არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 31:1—21

31  ყოველივე ეს რომ დაამთავრეს, იქ მყოფმა ისრაელებმა+ დაიარეს იუდას ქალაქები+ და დაამტვრიეს წმინდა სვეტები,+ აჩეხეს წმინდა ბოძები,+ მოსპეს მაღლობები+ და სამსხვერპლოები+ მთელ იუდაში,+ ბენიამინში, ეფრემსა+ და მენაშეში,+ ვიდრე ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე. დაბრუნდნენ ამის შემდეგ ისრაელის ძეები თავიანთ ქალაქებში და თავიანთ სამკვიდროებში.  ხიზკიამ ჯგუფებად+ დააყენა მღვდლები და ლევიანები+ თავ-თავიანთი მსახურების შესასრულებლად,+ რათა შეეწირათ დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლი*,+ ემსახურათ,+ სამადლობელი და ქება-დიდება+ აღევლინათ იეჰოვას ბანაკების კარიბჭეებში.  მეფემ თავისი ქონებიდან+ წილი გაიღო დასაწვავი შესაწირავისთვის,+ დილა-საღამოს+ დასაწვავი შესაწირავისთვის, ასევე შაბათების,+ ახალმთვარობებისა+ და სადღესასწაულო+ დასაწვავი შესაწირავისთვის, როგორც იეჰოვას კანონში იყო ჩაწერილი.+  მან უბრძანა ხალხს, იერუსალიმის მკვიდრთ, რომ გაეღოთ მღვდლებისა+ და ლევიანებისთვის+ განკუთვნილი წილი, რათა მათ მტკიცედ დაეცვათ+ იეჰოვას კანონი.+  როგორც კი გავრცელდა ეს სიტყვა, ისრაელის ძეებმა+ უხვად მოიტანეს+ პირველმოწეული მარცვლეული,+ ახალი ღვინო,+ ზეთი,+ თაფლი,+ მიწის ყოველგვარი ნაყოფი+ და ყველაფრის მეათედი.  იუდას ქალაქებში მცხოვრებმა ისრაელისა და იუდას ძეებმა+ მოიტანეს მეათედი ცხვარ-ძროხიდან და მეათედი+ იეჰოვასთვის, თავიანთი ღვთისთვის განწმენდილი წმინდა ძღვნიდან; მოიტანეს და დაახვავეს.  მესამე+ თვეს დაიწყეს დახვავება და მეშვიდე+ თვეს დაასრულეს.  მოვიდნენ ხიზკია და მთავრები,+ ნახეს დახვავებული გროვები და აკურთხეს+ იეჰოვა და მისი ხალხი — ისრაელი.+  ჰკითხა ხიზკიამ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების შესახებ.+ 10  მაშინ უფროსმა მღვდელმა აზარიამ,+ რომელიც ცადოკის+ საგვარეულოდან იყო, უთხრა მას: „მას შემდეგ, რაც იეჰოვას სახლში შესაწირავის+ მიტანა დაიწყეს, ხალხი ძღომამდე ჭამს+ და უხვადაც+ რჩება, რადგან იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი;+ ბევრია მონარჩენი“. 11  ბრძანა ხიზკიამ, რომ სასადილო ოთახები+ მოემზადებინათ იეჰოვას სახლში, და მოამზადეს კიდეც. 12  ერთგულად+ მოჰქონდათ შესაწირავი,+ მეათედი+ და წმინდა ძღვენი. ამ საქმეს ლევიანი ქონანია უძღვებოდა, მისი ძმა შიმეი კი მეორე კაცი იყო. 13  იეხიელი, აზაზია, ნახათი, ასაჰელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქია, მახათი და ბენაია მეფე ხიზკიას ბრძანებისამებრ ქონანიასა და მისი ძმის, შიმეის გვერდით ზედამხედველობდნენ, აზარია+ კი ჭეშმარიტი ღვთის სახლს წინამძღოლობდა. 14  ლევიანი კორე, იმნაჰის ვაჟი, აღმოსავლეთი+ კარიბჭის მცველი+ იყო და მას ებარა ჭეშმარიტი ღვთისთვის გაღებული ნებაყოფლობითი+ შესაწირავი. მას უნდა გაეცა იეჰოვასთვის გაღებული შესაწირავი+ და უწმინდესი ძღვენი.+ 15  მას ექვემდებარებოდნენ ნდობით აღჭურვილი+ ედემი, მინიამინი, იეშუა, შემაია, ამარია და შექანია, რომლებიც მღვდელთა ქალაქებში+ თავიანთ ძმებს, დიდსა თუ პატარას,+ მათი ჯგუფების+ მიხედვით უნაწილებდნენ შესაწირავს. 16  ასევე უნაწილებდნენ ყველა მამაკაცს, რომელიც შესული იყო საგვარეულო ნუსხაში,+ სამი წლიდან მოყოლებული,+ უნაწილებდნენ ყველას, ვინც ყოველდღიური წესისამებრ შედიოდა იეჰოვას სახლში თავისი ჯგუფის მიხედვით დაკისრებული მსახურების შესასრულებლად. 17  ეს არის მღვდლების აღრიცხვა საგვარეულოების მიხედვით+ და ლევიანების+ აღრიცხვა, ოცი+ წლიდან მოყოლებული, მათი ჯგუფების+ მოვალეობებისამებრ, 18  ასევე მათი ბავშვების, ცოლების, ვაჟებისა და ასულების, მთელი კრებულის აღრიცხვა; ისინი ნდობით იყვნენ აღჭურვილნი+ და განიწმინდნენ+ თავიანთი წმინდა მსახურებისთვის. 19  ასევე აღირიცხნენ თავიანთი ქალაქების გარშემო*+ მცხოვრები აარონის ძეები,+ მღვდლები; ყველა ქალაქში იყვნენ კაცები, რომლებსაც სახელებით მოუხმეს, რათა წილი მიეცათ ყოველი მღვდლისთვის და საგვარეულო ნუსხაში შესული ლევიანებისთვის. 20  ეს გააკეთა ხიზკიამ მთელ იუდაში. ამის მერეც კარგად,+ სწორად+ და ერთგულად+ იქცეოდა თავისი ღვთის, იეჰოვას წინაშე. 21  ყველა საქმეს — რაც მან წამოიწყო ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურებისთვის,+ კანონისა+ და მცნების დასაცავად,+ რათა ეძია თავისი ღმერთი — მთელი გულით+ აკეთებდა და ხელიც ემართებოდა+.

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.
სიტყვასიტყვით — საძოვარ მინდვრებზე.