წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 10:1—36

10  ახაბს სამოცდაათი+ ვაჟი ჰყავდა სამარიაში.+ დაწერა იეჰუმ წერილები და სამარიაში იზრეელის მთავრებს,+ უხუცესებსა+ და ახაბის მომვლელებს დაუგზავნა და შეუთვალა:  „ახლა, ამ წერილის მიღებისას, თქვენთან არიან თქვენი ბატონიშვილები, საომარი ეტლებიც გყავთ და ცხენებიც,+ გამაგრებული ქალაქებიც გაქვთ და იარაღიც;  დაუკვირდით, თქვენი ბატონიშვილებიდან რომელია საუკეთესო და ყველაზე მართალი; ის დასვით მამამისის ტახტზე+ და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის“.  მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „მას ორი მეფე+ ვერ დაუდგა წინ და ჩვენ როგორ დავუდგებით?!“+  სასახლის ზედამხედველმა, ქალაქის ზედამხედველმა, უხუცესებმა და მომვლელებმა+ იეჰუს შეუთვალეს: „ჩვენ შენი მსახურები ვართ და რასაც გვეტყვი, იმას გავაკეთებთ. ჩვენ არავის გავამეფებთ. როგორც გენებოს, ისე მოიქეცი“.  პასუხად მეორე წერილიც მისწერა და შეუთვალა: „თუ ჩემები ხართ+ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, ხვალ ამ დროს თქვენი ბატონის ვაჟების+ თავები იზრეელში+ მომიტანეთ“. მეფის სამოცდაათ ვაჟს ქალაქის დიდებულები ზრდიდნენ.  წერილი რომ მიუვიდათ, წაიყვანეს მეფის სამოცდაათივე ვაჟი,+ დახოცეს, მათი თავები კალათებში ჩააწყვეს და იზრეელში გაუგზავნეს მას.  მივიდა მაცნე+ და მოახსენა: „უფლისწულთა თავები+ მოიტანეს“. მან მიუგო: „კარიბჭის შესასვლელთან დაყარეთ ორ გროვად და დილამდე+ ასე იყოს“.  დილით გავიდა იგი გარეთ. დადგა და მთელ ხალხს მიმართა: „თქვენ მართალი ხალხი ხართ.+ მე შეთქმულება+ მოვუწყვე ჩემს ბატონს და მოვკალი,+ მაგრამ ესენი ვინღა დახოცა? 10  იეჰოვას არც ერთი სიტყვა არ დარჩება შეუსრულებელი+ ახაბის სახლზე;+ იეჰოვამ ის გააკეთა, რაც თავისი მსახურის, ელიას+ პირით თქვა“. 11  დახოცა იეჰუმ ყველა, ვინც იზრეელში ახაბის სახლიდან გადარჩა, ყველა დიდებული,+ მისი ახლობლები და ქურუმები;+ მისიანი არავინ დაუტოვებია.+ 12  ადგა იგი და სამარიის გზას დაადგა. გზად მწყემსებს ბინა ედგათ. 13  შემოხვდნენ იეჰუს იუდას მეფე ახაზიას+ ძმები.+ მან ჰკითხა: „ვინა ხართ?“ მათ მიუგეს: „ახაზიას ძმები ვართ, მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორ არიან მეფისა და ქალბატონის შვილები“. 14  მან მაშინვე ბრძანა: „ცოცხლად შეიპყარით!“+ მათაც შეიპყრეს ისინი და მწყემსების ბინის ჭასთან დახოცეს, ორმოცდაორი კაცი; ერთიც არ დაუტოვებია ცოცხალი.+ 15  გზაში რექაბის+ ვაჟი იეჰონადაბი+ შეხვდა, რომელიც მასთან შესახვედრად მიდიოდა. აკურთხა+ იგი და ჰკითხა: „შენი გულიც ისევე წრფელია ჩემდამი, როგორც ჩემი გული — შენდამი?“+ ამაზე იეჰონადაბმა მიუგო: „წრფელია“. „თუ ასეა, ხელი მომეცი“. მანაც გაუწოდა ხელი და აიყვანა იგი თავის ეტლზე.+ 16  შემდეგ უთხრა: „წამომყევი და ნახე, რომ არ შევიწყნარებ+ იეჰოვასადმი მეტოქეობას“. წაიყვანეს იგი მისი საომარი ეტლით. 17  მივიდა იგი სამარიაში და ხოცავდა ყველას, ვინც კი დარჩა ახაბს სამარიაში, სანამ არ გაწყვიტა ისინი,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიასთვის.+ 18  შეკრიბა იეჰუმ ხალხი და უთხრა: „ახაბი ნაკლებად სცემდა თაყვანს ბაალს,+ იეჰუ კი უფრო მეტს გააკეთებს მის თაყვანისმცემლობაში. 19  მოუხმეთ ბაალის ყველა წინასწარმეტყველს,+ ყველა მის თაყვანისმცემელსა+ და ქურუმს.+ არავინ გამოგრჩეთ, რადგან დიდებული შესაწირავი მაქვს ბაალისთვის. ვინც არ მოვა, ცოცხალი ვერ გადარჩება“. ცბიერებით+ მოქმედებდა იეჰუ ბაალის თაყვანისმცემლების გასაწყვეტად. 20  იეჰუმ თქვა: „განუწმინდეთ ბაალს საზეიმო კრებული“. და გამოაცხადეს კიდეც. 21  მთელ ისრაელში დაგზავნა იეჰუმ ხალხი+ და მოვიდა ბაალის ყველა თაყვანისმცემელი; ყველა მივიდა. შედიოდნენ ბაალის+ სახლში; გადაივსო ბაალის სახლი. 22  უთხრა იეჰუმ მას, ვისაც ტანსაცმელი ებარა: „გამოუტანე ტანსაცმელი ბაალის თაყვანისმცემლებს“. მანაც გამოუტანა. 23  შევიდა იეჰუ რექაბის ვაჟთან, იეჰონადაბთან+ ერთად ბაალის სახლში და ბაალის თაყვანისმცემლებს მიმართა: „მიათვალიერ-მოათვალიერეთ, რომ იეჰოვას არც ერთი თაყვანისმცემელი არ იყოს თქვენ შორის ბაალის თაყვანისმცემლების გარდა“.+ 24  ბოლოს შევიდნენ მსხვერპლისა და დასაწვავი შესაწირავის აღსავლენად, გარეთ კი ოთხმოცი კაცი დააყენა იეჰუმ და უთხრა: „თუკი ვინმე გაგექცევათ იმ ხალხიდან, რომელთაც გაბარებთ, მათ სულს თქვენი სული მიჰყვება“.+ 25  როგორც კი დაამთავრა დასაწვავი შესაწირავის აღვლენა, იეჰუმ უთხრა მალემსრბოლებსა და მხლებლებს: „შემოდით და დახოცეთ! არავინ გაუშვათ!“+ მახვილით ხოცავდნენ მათ მალემსრბოლები და მხლებლები+ და გარეთ ყრიდნენ; ბაალის სახლის ქალაქშიც კი ჩავიდნენ. 26  გამოიტანეს ბაალის სახლიდან წმინდა სვეტები+ და დაწვეს.+ 27  დაანგრიეს ბაალის წმინდა სვეტი,+ ბაალის სახლი+ და დღემდე საპირფარეშოა იქ.+ 28  ასე მოსპო იეჰუმ ბაალი ისრაელში, 29  ოღონდ არ მიუტოვებია ნებატის ძის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი,+ და ოქროს ხბოები,+ რომლებიც ბეთელსა და დანში+ იყო. 30  იეჰოვამ იეჰუს უთხრა: „რადგან კარგად მოიქეცი ჩემს თვალში+ და ყველაფერი დამართე ახაბის სახლს,+ რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ვაჟები ისრაელის ტახტზე“.+ 31  არ ცდილობდა იეჰუ, მთელი გულით+ ევლო ისრაელის ღვთის, იეჰოვას კანონით. არ მიუტოვებია მას იერობოამის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 32  იმ დროს იეჰოვამ ისრაელის დანაწევრება დაიწყო. ხაზაელმა+ მთელ ისრაელს შეუტია 33  იორდანიდან მოყოლებული მზის ამოსავლის მხარეს, გალაადის მიწას,+ გადელებს,+ რეუბენელებს,+ მენაშელებს,+ აროერიდან+ მოყოლებული, რომელიც არნონის ხევთანაა, გალაადსაც და ბაშანსაც.+ 34  იეჰუს დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 35  განისვენა იეჰუმ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს იგი სამარიაში, მის შემდეგ კი მისი ვაჟი იეჰოახაზი+ გამეფდა. 36  იეჰუ ოცდარვა წელიწადს განაგებდა ისრაელს სამარიიდან.

სქოლიოები