წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 21:1—20

21  განისვენა იეჰოშაფატმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით+ დავითის ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა.  მას ჰყავდა ძმები, იეჰოშაფატის ვაჟები: აზარია, იეხიელი, ზაქარია, აზარია, მიქაელი და შეფატია. ყველანი იეჰოშაფატის, ისრაელის მეფის ვაჟები იყვნენ.  მათმა მამამ საჩუქრად მისცა+ მათ ბევრი ოქრო-ვერცხლი, ყოველივე საუკეთესო იუდას გამაგრებულ ქალაქებთან+ ერთად, სამეფო კი იეჰორამს+ მისცა, რადგან ის პირმშო+ იყო.  დაიწყო იეჰორამმა მამამისის სამეფოს მართვა, გაძლიერდა და მახვილით დახოცა თავისი ძმები+ და ისრაელის რამდენიმე მთავარი.  ოცდათორმეტი წლისა გამეფდა იეჰორამი და რვა წელიწადს იმეფა+ იერუსალიმში.  ისრაელის მეფეების გზით დადიოდა ისე,+ როგორც ახაბის სახლი, რადგან ცოლად ახაბის ასული ჰყავდა,+ და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+  მაგრამ არ სურდა იეჰოვას დავითის სახლის მოსპობა+ დავითთან დადებული შეთანხმების+ გამო, და იმ დაპირებისამებრ, რომ მისცემდა+ ლამპარს მას და მის ვაჟებს სამარადისოდ.+  მის დროს განუდგა ედომი+ იუდას+ და მეფე დაისვა.+  ამიტომაც წავიდა იეჰორამი თავისი ჯარის მეთაურებთან ერთად მთელი თავისი ეტლებითურთ. ადგა ის ღამით და შეუტია ედომელებს, რომლებიც გარს ეხვივნენ მას, და ეტლების მეთაურებს. 10  განუდგა ედომი იუდას და დღემდე ასეა. იმ დროს ლიბნაც+ განუდგა იეჰორამს, რადგან მიტოვებული ჰყავდა მას იეჰოვა, თავისი მამა-პაპის ღმერთი.+ 11  მან მაღლობები+ გააკეთა იუდას მთებზე, რომ გარყვნილება ჩაედინათ+ იერუსალიმის მკვიდრებს, და გზიდან აეცდინა იუდა.+ 12  მან წერილი მიიღო+ ელია+ წინასწარმეტყველისგან: «აი რას ამბობს იეჰოვა, შენი წინაპრის, დავითის ღმერთი: „რაკი არ დადიხარ მამაშენის, იეჰოშაფატის+ გზითა და იუდას მეფე ასას+ გზით, 13  არამედ ისრაელის მეფეების+ გზით დადიხარ და გარყვნილებაში+ გახვიე იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, როგორც ახაბის სახლმა გახვია გარყვნილებაში+ ხალხი, და რაკი დახოცე მამაშენის სახლეულობა, შენი ძმები, რომლებიც შენ გჯობდნენ,+ 14  აი, მაგრად დაჰკრავს+ იეჰოვა შენს ხალხს,+ შენს ვაჟებს,+ შენს ცოლებსა და შენს ქონებას, 15  შენ კი მრავალი სნეულება+ შეგეყრება, ნაწლავები ისე დაგისნეულდება, რომ დღითი დღე გარეთ გამოგეყრება“».+ 16  იეჰოვამ იეჰორამის წინააღმდეგ სული+ აღუძრა ფილისტიმელებსა+ და იმ არაბებს,+ რომლებიც ეთიოპთა+ გვერდით იყვნენ. 17  მივიდნენ ისინი იუდაში, შეიჭრნენ იქ და ხელთ იგდეს მთელი ქონება, რაც მეფის სასახლეში+ იპოვებოდა, ტყვედ წაასხეს მისი ვაჟები და ცოლები;+ უმცროსი ვაჟის, იეჰოახაზის+ გარდა, ვაჟი არ დარჩენია მას. 18  ამის შემდეგ ნაწლავების უკურნებელი სენი შეჰყარა მას იეჰოვამ.+ 19  გავიდა დრო და ორი წლის თავზე სნეულებისგან ნაწლავები+ გარეთ გამოეყარა და მოკვდა თავისი საშინელი სნეულებით. მისმა ხალხმა საკმეველი არ უკმია მას, როგორც მის მამა-პაპას უკმევდნენ.+ 20  ოცდათორმეტი წლისა გამეფდა ის და რვა წელიწადს იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არავის დანანებია.+ დამარხეს ის დავითის ქალაქში,+ მაგრამ არა მეფეთა სამარხში.+

სქოლიოები