წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 13:1—22

13  მეფე იერობოამის მეფობის მეთვრამეტე წელს იუდაში აბია გამეფდა.+  მან სამ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაია,+ გიბელი+ ურიელის ასული. ომი იყო აბიასა და იერობოამს+ შორის.  აბია ოთხასი ათასი ძლიერი და რჩეული მეომრისგან შემდგარი ჯარით ჩაება ომში,+ იერობოამი კი რვაასი ათასი რჩეული, მამაცი და ძლიერი კაცით გამოვიდა მის წინააღმდეგ საბრძოლველად.+  ავიდა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მთიან მხარეში+ და თქვა: „მისმინეთ, იერობოამ და მთელო ისრაელო!  განა არ იცით, რომ იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, ისრაელის სამეფო სამარადისოდ+ დავითსა+ და მის ვაჟებს+ მისცა მარილის შეთანხმებით?!+  ხოლო იერობოამი,+ ნებატის ვაჟი, დავითის ვაჟის, სოლომონის მსახური,+ აუჯანყდა+ თავის ბატონს.+  უქნარა+ და უვარგისმა+ ხალხმა მოიყარა მასთან თავი. მათ სძლიეს რობოამს, სოლომონის ვაჟს, რადგან ახალგაზრდა და გაუბედავი+ იყო რობოამი,+ და წინ ვერ აღუდგა მათ.  ბევრნი ხართ,+ თან გაქვთ ოქროს ხბოები, იერობოამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ+ და გგონიათ, წინ აღუდგებით იეჰოვას სამეფოს, რომელიც დავითის ძეების ხელშია.+  განა თქვენ არ განდევნეთ იეჰოვას მღვდლები,+ აარონის ძეები, და ლევიანები?! განა სხვა ქვეყნების ხალხებივით ქურუმები არ დაიყენეთ?!+ ვინც კი მოვიდა და მოზვრითა და შვიდი ვერძით აივსო ხელი ძალაუფლებით, ცრუღმერთების+ ქურუმი გახდა. 10  ჩვენი ღმერთი კი იეჰოვაა,+ არ მიგვიტოვებია ის. იეჰოვას ემსახურებიან მღვდლები, აარონის ძეები, ლევიანებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ;+ 11  ყოველ დილა-საღამოს+ დასაწვავ შესაწირავს უბოლებენ იეჰოვას და სურნელოვან საკმეველს+ უკმევენ. წარსადგენი პური დევს ბაჯაღლო ოქროს+ მაგიდაზე, ყოველ საღამოს ანათებს ოქროს სალამპრე+ თავისი ლამპრებით.+ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, თქვენ კი მიატოვეთ ღმერთი.+ 12  აი, ჩვენ სათავეში გვიდგას ჭეშმარიტი ღმერთი+ თავისი მღვდლებითა+ და საყვირებით,+ რითაც საბრძოლო განგაშს ვტეხთ თქვენ წინააღმდეგ. ისრაელის ძეებო, ნუ ებრძვით იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღმერთს,+ რადგან ხელი არ მოგემართებათ!“+ 13  ამასობაში იერობოამმა მათ ზურგში ხალხი ჩაუსაფრა; თვითონ იუდეველთა წინ იყვნენ, ჩასაფრებულები კი — მათ უკან.+ 14  როცა იუდეველებმა უკან მოიხედეს, დაინახეს, რომ წინაც და უკანაც ბრძოლა უნდა გაემართათ.+ მათ შეღაღადეს იეჰოვას,+ მღვდლებმა კი საყვირებს ჩაჰბერეს. 15  საბრძოლო ყიჟინა+ დასცეს იუდეველებმა, და როცა საბრძოლო ყიჟინა დასცეს იუდეველებმა, ჭეშმარიტმა ღმერთმა დაამარცხა+ იერობოამი და მთელი ისრაელი აბიასა+ და იუდას წინაშე. 16  უკუიქცნენ ისრაელის ძეები იუდასგან, მაგრამ ღმერთმა ხელში ჩაუგდო მათ ისინი.+ 17  გაჟლიტეს ისინი აბიამ და მისმა ხალხმა; ხუთასი ათასი რჩეული ვაჟკაცი დაეცა ისრაელისგან. 18  ასე დამდაბლდნენ მაშინ ისრაელის ძეები, იუდას ძეებმა კი სძლიეს მათ, რადგან იეჰოვაზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე იყვნენ მინდობილნი.+ 19  დაედევნა აბია იერობოამს და დაიპყრო მისი ქალაქები: ბეთელი+ მიმდებარე ქალაქებიანად, იეშანა მიმდებარე ქალაქებიანად და ეფრაინი მიმდებარე ქალაქებიანად.+ 20  ვეღარ მოიკრიბა იერობოამმა ძალა+ აბიას დროს. დაჰკრა მას იეჰოვამ+ და მოკვდა იგი. 21  გაძლიერდა აბია.+ თოთხმეტი ცოლი შეირთო+ და ოცდაორი ვაჟი+ და თექვსმეტი ასული შეეძინა. 22  აბიას დანარჩენი ამბები, მისი საქმეები და სიტყვები იდო+ წინასწარმეტყველის მონათხრობშია ჩაწერილი.

სქოლიოები