წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 33:1—25

33  თორმეტი წლისა გამეფდა მენაშე+ და ორმოცდათხუთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+  ის ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ იმ ხალხების სისაძაგლისამებრ,+ რომლებიც იეჰოვამ განდევნა ისრაელის ძეთაგან.+  მან აღადგინა მაღლობები,+ რომლებიც მამამისმა, ხიზკიამ მოსპო,+ სამსხვერპლოები+ აუგო ბაალებს+ და გააკეთა წმინდა ბოძები;+ ის დამხობილი თაყვანს სცემდა+ ცის ლაშქარს+ და ემსახურებოდა მას.+  მან სამსხვერპლოები ააგო+ იეჰოვას სახლში, რომელზეც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, სამარადისოდ დავავანებო ჩემს სახელს იერუსალიმში.+  მან ცის ლაშქარს აუგო სამსხვერპლოები+ იეჰოვას სახლის+ ორივე ეზოში.+  ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟები+ ჰინომის ძის ველზე,+ ჯადოქრობდა,+ მკითხაობდა,+ ჯადოსნობდა,+ გაიჩინა სულების გამომძახებლები+ და მარჩიელები.+ დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი.+  მან თავისი გაკეთებული ქანდაკება+ დადგა ჭეშმარიტი ღვთის სახლში,+ რომელზეც ღმერთს ნათქვამი ჰქონდა დავითისთვის და მისი ვაჟი სოლომონისთვის: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ისრაელის ყველა ტომიდან ამოვირჩიე,+ სამარადისოდ+ დავავანებ ჩემს სახელს.+  აღარ ავყრი ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც მივეცი+ მათ მამა-პაპას,+ თუკი გულდასმით დაიცავენ ყველაფერს, რაც ვუბრძანე+ მათ მოსეს ხელით+ გადაცემული კანონით,+ წესებითა+ და სამართლით“.+  აცდუნებდა მენაშე+ იუდას+ და იერუსალიმის მკვიდრებს, რათა იმ ერებზე უარესად მოქცეულიყვნენ,+ რომლებიც მოსპო იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან.+ 10  ელაპარაკებოდა იეჰოვა მენაშესა და მის ხალხს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ ისინი.+ 11  ბოლოს იეჰოვამ მათ წინააღმდეგ+ ასურეთის მეფის ჯარის მეთაურები გამოიყვანა.+ შეიპყრეს მათ მენაშე მღვიმეში,+ სპილენძის ორმაგი ბორკილები დაადეს+ და ბაბილონში წაიყვანეს. 12  და როცა გაუჭირდა,+ გული მოულბო იეჰოვას, თავის ღმერთს,+ და დიდად დაიმდაბლა თავი+ თავისი მამა-პაპის ღვთის წინაშე. 13  ლოცვით მიმართავდა მას და მანაც შეისმინა მისი ვედრება,+ წყალობის თხოვნა და დაუბრუნა მას მეფობა იერუსალიმში;+ მიხვდა მენაშე, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი.+ 14  ამის შემდეგ მან გარეთა გალავანი აუშენა+ დავითის ქალაქს+ გიხონის დასავლეთით,+ ხევში, თევზის კარიბჭემდე,+ გარს შემოავლო ოფელს+ და დიდად აამაღლა. მან ჯარის მეთაურები დააყენა იუდას გამაგრებულ ქალაქებში.+ 15  მოაშორა იეჰოვას სახლიდან უცხო ღმერთები+ და კერპი,+ აგრეთვე სამსხვერპლოები,+ რომლებიც იეჰოვას სახლის მთაზე და იერუსალიმში ჰქონდა აგებული, და ქალაქის გარეთ გადაყარა. 16  შეაკეთა იეჰოვას სამსხვერპლო,+ დაიწყო მასზე მშვიდობის მსხვერპლისა*+ და სამადლობელი მსხვერპლის+ შეწირვა და უბრძანა იუდას, რომ ემსახურათ იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის.+ 17  ხალხი კი მაინც მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს,+ ოღონდ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს. 18  მენაშეს დანარჩენი საქმეები, მისი ლოცვა+ თავისი ღვთის მიმართ და იმ წინასწარმხილველთა სიტყვები,+ რომლებიც იეჰოვას, ისრაელის ღვთის სახელით ელაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა საქმეებშია ჩაწერილი.+ 19  მისი ლოცვა+ და ის, თუ როგორ იქნა შესმენილი ეს ვედრება,+ მისი ცოდვები+ და მისი ორგულობა,+ და ის ადგილები, სადაც მოაწყო მაღლობები,+ დადგა წმინდა ბოძები+ და ქანდაკებები,+ ვიდრე თავს დაიმდაბლებდა,+ მის წინასწარმხილველთა სიტყვებშია ჩაწერილი. 20  ბოლოს განისვენა მენაშემ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს+ ის თავის სასახლესთან. მის შემდეგ მისი ვაჟი ამონი+ გამეფდა. 21  ოცდაორი წლისა გამეფდა ამონი+ და ორ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 22  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში+ მამამისის, მენაშეს მსგავსად;+ მსხვერპლს სწირავდა+ და მამამისის, მენაშეს+ მიერ გაკეთებულ ქანდაკებებს+ ემსახურებოდა.+ 23  ამონს არ დაუმდაბლებია თავი+ იეჰოვას წინაშე, როგორც მამამისმა, მენაშემ დაიმდაბლა,+ არამედ დანაშაული გაამრავლა.+ 24  ბოლოს მის წინააღმდეგ შეითქვნენ+ მისი მსახურები და თავისივე სასახლეში მოკლეს იგი.+ 25  იმ მიწის ხალხმა+ კი დახოცა+ მეფე ამონის+ წინააღმდეგ შეთქმულები+ და მის ნაცვლად მისი ვაჟი იოშია+ გაამეფა.

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლის.