წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 29:1—36

29  ოცდახუთი წლისა გამეფდა ხიზკია+ და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო აბია, ზაქარიას+ ასული.  სწორად იქცეოდა ხიზკია იეჰოვას თვალში+ თავისი წინაპრის, დავითის მსგავსად.+  თავისი მეფობის პირველი წლის პირველ თვეს გააღო მან იეჰოვას სახლის კარები და დაიწყო მათი შეკეთება.+  მოიყვანა მღვდლები და ლევიანები და შეკრიბა ისინი მოედანზე,+ აღმოსავლეთით.  უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! განიწმინდეთ+ და განწმინდეთ იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის სახლი და წმინდა ადგილიდან გამოიტანეთ ყველაფერი, რაც უწმინდურია.+  ორგულად+ იქცეოდნენ ჩვენი მამები და ბოროტებას სჩადიოდნენ იეჰოვას, ჩვენი ღვთის თვალში;+ მიატოვეს ის,+ პირი მოარიდეს იეჰოვას კარავს+ და ზურგი აქციეს მას.  დაკეტეს წინკარის კარები,+ ჩამქრალი ჰქონდათ ლამპრები,+ არ აკმევდნენ საკმეველს+ და არ სწირავდნენ ისრაელის ღმერთს დასაწვავ მსხვერპლს წმინდა ადგილზე.+  განრისხდა იეჰოვა+ იუდასა და იერუსალიმზე და ისეთებად აქცია ისინი, რომ ხალხი მათი შემხედვარე შიშისგან ცახცახებდა,+ გაოგნებული+ რჩებოდა და სტვენას+ იწყებდა, რაც საკუთარი თვალითაც დაინახეთ.  აი, მახვილით დაეცა ჩვენი მამა-პაპა;+ ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები კი დატყვებულნი იყვნენ ამის გამო.+ 10  ახლა გულით მწადია შეთანხმება+ დავუდო იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რათა აგვარიდოს თავისი მრისხანება. 11  ჩემო შვილებო, არ მოდუნდეთ,+ რადგან თქვენ ამოგარჩიათ იეჰოვამ, რომ მდგარიყავით მის წინაშე და გემსახურათ მისთვის,+ მისი მსახურები+ ყოფილიყავით და შესაწირავი აგებოლებინათ მისთვის!“+ 12  ადგნენ ლევიანები:+ მახათი, ამასაის ვაჟი, და იოელი, აზარიას ვაჟი, — კეჰათელთაგან;+ კიში, აბდის ვაჟი, და აზარია, იეჰალელელის ვაჟი, — მერარის ძეთაგან;+ იოახი, ზიმას ვაჟი, და ედემი, იოახის ვაჟი, — გერშონელთაგან;+ 13  შიმრი და იეუელი — ელიცაფანის ძეთაგან;+ ზაქარია და მათანია — ასაფის ძეთაგან;+ 14  იეხიელი და შიმეი — ჰემანის ძეთაგან;+ შემაია და უზიელი — იედუთუნის ძეთაგან.+ 15  შეკრიბეს მათ თავიანთი ძმები, განიწმინდნენ+ და, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები იეჰოვას სიტყვისამებრ,+ მივიდნენ იეჰოვას სახლის განსაწმენდად.+ 16  შევიდნენ მღვდლები იეჰოვას სახლში მის განსაწმენდად და იეჰოვას ტაძარში ნაპოვნი ყოველგვარი უწმინდურება იეჰოვას სახლის ეზოში+ გამოიტანეს. აიღეს ეს ყველაფერი ლევიანებმა, რომ გარეთ, კედრონის ხევში+ გაეტანათ. 17  პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს მათ განწმენდა და თვის მერვე დღეს იეჰოვას წინკარამდე+ მივიდნენ; რვა დღეში განწმინდეს მათ იეჰოვას სახლი და პირველი+ თვის მეთექვსმეტე დღეს დაასრულეს. 18  ამის შემდეგ ისინი მეფე ხიზკიასთან შევიდნენ და მოახსენეს: „მთლიანად განვწმინდეთ იეჰოვას სახლი, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ თავისი მოწყობილობითურთ+ და წარსადგენი პურის მაგიდა+ თავისი მოწყობილობითურთ.+ 19  ყველა ნივთი,+ რომელსაც აღარ იყენებდა ორგული+ მეფე ახაზი+ თავისი მეფობის დროს, გავამზადეთ და განვწმინდეთ.+ აი, იეჰოვას სამსხვერპლოს წინაა ისინი!“ 20  ადგა დილაადრიან+ მეფე ხიზკია,+ შეკრიბა ქალაქის მთავრები+ და იეჰოვას სახლში ავიდა. 21  მიიყვანეს მათ შვიდი ხარი,+ შვიდი ვერძი, შვიდი მამალი თოხლი და შვიდი ვაცი ცოდვის შესაწირავად+ სამეფოსთვის, საწმინდრისთვის და იუდასთვის. და უბრძანა მან აარონის ძეებს, მღვდლებს,+ რომ იეჰოვას სამსხვერპლოზე შეეწირათ ისინი. 22  მათაც დაკლეს+ ხარები, აიღეს მღვდლებმა მათი სისხლი+ და სამსხვერპლოს მოასხურეს;+ შემდეგ დაკლეს ვერძები+ და სისხლი სამსხვერპლოს მოასხურეს,+ დაკლეს მამალი თოხლები და სისხლი ისევ სამსხვერპლოს მოასხურეს. 23  მერე ცოდვის შესაწირავად განკუთვნილი ვაცები+ მიუყვანეს მეფესა და კრებულს და ხელები დაადეს მათ.+ 24  დაკლეს ისინი მღვდლებმა და მათი სისხლი ცოდვის შესაწირავად მიიტანეს სამსხვერპლოზე ისრაელისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად,+ რადგან ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, რომ დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი მთელი ისრაელისთვის+ უნდა შეწირულიყო.+ 25  მან იეჰოვას სახლში ლევიანები+ დააყენა წინწილებით,+ ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით+ დავითის,+ მეფის წინასწარმხილველ გადისა+ და წინასწარმეტყველ ნათანის+ ბრძანებისამებრ, რადგან იეჰოვას ხელი იყო მათზე და ათქმევინა ეს ბრძანება თავის წინასწარმეტყველებს.+ 26  ლევიანები დავითის საკრავებით+ იდგნენ, მღვდლები კი — საყვირებით.+ 27  ხიზკიამ ბრძანა, რომ დასაწვავი მსხვერპლი შეეწირათ სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყეს დასაწვავი შესაწირავის შეწირვა, წამოიწყეს იეჰოვას სადიდებელი საგალობელი+ და ჩაჰბერეს საყვირებს ისრაელის მეფის, დავითის საკრავების თანხლებით. 28  გალობისა+ და საყვირების ხმაზე მთელი კრებული ემხობოდა+ და ასე გრძელდებოდა დასაწვავი შესაწირავის შეწირვის დასრულებამდე. 29  მსხვერპლშეწირვის დასრულებისთანავე მეფე და მასთან მყოფნი პირქვე დაემხვნენ და თაყვანი სცეს ღმერთს.+ 30  მეფე ხიზკიამ და მთავრებმა+ ლევიანებს უბრძანეს, რომ ედიდებინათ იეჰოვა დავითისა+ და წინასწარმხილველი ასაფის+ სიტყვებით. მათაც სიხარულით დაიწყეს ხოტბის შესხმა,+ დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს ღმერთს.+ 31  ბოლოს ხიზკიამ თქვა: „ახლა თქვენ ხელი ძალაუფლებით გაქვთ ავსებული+ იეჰოვას მსახურებისთვის. მოდით და მოიტანეთ შესაწირავი+ და სამადლობელი+ მსხვერპლი იეჰოვას სახლში!“ მიჰქონდა კრებულს შესაწირავი და სამადლობელი მსხვერპლი, ვისაც გული უწევდა, მიჰქონდა დასაწვავი შესაწირავიც.+ 32  მთლიანობაში კრებულმა დასაწვავ შესაწირავად მიიყვანა სამოცდაათი ხარი, ასი ვერძი და ორასი მამალი თოხლი — ეს ყველაფერი დასაწვავ შესაწირავად მიუყვანეს იეჰოვას,+ 33  ხოლო წმინდა შესაწირავად ექვსასი ხარი და სამი ათასი ცხვარი მიიყვანეს. 34  ცოტანი იყვნენ მღვდლები+ და ვერ ახერხებდნენ ყველა დასაწვავი შესაწირავის გატყავებას.+ ამიტომ მათი ძმები,+ ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, სანამ საქმე არ დაასრულეს+ და მღვდლები არ განიწმინდნენ.+ ლევიანები უფრო კეთილსინდისიერად+ წმინდავდებოდნენ, ვიდრე მღვდლები. 35  ბევრი იყო დასაწვავი შესაწირავი,+ მშვიდობის მსხვერპლის* ქონი+ და დასაწვავი+ შესაწირავისთვის განკუთვნილი დასაღვრელი+ შესაწირავი. ასე შესრულდა მსახურება იეჰოვას სახლში.+ 36  გაიხარეს ხიზკიამ და მთელმა ხალხმა იმით, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა მოამზადა ხალხისთვის,+ რადგან სრულიად მოულოდნელად მოხდა ეს.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლის.