!+ 34  სად არიან ხამათისა+ და არფადის+ ღმერთები?! სად არიან სეფარვაიმის,+ ჰენასა+ და ივას+ ღმერთები?! განა იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან?!+ 35  ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა მათი ქვეყანა ჩემი ხელიდან,+ იეჰოვამ რომ იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?!“»+ 36  ხალხი კი დუმდა+ და არაფერს პასუხობდა,+ რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, პასუხს ნუ გასცემთო.+ 37  მივიდნენ ხიზკიასთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი,+ ასაფის ძე, შემოხეული ტანსაცმლით+ და მოახსენეს რაბშაკეს სიტყვები.

სქოლიოები

მხედართმთავრის ტიტული.
სამეფო კარის მთავარი მოხელის ტიტული.
მაღალი წოდების სახელმწიფო მოხელის ტიტული.