წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 12:1—16

12  როგორც კი განმტკიცდა რობოამის მეფობა+ და როგორც კი გაძლიერდა ის, მან და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა+ მიატოვეს იეჰოვას კანონი.+  მეფე რობოამის მეფობის მეხუთე წელს+ ეგვიპტის მეფე შიშაკი*+ გამოვიდა იერუსალიმის წინააღმდეგ (რადგან მათ უორგულეს იეჰოვას)+  ათას ორასი ეტლითა+ და სამოცი ათასი მხედრით, და მასთან ერთად ურიცხვი+ ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან — ლიბიელები,+ სუქიმელები და ეთიოპები.+  აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები+ და ბოლოს იერუსალიმსაც მიადგა.+  მივიდა წინასწარმეტყველი შემაია+ რობოამთან და იუდას მთავრებთან, რომლებსაც შიშაკის გამო იერუსალიმში მოეყარათ თავი, და უთხრა მათ: «აი რას ამბობს იეჰოვა: „თქვენ მიმატოვეთ+ და მეც შიშაკს შეგატოვეთ+ ხელში“».  მაშინ თავი დაიმდაბლეს+ ისრაელის მთავრებმა და მეფემ და თქვეს: მართალიაო იეჰოვა.+  როცა იეჰოვამ დაინახა,+ რომ მათ თავი დაიმდაბლეს, იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა შემაიას:+ „თავი დაიმდაბლეს+ მათ. აღარ მოვსპობ, ცოტა ხანში გადავარჩენ და აღარ გადმოიღვრება ჩემი რისხვა იერუსალიმზე შიშაკის ხელით,+  მაგრამ გახდებიან მისი მსახურები,+ რათა იცოდნენ, რა სხვაობაა ჩემს მსახურებასა+ და მიწიერი სამეფოების მსახურებას შორის“.+  ეგვიპტის მეფე შიშაკი+ იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა და წაიღო იეჰოვას სახლის საგანძური+ და მეფის სასახლის საგანძური;+ მან ყველაფერი წაიღო, მათ შორის სოლომონის მიერ გაკეთებული ოქროს ფარებიც.+ 10  მათ სანაცვლოდ მეფე რობოამმა სპილენძის ფარები გააკეთა და ჩააბარა მალემსრბოლთა ზედამხედველებს,+ მეფის სასახლის შესასვლელის+ დარაჯებს.+ 11  ყოველთვის, როცა მეფე იეჰოვას სახლში მიდიოდა, მალემსრბოლები შედიოდნენ და გამოჰქონდათ ისინი, შემდეგ კი მალემსრბოლთა სადარაჯო ოთახში აბრუნებდნენ.+ 12  რაკი თავი დაიმდაბლა მან, გაბრუნდა იეჰოვას რისხვა მისგან+ და არ უფიქრია მათი სრულად განადგურება.+ კარგი საქმეებიც კეთდებოდა იუდაში.+ 13  მეფე რობოამი კვლავ განმტკიცდა იერუსალიმში და განაგრძო მეფობა. ორმოცდაერთი წლისა გამეფდა რობოამი+ და ჩვიდმეტ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში,+ რომელიც ისრაელის ტომებიდან ამოარჩია იეჰოვამ თავისი სახელის დასავანებლად.+ დედამისი ამონელი+ ნაამა+ იყო. 14  ბოროტებას სჩადიოდა+ რობოამი, რადგან მთელი გულით არ ეძებდა იეჰოვას.+ 15  რობოამის საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე,+ შემაია+ წინასწარმეტყველისა და იდო წინასწარმხილველის+ სიტყვებშია ჩაწერილი, რაც საგვარეულო ნუსხის სახით დაიწერა. გაუთავებელი ომი იყო რობოამსა+ და იერობოამს+ შორის. 16  განისვენა რობოამმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი, აბია+ გამეფდა.

სქოლიოები

იგივე შეშონქი.