წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 27:1—9

27  ოცდახუთი წლისა გამეფდა იოთამი+ და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა,+ ცადოკის ასული.  სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ მამამისის, უზიას მსგავსად.+ მისგან განსხვავებით ის იეჰოვას ტაძარში არ შეჭრილა,+ ხალხი კი კვლავაც უკეთურად იქცეოდა.+  მან ააშენა იეჰოვას სახლის ზემო კარიბჭე+ და ოფელის+ გალავანზე დიდი მშენებლობა წამოიწყო.  იუდას მთიან+ მხარეში ქალაქები+ ააშენა, ტყიან ადგილებში+ კი ციხესიმაგრეები+ და კოშკები+ ააგო.  ებრძოდა ის ამონის ძეთა მეფეს,+ საბოლოოდ სძლია მათ, რის შემდეგაც იმ წელს ასი ვერცხლის ტალანტი, ათი ათასი ქორი+ ხორბალი+ და ამდენივე ქერი+ მისცეს მას ამონის ძეებმა. ამონის ძეებმა ამდენივე მისცეს მას მეორე და მესამე წელს.+  ძლიერდებოდა იოთამი, რადგან სწორი გზა აირჩია იეჰოვას, თავისი ღვთის წინაშე.+  იოთამის დანარჩენი საქმეები,+ მისი ომები და მისი საქმეები ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.  ოცდახუთი წლისა გამეფდა ის და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+  ბოლოს განისვენა იოთამმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზი+ გამეფდა.

სქოლიოები