წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 22:1—12

22  იერუსალიმის მკვიდრებმა მეფის უმცროსი ვაჟი, ახაზია+ გაამეფეს მის შემდეგ (რადგან უფროსები არაბებთან+ ერთად ბანაკში მოსულმა მოთარეშე რაზმმა დახოცა),+ გამეფდა იუდაში ახაზია, იეჰორამის ვაჟი.  ოცდაორი წლისა გამეფდა ახაზია+ და ერთ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ათალია,+ ომრის+ შვილიშვილი.  ისიც ახაბის+ სახლის გზით დადიოდა, რადგან დედამისი+ ურჩევდა ბოროტების კეთებას.  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში ახაბის სახლის მსგავსად, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩევლები+ მამამისის სიკვდილის შემდეგ მისდა საუბედუროდ.  მათი რჩევით დადიოდა ის,+ ამიტომ გაჰყვა ისრაელის მეფე იეჰორამს,+ ახაბის ძეს, სირიის მეფე ხაზაელთან+ საომრად გალაადის რამოთში,+ სადაც დაჭრეს მშვილდოსნებმა იეჰორამი.+  დაბრუნდა ის იზრეელში+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს რამაში.+ იუდას მეფე აზარია*,+ იეჰორამის ძე,+ მივიდა იეჰორამის,+ ახაბის ძის სანახავად იზრეელში, რადგან ავად იყო იგი.+  ღვთისგან იყო+ ის, რომ ახაზია იეჰორამთან მისვლით უნდა დაცემულიყო;+ მივიდა+ და იეჰორამთან ერთად წავიდა იეჰუსთან,+ ნიმშის+ შვილიშვილთან, რომელიც ახაბის+ სახლის მოსასპობად სცხო+ იეჰოვამ.  როგორც კი იეჰუმ ახაბის სახლზე+ მსჯავრის აღსრულება დაიწყო, დაინახა მან იუდას მთავრები და ახაზიას ძმისშვილები,+ ახაზიას მსახურები, და დახოცა ისინი.+  ძებნა დაუწყეს ახაზიას და ბოლოს შეიპყრეს იგი,+ როცა სამარიაში+ იმალებოდა. მიჰგვარეს იგი იეჰუს და მოკლეს. დამარხეს ის,+ რადგან თქვეს, შვილიშვილია იეჰოშაფატისა,+ რომელიც მთელი გულით ეძებდაო იეჰოვას.+ ახაზიას სახლიდან არავის შესწევდა სამეფოს მართვის ძალა. 10  დაინახა ათალიამ,+ ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ამიტომ ადგა და გაანადგურა იუდას სახლის სამეფო შთამომავლობა.+ 11  მაგრამ მეფის ასულმა იეჰოშაბათმა+ აიყვანა იეჰოაში,+ ახაზიას ვაჟი, გამოარიდა დასახოცად განწირულ უფლისწულებს და ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალა. იეჰოშაბათი, მეფე იეჰორამის+ ასული, მღვდელ იეჰოიადას+ ცოლი (ახაზიას და) უმალავდა მას ათალიას და ამიტომ ვერ მოკლა მან ის.+ 12  ექვს წელიწადს მალავდნენ მას ჭეშმარიტი ღვთის სახლში,+ ვიდრე ათალია მეფობდა+ იმ მიწაზე.+

სქოლიოები

იგივე ახაზია 1, 2, 7—11 მუხლებში.