წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 16:1—14

16  ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ისრაელის მეფე ბააშა+ იუდას წინააღმდეგ გამოვიდა და მშენებლობა დაიწყო რამაში,+ რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო იუდას მეფე ასასგან და ვერც შესულიყო მასთან.+  გამოიტანა ასამ ოქრო-ვერცხლი იეჰოვას სახლის საგანძურიდან+ და მეფის სასახლის საგანძურიდან,+ გაუგზავნა სირიის მეფე+ ბენ-ჰადადს,+ რომელიც დამასკოში+ ცხოვრობდა, და შეუთვალა:  „შეთანხმება გვაქვს მე და შენ, მამაჩემსა და მამაშენს. აი გიგზავნი ოქრო-ვერცხლს. წადი და დაარღვიე ისრაელის მეფე ბააშასთან+ დადებული შეთანხმება, რომ ჩამომშორდეს“.+  ბენ-ჰადადმაც მოუსმინა მეფე ასას, გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ, რომლებმაც დაამხვეს იონი,+ დანი+ და აბელ-მაიმი+ და მოსპეს ნაფთალის+ ქალაქების სამარაგო ადგილები.+  როგორც კი ბააშამ ეს ამბავი შეიტყო, მაშინვე შეწყვიტა მშენებლობა რამაში და შეაჩერა თავისი საქმე.+  მეფე ასამ კი შეკრიბა მთელი იუდა,+ მათაც გამოიტანეს რამის ქვები+ და მორები, რითაც ბააშა აშენებდა,+ და ამ მასალით დაიწყო მან მშენებლობა გებასა+ და მიცფაში.+  მაშინ წინასწარმხილველი ხანანი+ მივიდა იუდას მეფე ასასთან და უთხრა: „რაკი სირიის მეფეს მიენდე+ და არა იეჰოვას, შენს ღმერთს,+ ამიტომ გადაურჩა სირიის მეფის ჯარი შენს ხელს.  განა დიდძალი ჯარი, უამრავი ეტლი და მხედარი+ არ ჰყავდათ ეთიოპებსა+ და ლიბიელებს?!+ მაგრამ ხომ ჩაგიგდო ხელში ისინი იეჰოვამ, მას რომ მიენდე?!+  იეჰოვას თვალები+ აკვირდება მთელ დედამიწას,+ რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით+ არის მასთან. ამჯერად უგუნურად+ მოიქეცი, ამიტომ ომები გექნება ამიერიდან“.+ 10  გაბრაზდა ასა წინასწარმხილველზე და საპყრობილეში+ ჩააგდო ის, რადგან განარისხა მისმა ნათქვამმა.+ ამავე დროს ასამ სხვების ჩაგვრაც+ დაიწყო. 11  ასას საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია+ ჩაწერილი. 12  ასას მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს მას ფეხები დაუსნეულდა და მძიმედ დაავადდა.+ ავადმყოფობის დროსაც კი არ ეძებდა ის იეჰოვას,+ არამედ მკურნალებს+ მიმართავდა. 13  ბოლოს განისვენა ასამ თავისი მამა-პაპის გვერდით;+ მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს. 14  დამარხეს ის დიდებულ სამარხში,+ რომელიც თავისთვის ჰქონდა გამზადებული დავითის ქალაქში.+ დაასვენეს ის სარეცელზე, რომელიც ნაირ-ნაირი ნაზავით დამზადებული განსაკუთრებული+ ნელსაცხებლითა+ და ბალზამით+ იყო სავსე. დაკრძალვის დროს მას ძალიან ბევრი საკმეველი უკმიეს.+

სქოლიოები