არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 9:1—31

9  შეიტყო საბას დედოფალმა+ სოლომონის ამბავი და მივიდა იერუსალიმში, რომ ის რთული კითხვებით+ გამოეცადა. მას დიდი ამალა ახლდა და თან ბალზამით,+ დიდძალი ოქროთი+ და ძვირფასი ქვებით+ დატვირთული აქლემები+ მიჰყვებოდა. მივიდა სოლომონთან და ელაპარაკა მას ყველაფერზე, რაც კი გულში ჰქონდა.+  სოლომონმა ყველაფერი აუხსნა;+ არაფერი იყო სოლომონისთვის დაფარული და უპასუხოდ არაფერი დაუტოვებია.+  იხილა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე,+ მისი აშენებული სახლი,+  მისი სუფრა,+ სუფრასთან მსხდომი მსახურები, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი ჩაცმულობა,+ მის მერიქიფეთა საქმიანობა+ და ჩაცმულობა და დასაწვავი მსხვერპლი,+ რომელსაც ის მუდმივად სწირავდა იეჰოვას სახლში,+ და განცვიფრებული დარჩა.  უთხრა მან მეფეს: „მართალი ყოფილა ის სიტყვა, რაც შენზე და შენს სიბრძნეზე მქონდა გაგონილი ჩემს ქვეყანაში!+  არ მჯეროდა+ ამ სიტყვების, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე.+ აი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე!+ ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა.+  ბედნიერია+ შენი ხალხი და ბედნიერები არიან შენი მსახურები, რომლებიც მუდამ შენ წინაშე დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს!+  კურთხეული იყოს იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც მოგიწონა+ და მეფედ დაგსვა თავის ტახტზე+ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე;+ ჰყვარებია შენს ღმერთს+ ისრაელი და ამიტომაც დაუყენებიხარ მეფედ+ სამართლისა+ და სიმართლის+ აღსასრულებლად, რათა სამარადისოდ განმტკიცდეს ისრაელი!“  მიართვა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო,+ ბალზამი+ დიდი რაოდენობით და ძვირფასი ქვები;+ არასდროს ყოფილა იქ იმდენი ბალზამი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა მეფე სოლომონს.+ 10  ხირამისა+ და სოლომონის მსახურებს, რომლებსაც ოფირიდან ოქრო+ ჩამოჰქონდათ, სანდალოზის ხის+ მორებიცა და ძვირფასი ქვებიც+ მოჰქონდათ. 11  სანდალოზის ხის მორებისგან მეფემ კიბე+ გააკეთა იეჰოვას სახლისა და მეფის სასახლისთვის+ და მომღერლებისთვის+ — ქნარები+ და სხვა სიმებიანი საკრავები;+ მსგავსი არაფერი ენახათ იუდას მიწაზე. 12  მეფე სოლომონმა ყველაფერი მისცა საბას დედოფალს,+ რაც კი მან ისურვა და ითხოვა, იმაზე მეტი, რაც მან თავად მიართვა მეფეს. გაბრუნდა ის და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად.+ 13  ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს+ 14  იმ ოქრო-ვერცხლის გარდა, რომელიც მოგზაურებსა და ვაჭრებს,+ არაბთა მეფეებსა+ და ქვეყნის გამგებლებს შემოჰქონდათ სოლომონისთვის. 15  ოქროს შენადნობისგან+ მეფე სოლომონმა ორასი დიდი ფარი გააკეთა (თითოეული ფარი ექვსასი შეკელი ოქროთი მოავარაყა)+ 16  და ოქროსავე შენადნობისგან გააკეთა სამასი პატარა ფარი (თითოეული ფარი სამი მინა ოქროთი მოავარაყა).+ მეფემ ისინი ლიბანის ტყის სახლში+ დააწყო. 17  მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი გააკეთა და სუფთა ოქროთი+ მოავარაყა. 18  ტახტთან მისასვლელს ექვსი საფეხური ჰქონდა. ტახტს ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა მიდგმული; ტახტს ორივე მხარეს ჰქონდა საიდაყვეები,+ აქეთ-იქით კი თითო-თითო ლომი+ იდგა. 19  ექვსი საფეხურის ორივე მხარეს თორმეტი ლომი+ იდგა. მსგავსი რამ არც ერთ სხვა სამეფოში არ ყოფილა.+ 20  მეფე სოლომონის სასმისები+ ოქროსი+ იყო, ლიბანის ტყის სახლის ჭურჭელი+ კი — სუფთა ოქროსი. ვერცხლისა არაფერი იყო; სოლომონის დროს ვერცხლს ფასი არ ჰქონდა.+ 21  მეფის ხომალდებით დადიოდნენ თარშიშში+ ხირამის მსახურები.+ სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ოქრო-ვერცხლით,+ სპილოს ძვლით,+ მაიმუნებითა და ფარშევანგებით+ სავსე თარშიშული ხომალდები. 22  დედამიწის ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი სიმდიდრითა+ და სიბრძნით.+ 23  დედამიწის ყველა მეფე ესწრაფოდა+ სოლომონის სახის ხილვას მისი სიბრძნის მოსასმენად,+ რომელიც ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩაუდო გულში.+ 24  ყველას თავისი ძღვენი+ მიჰქონდა მასთან: ოქრო-ვერცხლის ნივთები,+ ტანსაცმელი,+ იარაღი, ბალზამი, ცხენები და ჯორები. ასე ხდებოდა ყოველწლიურად.+ 25  სოლომონს ოთხი ათასი საჯინიბო+ ჰქონდა, ჰყავდა ეტლები+ და თორმეტი ათასი ცხენი. მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში+ დააყენა მეფესთან ახლოს, იერუსალიმში. 26  ის მმართველობდა ყველა მეფეზე მდინარიდან* ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე.+ 27  მეფის წყალობით ვერცხლი ქვებივით მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით,+ შეფელაში+ რომ იზრდება.+ 28  სოლომონისთვის ცხენები+ ეგვიპტიდან+ და სხვა ქვეყნებიდან მოჰყავდათ. 29  სოლომონის დანარჩენი საქმეები,+ პირველიდან უკანასკნელამდე, ჩაწერილია წინასწარმეტყველ ნათანის+ სიტყვებში, შილოელი+ ახიას+ წინასწარმეტყველებაში და წინასწარმხილველ იდოს+ ხილვების კრებულში, იერობოამს,+ ნებატის ძეს+ რომ ეხება. 30  ორმოც წელიწადს განაგებდა სოლომონი ისრაელს იერუსალიმიდან. 31  განისვენა სოლომონმა თავისი მამა-პაპის გვერდით. დამარხეს ის მამამისის, დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი რობოამი+ გამეფდა.+

სქოლიოები

ანუ ევფრატიდან.