წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 30:1—27

30  შეუთვალა ხიზკიამ მთელ ისრაელსა+ და იუდას, წერილებიც მისწერა ეფრემსა+ და მენაშეს,+ რომ მოსულიყვნენ იეჰოვას სახლში,+ იერუსალიმში, და იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, პასექი+ აღენიშნათ.  მეფემ, მისმა მთავრებმა+ და იერუსალიმის მთელმა კრებულმა+ პასექის აღნიშვნა მეორე თვეში გადაწყვიტეს,+  რადგან იმ დროს ვერ შეძლეს მისი აღნიშვნა,+ ვინაიდან ცოტანი იყვნენ განწმენდილი მღვდლები+ და არც ხალხი იყო შეკრებილი იერუსალიმში.  ეს მოსაწონი იყო მეფისა და მთელი კრებულის თვალში,+  ამიტომ გადაწყვიტეს,+ გამოეცხადებინათ მთელ ისრაელში, ბეერ-შებადან+ დანამდე,+ რომ მოსულიყვნენ იერუსალიმში და იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, პასექი აღენიშნათ, რადგან აქამდე მათ არ აღუნიშნავთ ის, როგორც მრავალრიცხოვან კრებულს,+ დაწერილისამებრ.+  მეფის ბრძანებისამებრ მალემსრბოლებმა+ მთელი ისრაელი და იუდა მოიარეს მეფისა და მისი მთავრების+ ხელიდან მიღებული წერილებით და ამბობდნენ: „ისრაელის ძეებო, დაუბრუნდით+ იეჰოვას, აბრაამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთს,+ რომ ისიც დაგიბრუნდეთ+ თქვენ, ასურეთის მეფეთა+ ხელიდან გადარჩენილებს!  ნუ დაემსგავსებით თქვენს მამა-პაპასა+ და თქვენს ძმებს, რომლებმაც უორგულეს იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, რის გამოც მან ისეთებად აქცია ისინი, რომ გაოგნებულია+ ხალხი მათი შემხედვარე, და ამას თავადაც ხედავთ.  ნუ იქნებით ქედმოუხრელნი+ თქვენი მამა-პაპის მსგავსად! დაემორჩილეთ იეჰოვას+ და მოდით მის საწმინდარში,+ რომელიც მან სამარადისოდ განწმინდა,+ და ემსახურეთ+ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, რათა აგარიდოთ თავისი მრისხანება.+  როცა დაუბრუნდებით+ იეჰოვას, თქვენი ძმები და ვაჟები წყალობას+ პოვებენ თავიანთი დამატყვევებლების თვალში და ამ მიწაზე დაბრუნების ნებას მიიღებენ;+ რადგან მწყალობელი+ და გულმოწყალეა+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და პირს არ მოგარიდებთ, თუ დაუბრუნდებით მას“.+ 10  გადადიოდნენ მალემსრბოლები+ ქალაქიდან ქალაქში ეფრემისა+ და მენაშეს მიწაზე და ზებულონამდეც კი მივიდნენ, მაგრამ დასცინოდნენ მათ და მასხრად იგდებდნენ.+ 11  მხოლოდ ზოგიერთმა+ აშერელმა, მენაშელმა და ზებულონელმა დაიმდაბლა თავი+ და მოვიდა იერუსალიმში. 12  ჭეშმარიტი ღვთის ხელი იყო იუდაზე, რომ მიეცა მათთვის ერთი გული+ მეფისა და მთავრების ბრძანების შესასრულებლად,+ რათა ემსახურათ იეჰოვასთვის.+ 13  დიდძალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმში+ მეორე თვეს+ უფუარობის დღესასწაულის+ აღსანიშნავად. მრავალრიცხოვანი იყო კრებული. 14  ადგნენ და მოსპეს სამსხვერპლოები+ იერუსალიმში, მოსპეს სასაკმევლე სამსხვერპლოებიც+ და კედრონის ხევში+ გადაყარეს. 15  მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაკლეს საპასექო+ მსხვერპლი; შერცხვენილნი იყვნენ მღვდლები და ლევიანები, ამიტომ განიწმინდნენ+ და მიიტანეს დასაწვავი შესაწირავი იეჰოვას სახლში. 16  ისინი წესისამებრ თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ+ ჭეშმარიტი ღვთის კაცის, მოსეს კანონის მიხედვით, მღვდლები+ კი სამსხვერპლოზე ასხურებდნენ სისხლს, რომელსაც ლევიანები აწვდიდნენ. 17  კრებულში მრავალი არ იყო განწმენდილი, ამიტომ ლევიანებს+ ევალებოდათ საპასექო მსხვერპლის+ დაკვლა განუწმენდელთათვის, რათა განეწმინდათ ისინი იეჰოვასთვის. 18  ბევრი ეფრემიდან,+ მენაშედან,+ ისაქარიდან და ზებულონიდან+ არ განწმენდილა+ და დაწერილისამებრ+ არ უჭამია პასექი. ხიზკიამ ილოცა მათთვის:+ „კეთილმა+ იეჰოვამ მიუტევოს 19  ყველას, ვინც გული განაწყო+ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, თავისი მამა-პაპის ღვთის საძებნელად, თუმცა არ განწმენდილა წმინდა დღესასწაულისთვის!“+ 20  იეჰოვამაც მოუსმინა ხიზკიას და განკურნა ხალხი.+ 21  იერუსალიმში მყოფმა ისრაელის ძეებმა დიდი სიხარულით+ იზეიმეს უფუარობის დღესასწაული+ შვიდ დღეს. ლევიანები+ და მღვდლები+ ყოველდღე ქებას უძღვნიდნენ იეჰოვას ძლიერხმიანი საკრავებით, აქებდნენ ისინი იეჰოვას.+ 22  გულში ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკა ხიზკია+ ლევიანებს, რომლებიც გონივრულად იქცეოდნენ იეჰოვას წინაშე.+ შვიდ დღეს+ ჭამდნენ ისინი სადღესასწაულო საჭმელს, სწირავდნენ მშვიდობის მსხვერპლს*+ და აღიარებდნენ ცოდვებს+ იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღვთის წინაშე. 23  მთელმა კრებულმა გადაწყვიტა,+ რომ კიდევ შვიდ დღეს+ ედღესასწაულათ და მათაც სიხარულით იზეიმეს შვიდივე დღეს. 24  იუდას მეფე ხიზკიამ კრებულისთვის გაიღო+ ათასი ხარი და შვიდი ათასი ცხვარი, მთავრებმა+ კი — ათასი ხარი და ათი ათასი ცხვარი. მრავალი მღვდელი+ იწმინდებოდა. 25  ხარობდნენ+ იუდას+ მთელი კრებული, მღვდლები, ლევიანები,+ ისრაელიდან მოსული კრებული,+ ისრაელის მიწიდან მოსული+ და იუდაში მცხოვრები ხიზნები.+ 26  დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონის,+ დავითის ვაჟის დროიდან მსგავსი რამ არ ყოფილა იერუსალიმში.+ 27  წამოდგნენ ლევიანი მღვდლები და აკურთხეს+ ხალხი. შესმენილ იქნა მათი ხმა და მიაღწია მათმა ლოცვამ ზეცას, ღვთის წმინდა სამყოფელს.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლს.