არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 11:1—21

11  დაინახა ათალიამ,+ ახაზიას+ დედამ, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ამიტომ ადგა და გაანადგურა სამეფო შთამომავლობა.+  მაგრამ მეფე იეჰორამის ასულმა იეჰოშებამ,+ ახაზიას დამ, აიყვანა იეჰოაში,+ ახაზიას ვაჟი, გამოარიდა დასახოცად განწირულ უფლისწულებს და ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალა.+ უმალავდნენ მას ათალიას და ამიტომ ვერ მოკლეს იგი.  ექვს წელიწადს მალავდნენ მას იეჰოვას სახლში, ვიდრე ათალია მეფობდა იმ მიწაზე.+  მეშვიდე წელს გაგზავნა იეჰოიადამ+ ხალხი, მიიყვანა კარიელი+ მცველების ასისთავები და მალემსრბოლთა+ მეთაურები იეჰოვას სახლში, დაუდო შეთანხმება,+ დააფიცა+ იეჰოვას სახლში და მერე აჩვენა მათ უფლისწული.  უბრძანა: „აი რას გააკეთებთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს მოვა მეფის სასახლის დასაცავად,+  მეორე მესამედი საძირკვლის კარიბჭესთან+ იდგება და ერთი მესამედიც მალემსრბოლთა უკან, კარიბჭესთან. მონაცვლეობით დაიცავთ სასახლეს.+  ორი ჯგუფიც თქვენ შორის იქნება, ყველა გამოვა შაბათს და დაიცავს იეჰოვას სახლს მეფის გულისთვის.  გარს შემოერტყით მეფეს, თითოეული თქვენ-თქვენი იარაღით ხელში; ვინც კი რიგში შემოვა, უნდა მოკვდეს. მეფესთან იყავით მისი გამოსვლისას და მისი შესვლისას“.  ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა,+ როგორც მღვდელ იეჰოიადას ჰქონდა ნაბრძანები. წაიყვანა თითოეულმა თავისი ხალხი, შაბათს+ შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, და შევიდნენ მღვდელ იეჰოიადასთან. 10  დაურიგა მღვდელმა ასისთავებს მეფე დავითის შუბები და მრგვალი ფარები, რომლებიც იეჰოვას სახლში იყო.+ 11  იდგნენ მალემსრბოლები,+ თითოეული თავ-თავისი იარაღით ხელში სახლის მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარემდე, სამსხვერპლოსთან+ და სახლთან, მეფის გარშემო. 12  შემდეგ გამოიყვანა უფლისწული,+ დაადგა მას გვირგვინი,+ დაადო მოწმობა,+ გაამეფეს+ და სცხეს.+ ტაში შემოჰკრეს+ და შესძახეს: „იცოცხლოს მეფემ!“+ 13  როცა შემოესმა ათალიას, როგორ მირბოდა ხალხი, მაშინვე იეჰოვას სახლში შეკრებილ ხალხთან მივიდა.+ 14  დაინახა ჩვეულებისამებრ შესასვლელში სვეტთან+ მდგომი მეფე და მეფესთან ერთად მთავრები და მესაყვირეები;+ ხარობდა იმ ქვეყნის ხალხი+ და საყვირებს აყვირებდა. ტანსაცმელი შემოიხია ათალიამ+ და დაიყვირა: „შეთქმულებაა, შეთქმულება!“+ 15  უბრძანა იეჰოიადა მღვდელმა ჯარის ასისთავებს+ და უთხრა მათ: „მოაშორეთ ის რიგებს; ვინც მას გაჰყვება, მახვილით მოკვდება!“+ რადგან მღვდელს ნათქვამი ჰქონდა, იეჰოვას სახლში არ მოკლათო ის. 16  ხელი სტაცეს მას, მეფის სასახლის+ ცხენის კარიბჭესთან+ მიიყვანეს იგი და იქ მოკლეს.+ 17  მაშინ შეთანხმება+ დადო იეჰოიადამ იეჰოვას,+ მეფესა+ და ხალხს შორის, რომ ისინი იეჰოვას ხალხი იქნებოდნენ, ასევე — მეფესა და ხალხს შორის.+ 18  მთელი ხალხი მივიდა ბაალის სახლში და დაანგრიეს მისი სამსხვერპლოები;+ დალეწეს მისი ქანდაკებები,+ ბაალის ქურუმი მათანი+ კი სამსხვერპლოების წინ მოკლეს.+ დაუყენა მღვდელმა ზედამხედველები იეჰოვას სახლს.+ 19  წამოიყვანა მან ასისთავები, კარიელი+ მცველები, მალემსრბოლები+ და მთელი ხალხი იმ მიწიდან, რომ იეჰოვას სახლიდან გამოეყვანათ მეფე. მალემსრბოლთა კარიბჭის+ გავლით მივიდნენ ისინი მეფის სასახლეში და დაჯდა ის სამეფო ტახტზე.+ 20  ხარობდა იმ მიწის ხალხი+ და მშვიდობა იყო ქალაქში; ათალია კი მახვილით მოკლეს მეფის სასახლეში.+ 21  შვიდი წლისა გამეფდა+ იეჰოაში.+

სქოლიოები