წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 7:1—22

7  როგორც კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა,+ ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან+ და შთანთქა დასაწვავი შესაწირავი+ და მსხვერპლი; იეჰოვას დიდებამ+ აავსო სახლი.  ვეღარ შევიდნენ მღვდლები იეჰოვას სახლში,+ რადგან იეჰოვას დიდებას აევსო იეჰოვას სახლი.  როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა, როგორ ჩამოვიდა ცეცხლი და როგორ დაივანა იეჰოვას დიდებამ სახლზე, მაშინვე პირქვე დაემხვნენ ქვაფენილზე,+ თაყვანი სცეს+ იეჰოვას და მადლობდნენ, კარგია იგი,+ მარადიულიაო მისი სიკეთე*!+  მსხვერპლს სწირავდნენ მეფე და მთელი ხალხი იეჰოვას წინაშე.+  ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი გაიღო მსხვერპლად მეფე სოლომონმა.+ ასე აღნიშნეს მეფემ და მთელმა ხალხმა ჭეშმარიტი ღვთის სახლის მიძღვნა.+  მღვდლები+ თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები+ კი დავით მეფის მიერ იეჰოვას სამადლობლად+ გაკეთებული საკრავებით+ ხელში უმღეროდნენ იეჰოვას, მარადიულიაო მისი სიკეთე. ასე აღავლენდა ხოლმე დავითი ქებას მათი ხელით. მღვდლები საყვირებს ახმიანებდნენ+ მათ წინ, ამ დროს ფეხზე იდგნენ ისრაელები.  განწმინდა სოლომონმა+ შუა ეზო იეჰოვას სახლის წინ და იქ შესწირა დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლის* ქონი, რადგან ვეღარ იტევდა სოლომონის გაკეთებული სპილენძის სამსხვერპლო+ დასაწვავ შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავსა+ და ქონს.+  შვიდ დღეს იდღესასწაულა+ სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა,+ დიდმა კრებულმა+ ხამათის+ შესასვლელიდან ეგვიპტის ხევამდე.+  მერვე დღეს კი საზეიმო შეკრება გამართეს,+ რადგან შვიდ დღეს გრძელდებოდა სამსხვერპლოს მიძღვნა და შვიდ დღეს დღესასწაულობდნენ. 10  მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს მან თავ-თავიანთ სახლებში გაუშვა ხალხი, გახარებული+ და გულმხიარული+ იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ გაუკეთა დავითს, სოლომონსა და ისრაელს, თავის ხალხს.+ 11  ამგვარად დაასრულა სოლომონმა იეჰოვას სახლი+ და მეფის სასახლე;+ ყველაფერი წარმატებით გააკეთა სოლომონმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა იეჰოვას სახლისა და თავისი სასახლისთვის. 12  ღამით იეჰოვა გამოეცხადა+ სოლომონს და უთხრა: «შევისმინე შენი ლოცვა+ და ეს ადგილი ამოვირჩიე+ მსხვერპლის შესაწირავ სახლად.+ 13  როცა ცას დავახშობ, რომ არ გაწვიმდეს,+ როცა კუტკალიას ვუბრძანებ, გადაჭამოს მიწა,+ და როცა ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს,+ 14  ჩემი სახელით+ წოდებული ჩემი ხალხი+ კი თავს დაიმდაბლებს,+ ილოცებს,+ ძებნას დაუწყებს ჩემს სახეს+ და მიატოვებს თავის ბოროტ გზას,+ მეც მოვუსმენ ზეციდან,+ ვაპატიებ ცოდვებს+ და განვკურნავ მის მიწას.+ 15  ამიერიდან თვალი ღია მექნება+ და ყური — მიპყრობილი+ ამ ადგილზე წარმოთქმული ლოცვისკენ. 16  ამიერიდან ვირჩევ+ და ვწმენდ ამ სახლს, რათა სამარადისოდ+ აქ იყოს დავანებული ჩემი სახელი,+ მუდამ აქ იქნება ჩემი თვალი და გული!+ 17  თუ შენც ისე ივლი ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი+ დადიოდა, ყველაფერს ჩემი ბრძანებისამებრ+ გააკეთებ და დაიცავ ჩემს წესებსა+ და სამართალს,+ 18  განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს+ მამაშენთან, დავითთან დადებული შეთანხმებისამებრ,+ რომ ვუთხარი, არ დაგელევა-მეთქი კაცი, რომელიც იმმართველებს ისრაელზე.+ 19  მაგრამ თუ განმიდგებით+ და მიატოვებთ ჩემს წესებსა+ და მცნებებს,+ რომლებიც მე დაგიწესეთ, წახვალთ და სხვა ღმერთებს დაუწყებთ მსახურებასა+ და თაყვანისცემას,+ 20  მეც ამოგძირკვავთ ჩემი მიწიდან, რომელიც მოგეცით,+ ამ სახლს კი, ჩემი სახელისთვის რომ განვწმინდე,+ მოვიშორებ თვალთაგან+ და ხალხთა სალაპარაკოს+ და დასაცინს გავხდი.+ 21  ყველა, ვინც ჩაუვლის ნანგრევების გროვად ქცეულ ამ სახლს,+ განცვიფრებული შეხედავს+ მას და იკითხავს, ასე რატომ მოექცაო იეჰოვა ამ მიწასა და სახლს?+ 22  მიუგებენ: „რადგან მიატოვეს იეჰოვა,+ თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანა ისინი,+ სხვა ღმერთებს ჩაეჭიდნენ,+ მათ სცემდნენ თაყვანს და ემსახურებოდნენ.+ ამიტომ დაატეხა მან ამდენი უბედურება“».+

სქოლიოები

იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
ან საზიარო მსხვერპლის.