წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 25:1—28

25  ოცდახუთი წლისა გამეფდა ამაცია+ და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იეჰოადანი.+  სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ თუმცა არა მთელი+ გულით.  როგორც კი განმტკიცდა სამეფო მის ხელში, დახოცა+ თავისი მსახურები,+ მამამისის, მეფის მკვლელები.+  მათი ვაჟები კი არ დაუხოცავს იეჰოვას ბრძანებისამებრ, როგორც კანონში, მოსეს წიგნში+ იყო ჩაწერილი: „მამები არ უნდა დაიხოცონ ვაჟების გამო,+ არც ვაჟები უნდა დაიხოცონ მამების გამო;+ თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მოკვდეს!“+  შეკრიბა ამაციამ იუდა და საგვარეულოების,+ ათასისთავებისა+ და ასისთავების+ მიხედვით დააყენა მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ისინი ოცი+ წლიდან მოყოლებული, და სამასი ათასი საომრად გამსვლელი, შუბითა+ და დიდი ფარით+ შეიარაღებული რჩეული კაცი აღმოჩნდა.  ისრაელიდან ას ტალანტ ვერცხლად დაიქირავა ასი ათასი მამაცი და ძლიერი კაცი.  მივიდა მასთან ჭეშმარიტი ღვთის კაცი+ და უთხრა: „მეფეო, თან ნუ წაიყვან ისრაელის ჯარს, რადგან არ არის იეჰოვა ისრაელთან,+ ეფრემის ძეებთან.  მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და გამბედაობა მოიკრიბე საომრად,+ თორემ დაგაბრკოლებს ჭეშმარიტი ღმერთი მტრის წინაშე, რადგან ღმერთს დახმარებაც+ შეუძლია და დაბრკოლებაც“.+  მაშინ ამაციამ+ ჰკითხა ჭეშმარიტი ღვთის კაცს: „მაშ, ას ტალანტ ვერცხლს რაღა ვუყო, ისრაელის ჯარს რომ მივეცი?“+ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა კი მიუგო: „იეჰოვას ამაზე ბევრად მეტის მოცემა შეუძლია“.+ 10  მაშინ ამაციამ გამოაცალკევა ეფრემიდან მოსული რაზმები, შინ რომ დაებრუნებინა. ისინი კი განრისხდნენ იუდაზე და რისხვით ანთებულნი დაბრუნდნენ უკან.+ 11  ამაციამ გამბედაობა მოიკრიბა, წაუძღვა თავის ხალხს, გავიდა მარილოვან ველზე+ და ათი ათასი კაცი+ დასცა სეირის+ ძეთაგან, 12  ათი ათასი კაცი კი ცოცხლად შეიპყრეს იუდას ძეებმა, კლდის წვერზე აიყვანეს და იქიდან გადმოყარეს; ყველანი ერთიანად დაიხოცნენ.+ 13  ხოლო იმ რაზმის მეომრები, რომელიც ამაციამ უკან გააბრუნა და საომრად+ არ გაიყოლა, თავს ესხმოდნენ იუდას ქალაქებს, სამარიიდან+ ბეთ-ხორონამდე.+ სამი ათასი კაცი დახოცეს მათ და დიდი ნადავლი წაიღეს. 14  დაბრუნდა ამაცია ედომელების განადგურების შემდეგ და თან წამოიღო სეირის ძეთა ღმერთები+ და ღმერთებად+ დაიყენა ისინი; დამხობილი თაყვანს სცემდა+ მათ და შესაწირავს უბოლებდა.+ 15  იეჰოვას რისხვა აღიგზნო ამაციაზე და გაუგზავნა მას წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: „რატომ ეძებ+ ხალხთა ღმერთებს,+ რომლებმაც თავიანთი ხალხი ვერ იხსნეს შენი ხელიდან?“+ 16  ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა ის მეფეს, როცა მეფემ უთხრა: „განა მეფის მრჩევლად დაგაყენეთ?!+ შეწყვიტე შენივე საკეთილდღეოდ!+ რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი?“ წინასწარმეტყველმაც შეწყვიტა, თუმცა თქვა: „დანამდვილებით ვიცი, რომ ღმერთს შენი დაღუპვა აქვს გადაწყვეტილი,+ რადგან ასე მოიქეცი+ და არ ისმინე ჩემი რჩევა“.+ 17  ითათბირა იუდას მეფე ამაციამ და შეუთვალა ისრაელის მეფე იეჰოაშს,+ იეჰუს ვაჟის იეჰოახაზის ვაჟს: „მოდი და შევებათ ერთმანეთს!“+ 18  მაშინ იეჰოაშმა, ისრაელის მეფემ, შემოუთვალა იუდას მეფე ამაციას:+ „ლიბანის ეკლიანმა სარეველამ ლიბანის+ კედარს შეუთვალა, ცოლად მიათხოვეო ჩემს ვაჟს შენი ასული,+ მაგრამ გაიარა ლიბანის მინდვრის მხეცმა+ და გათელა ეკლიანი სარეველა. 19  გულში+ ამბობ, ედომი+ დავამარცხეო. გადიდგულდი და განდიდებას+ ესწრაფვი. ახლა იყავი შენს სახლში!+ რატომ უნდა ჩაება უთანასწორო ბრძოლაში+ და შენც დაეცე და შენთან ერთად იუდაც?!“+ 20  არ ისმინა ამაციამ, რადგან ჭეშმარიტი ღვთისგან იყო ეს,+ რათა მის ხელში ჩაეგდო ისინი ედომის+ ღმერთების ძიების გამო. 21  გამოვიდა ისრაელის მეფე იეჰოაში+ და იუდას ბეთ-შემეშში+ შეებნენ ერთმანეთს+ ის და იუდას მეფე ამაცია. 22  დამარცხდა იუდა ისრაელთან+ და ყველა თავისი კარვისკენ+ გაიქცა. 23  ისრაელის მეფე იეჰოაშმა ბეთ-შემეშში შეიპყრო+ იუდას მეფე ამაცია, იეჰოახაზის ვაჟის იეჰოაშის ვაჟი, და იერუსალიმში+ მიიყვანა; ოთხას წყრთაზე დაანგრია იერუსალიმის გალავანი ეფრემის კარიბჭიდან+ კუთხის კარიბჭემდე.+ 24  წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ყველა ნივთი, რაც ობედ-ედომთან+ ჭეშმარიტი ღვთის სახლში+ იპოვებოდა, და მეფის სასახლის საგანძურიც, წაიყვანა მძევლები და სამარიაში დაბრუნდა.+ 25  იუდას მეფე ამაციამ,+ იეჰოაშის ვაჟმა, ისრაელის მეფე იეჰოაშის, იეჰოახაზის+ ვაჟის, სიკვდილის შემდეგ თხუთმეტ წელიწადს იცოცხლა.+ 26  ამაციას დანარჩენი საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე,+ იუდასა და ისრაელის მეფეთა+ მატიანეშია+ ჩაწერილი. 27  მას შემდეგ, რაც ამაცია იეჰოვას განუდგა, შეთქმულება+ მოუწყვეს მას იერუსალიმში. გაიქცა ის ლაქიშში,+ მაგრამ ხალხი მიუგზავნეს მას ლაქიშში და იქ მოკლეს.+ 28  ცხენებით წამოასვენეს+ ის და თავისი მამა-პაპის გვერდით დამარხეს იუდას ქალაქში.+

სქოლიოები