არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 13:1—25

13  იუდას მეფე ახაზიას+ ვაჟის, იეჰოაშის+ მეფობის ოცდამესამე წელს, იეჰოახაზი,+ იეჰუს+ ვაჟი გამეფდა ისრაელზე და ჩვიდმეტ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან.  ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ და ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვას მიჰყვებოდა, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ არ მიუტოვებია ცოდვების ჩადენა.  აენთო იეჰოვას რისხვა+ ისრაელზე და ხელში ჩაუგდო მან ის სირიის მეფე ხაზაელს+ და ხაზაელის ვაჟს, ბენ-ჰადადს,+ მთელი მათი სიცოცხლე.  გული მოულბო+ იეჰოახაზმა იეჰოვას და იეჰოვამაც მოუსმინა+ მას, რადგან დაინახა, როგორ ჩაგრავდა ისრაელს+ სირიის მეფე.+  მოუვლინა იეჰოვამ ისრაელს მხსნელი,+ დაიხსნა ისრაელი სირიის ხელიდან, და ისრაელები წინანდებურად თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ+  (ოღონდ არ მიუტოვებიათ იერობოამის სახლის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ მას მიჰყვებოდა იგი;+ სამარიაში წმინდა ბოძიც+ კი იდგა).  იეჰოახაზს ორმოცდაათი მხედრის, ათი ეტლისა და ათი ათასი ქვეითის+ მეტი არ დარჩენია, რადგან სირიის მეფემ გაანადგურა ისინი+ და კალოს მტვერს დაამსგავსა.+  იეჰოახაზის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.  ბოლოს განისვენა იეჰოახაზმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს იგი სამარიაში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი იეჰოაში+ გამეფდა. 10  იუდას მეფე იეჰოაშის მეფობის ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იეჰოახაზის ვაჟი იეჰოაში+ ისრაელზე და თექვსმეტ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 11  ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ მათ მისდევდა. 12  იეჰოაშის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის ძლევამოსილებასა და იუდას მეფე ამაციასთან ბრძოლაზე+ ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 13  ბოლოს განისვენა იეჰოაშმა თავისი მამა-პაპის გვერდით და ტახტზე იერობოამი*+ ავიდა. დამარხეს იეჰოაში სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით.+ 14  სასიკვდილო სენი შეეყარა ელისეს+ და სიკვდილის პირას იყო.+ მივიდა იეჰოაში, ისრაელის მეფე, და დასტიროდა: „მამა,+ მამა, ისრაელის საომარი ეტლი და მისი მხედრები!“+ 15  ელისემ უთხრა: „აიღე მშვილდი და ისრები“. მანაც აიღო მშვილდი და ისრები. 16  უთხრა მან ისრაელის მეფეს: „ხელი დაადე მშვილდს“. მანაც დაადო ხელი, ელისემ კი ზემოდან დაადო ხელები მეფის ხელებს.+ 17  უთხრა: „გააღე აღმოსავლეთის სარკმელი!“ მანაც გააღო. შემდეგ ელისემ უთხრა: „ისროლე!“ მანაც ისროლა. მერე კი შესძახა: „იეჰოვას ხსნის ისარი, ხსნის ისარი+ სირიის წინააღმდეგ! საბოლოოდ სძლევ სირიას აფეკთან“.+ 18  უთხრა მან: „აიღე ისრები!“ მანაც აიღო. მერე უთხრა ისრაელის მეფეს: „მიწას დაჰკარი!“ მანაც სამჯერ დაჰკრა და გაჩერდა.+ 19  განურისხდა მას ჭეშმარიტი ღვთის კაცი:+ „ხუთჯერ ან ექვსჯერ უნდა დაგეკრა! მაშინ საბოლოოდ სძლევდი სირიას, ახლა კი მხოლოდ სამჯერ სძლევ“.+ 20  მოკვდა ელისე და დამარხეს იგი.+ იმ მიწაზე წლის დასაწყისში მოაბელები+ დათარეშობდნენ+ ხოლმე. 21  ერთხელ ერთ კაცს მარხავდნენ; როცა მოთარეშეები დაინახეს, ელისეს სამარხში ჩააგდეს მკვდარი და გაიქცნენ. როგორც კი ელისეს ძვლებს შეეხო, მკვდარი მაშინვე გაცოცხლდა+ და ფეხზე წამოდგა.+ 22  ჩაგრავდა+ სირიის მეფე ხაზაელი+ ისრაელს იეჰოახაზის დროს, 23  მაგრამ იეჰოვამ წყალობა გამოავლინა+ და შეიწყალა+ ისინი, მოხედა მათ აბრაამთან,+ ისაკთან+ და იაკობთან+ დადებული შეთანხმების+ გამო; არ უნდოდა მათი განადგურება+ და ამიტომ არ მოუშორებია ისინი დღემდე. 24  ბოლოს მოკვდა სირიის მეფე ხაზაელი და მის შემდეგ მისი ვაჟი ბენ-ჰადადი გამეფდა. 25  უკან დაიბრუნა იეჰოახაზის ვაჟმა იეჰოაშმა ბენ-ჰადადისგან, ხაზაელის ვაჟისგან, ის ქალაქები, რომლებიც მან მის მამას, იეჰოახაზს წაართვა ბრძოლით. სამჯერ სძლია მას იეჰოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.+

სქოლიოები

ანუ იერობოამ II.