წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 15:1—38

15  ისრაელის მეფე იერობოამის მეფობის ოცდამეშვიდე წელს იუდას მეფე ამაციას+ ვაჟი აზარია+ გამეფდა.  თექვსმეტი წლისა გამეფდა და ორმოცდათორმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია.  სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, მამამისი ამაციას მსგავსად,+  ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია;+ ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.+  ბოლოს იეჰოვამ უბედურება დაატეხა მეფეს;+ იგი სიკვდილამდე კეთროვანი იყო,+ მოვალეობა ჰქონდა ჩამორთმეული+ და თავის სახლში ცხოვრობდა, მეფის სასახლეს კი მისი ვაჟი იოთამი+ განაგებდა და სამართალს უჩენდა+ იმ მიწის მკვიდრთ.  აზარიას დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.  განისვენა აზარიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, მის შემდეგ კი მისი ვაჟი იოთამი გამეფდა.+  იუდას მეფე აზარიას+ მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს იერობოამის ვაჟი ზაქარია+ გამეფდა ისრაელზე და ექვს თვეს განაგებდა მას სამარიიდან.  ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 10  მას შეთქმულება+ მოუწყო იაბეშის ვაჟმა შალუმმა, სძლია+ იბლეამში,+ მოკლა და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა. 11  ზაქარიას დანარჩენი საქმეები ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 12  იეჰოვას+ ასე ჰქონდა ნათქვამი იეჰუსთვის:+ „მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ვაჟები+ ისრაელის ტახტზე“. და ასეც მოხდა.+ 13  იუდას მეფე უზიას+ მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს იაბეშის ვაჟი შალუმი გამეფდა და ერთი მთვარისმიერი თვე იმეფა სამარიაში.+ 14  თირციდან+ გადის ვაჟი მენახემი+ მოვიდა სამარიაში, დაჰკრა იაბეშის ვაჟს, შალუმს,+ მოკლა იგი და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა. 15  შალუმის დანარჩენ საქმეებზე და მის მოწყობილ შეთქმულებაზე+ ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 16  მაშინ გაანადგურა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც იქ იყო, და მთელი მხარე თირციდან მოყოლებული; არ გააღეს კარიბჭეები და ამიტომაც გაანადგურა. ყველა ორსული ქალი აჩეხა.+ 17  იუდას მეფე აზარიას მეფობის ოცდამეცხრამეტე+ წელს ისრაელზე გადის ვაჟი მენახემი გამეფდა და ათ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 18  ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ და მთელი თავისი სიცოცხლე არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 19  წამოვიდა ასურეთის მეფე+ ფული+ იმ მიწაზე. მისცა მენახემმა+ ფულს ათასი ტალანტი ვერცხლი+ და მხარდაჭერა სთხოვა მეფობის განსამტკიცებლად.+ 20  ეს ვერცხლი მენახემმა ისრაელის მდიდარ კაცებს+ მოატანინა ასურეთის მეფისთვის მისაცემად, თითოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი. უკან გაბრუნდა ასურეთის მეფე, არ გაჩერებულა ქვეყანაში. 21  მენახემის+ დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 22  ბოლოს განისვენა მენახემმა თავისი მამა-პაპის გვერდით და მის შემდეგ მისი ვაჟი ფეკახია+ გამეფდა. 23  იუდას მეფე აზარიას მეფობის ორმოცდამეათე წელს ისრაელზე მენახემის ვაჟი ფეკახია გამეფდა და ორ+ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 24  ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 25  რემალიას ვაჟმა ფეკახმა,+ მისმა მხლებელმა,+ შეთქმულება+ მოუწყო მას, თავს დაესხა სამარიაში მეფის სასახლის კოშკში+ არგობთან, არიესთან და ორმოცდაათ გალაადელთან ერთად; მოკლა იგი და მის ნაცვლად გამეფდა. 26  ფეკახიას დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 27  იუდას მეფე აზარიას მეფობის ორმოცდამეთორმეტე წელს რემალიას+ ვაჟი ფეკახი+ გამეფდა ისრაელზე და ოც წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 28  ბოროტებას სჩადიოდა იგი იეჰოვას თვალში.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 29  ისრაელის მეფე ფეკახის დროს ასურეთის მეფე+ ტიგლათფილესერი+ მოვიდა, აიღო იონი,+ აბელ-ბეთ-მააქა,+ იანოახი, კედეში,+ ხაცორი,+ გალაადი+ და გალილეა,+ მთელი ნაფთალის+ მიწა და ტყვედ წაიყვანა ხალხი ასურეთში.+ 30  ბოლოს ელაჰის ვაჟმა, ჰოშეამ+ შეთქმულება+ მოუწყო ფეკახს, რემალიას ვაჟს, სძლია,+ მოკლა და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა უზიას ვაჟის, იოთამის+ მეფობის მეოცე წელს. 31  ფეკახის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 32  ისრაელის მეფე რემალიას ვაჟის, ფეკახის მეფობის მეორე წელს იუდას მეფე უზიას+ ვაჟი იოთამი+ გამეფდა. 33  ოცდახუთი წლისა გამეფდა და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.+ 34  სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში+ მამამისის, უზიას მსგავსად,+ 35  ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია. ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.+ მან ააშენა იეჰოვას სახლის ზემო კარიბჭე.+ 36  იოთამის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ 37  იმ დროს შეუჩინა+ იეჰოვამ იუდას რეცინი,+ სირიის მეფე, და ფეკახი,+ რემალიას ვაჟი. 38  ბოლოს განისვენა იოთამმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს იგი თავისი წინაპარი დავითის ქალაქში თავისი მამა-პაპის გვერდით,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი ახაზი+ გამეფდა.

სქოლიოები