წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 10:1—19

10  წავიდა რობოამი+ შექემში,+ რადგან ისრაელები შექემში იყვნენ მისულები მის გასამეფებლად.  იერობოამმა,+ ნებატის ძემ, ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას,+ გაიგო ამის შესახებ (სოლომონ მეფის გამო გაიქცა ის) და მაშინვე დაბრუნდა ეგვიპტიდან.+  მოუხმეს იერობოამს და ისიც მივიდა მთელ ისრაელთან ერთად და უთხრა რობოამს:+  „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა;+ შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დაკისრებული მძიმე სამუშაო და მძიმე უღელი,+ რომელიც დაგვადგა, და გემსახურებით“.+  მან კი მიუგო: „სამი დღის შემდეგ დაბრუნდით“. ხალხიც წავიდა.  მეფე რობოამმა რჩევა ჰკითხა+ უხუცესებს, რომლებიც მუდამ, მთელი სიცოცხლე გვერდით ჰყავდნენ მამამის სოლომონს: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?“+  მათ მიუგეს: „თუ ამ ხალხს კეთილად მოექცევი, აამებ და ტკბილად დაელაპარაკები,+ ისინიც მუდამ შენი მსახურები იქნებიან“.+  მაგრამ მან ყურად არ იღო უხუცესების რჩევა+ და მასთან ერთად გაზრდილ,+ გვერდით მყოფ ახალგაზრდებს ჰკითხა:+  „რას მირჩევთ,+ რა ვუპასუხოთ ამ ხალხს, რომელმაც მითხრა, შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დადგმული უღელი?“+ 10  მასთან ერთად გაზრდილმა ახალგაზრდებმა მიუგეს: «აი რა უთხარი ხალხს, რომ გეუბნებიან, მამაშენმა დაგვიმძიმა უღელი, შენ კი შეგვიმსუბუქეო, ასე უთხარი:+ „ჩემი ნეკი მამაჩემის თეძოზე მსხვილი იქნება.+ 11  მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ;+ მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე კი ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“».+ 12  მესამე დღეს იერობოამი მთელ ხალხთან ერთად მივიდა რობოამთან, როგორც მეფეს ჰქონდა ნათქვამი, მესამე დღეს მოდითო ჩემთან.+ 13  მკაცრად+ უპასუხა მათ მეფემ. ყურად არ იღო მეფე რობოამმა უხუცესების+ რჩევა+ 14  და ახალგაზრდების რჩევისამებრ+ მიუგო მათ: „მე უფრო დაგიმძიმებთ უღელს. მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე კი ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“.+ 15  არ მოუსმინა მეფემ ხალხს, რადგან ასე წარმართა საქმე ჭეშმარიტმა ღმერთმა,+ რათა შეესრულებინა იეჰოვას თავისი სიტყვა,+ რომელიც შილოელი+ ახიას+ პირით ჰქონდა ნათქვამი იერობოამისთვის, ნებატის ვაჟისთვის.+ 16  როცა მთელმა ისრაელმა დაინახა, რომ მეფემ არ მოუსმინა მათ, მიუგო ხალხმა მეფეს: „რა წილი გვაქვს დავითში?!+ არა გვაქვს მემკვიდრეობა იესეს ძეში.+ ყველა თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ,+ ისრაელო! შენ თვითონ მიხედე შენს სახლს, დავით!“+ და მთელი ისრაელი თავ-თავიანთი კარვებისკენ გაეშურა. 17  მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზეღა მეფობდა რობოამი.+ 18  გაგზავნა მეფე რობოამმა სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელთა ზედამხედველი ჰადორამი,+ მაგრამ ისრაელის ძეებმა ჩაქოლეს+ ის, და მოკვდა იგი. მეფე რობოამმა კი მოახერხა თავის ეტლში ასვლა და იერუსალიმში გაქცევა.+ 19  განუდგნენ+ ისრაელები დავითის სახლს და დღემდე ასეა.

სქოლიოები