წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მატიანე 1:1—17

1  უფრო და უფრო მტკიცდებოდა სოლომონის, დავითის ვაჟის მეფობა;+ იეჰოვა, მისი ღმერთი იყო მასთან+ და დიდად განადიდებდა მას.+  მიმართა სოლომონმა მთელ ისრაელს, ათასისთავებს,+ ასისთავებს,+ მოსამართლეებსა+ და მთელი ისრაელის თავკაცებს,+ საგვარეულოთა თავკაცებს.+  გაემართა სოლომონი გაბაონის+ მაღლობისკენ და მასთან ერთად მთელი კრებული,+ რადგან იქ იყო ჭეშმარიტი ღვთის შეხვედრის კარავი, იეჰოვას მსახურმა მოსემ+ რომ გააკეთა უდაბნოში;  ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ კი დავითს ჰქონდა წამოღებული კირიათ-იეარიმიდან+ იმ ადგილზე, რომელიც მისთვის მოამზადა,+ რადგან იერუსალიმში ჰქონდა გაშლილი კარავი მისთვის;+  ხოლო სპილენძის სამსხვერპლო,+ ბეცალელმა,+ ხურის ძის+ ურის ძემ რომ გააკეთა, იეჰოვას კარვის წინ იდგა. სოლომონი და მთელი კრებული ჩვეულებისამებრ დაეკითხა მას.  სოლომონმა შესაწირავი აღავლინა იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის სპილენძის სამსხვერპლოზე და ათასი დასაწვავი შესაწირავი შესწირა მასზე.+  ღამით ღმერთი ეჩვენა სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რაც გინდა და მოგცემ“.+  მიუგო სოლომონმა ღმერთს: „შენ დიდი სიკეთე* გამოავლინე მამაჩემისადმი,+ დავითისადმი, და მის შემდეგ მე გამამეფე.+  ახლა კი, იეჰოვა ღმერთო, შესრულდეს დავითისთვის,+ მამაჩემისთვის მიცემული დანაპირები, რადგან შენ გამამეფე+ მიწის მტვერივით მრავალრიცხოვან ხალხზე.+ 10  მომეცი სიბრძნე და ცოდნა,+ რომ გამოვიდე ამ ხალხის წინაშე და შევიდე,+ რადგან ვინ განსჯის შენს მრავალრიცხოვან ხალხს?!“+ 11  მაშინ უთხრა ღმერთმა სოლომონს: „რაკი ეს გქონდა გულში+ და არ მთხოვე სიმდიდრე და ქონება, პატივი ან შენი მოძულეების სული*, არც დღეგრძელობა გითხოვია,+ არამედ სიბრძნე და ცოდნა მთხოვე იმ ხალხისთვის სამართლის გასაჩენად, რომელზედაც გაგამეფე,+ 12  მოგეცემა სიბრძნე და ცოდნა,+ გარდა ამისა ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და პატივს გიბოძებ, არც ერთ მეფეს რომ არ ჰქონია შენამდე+ და შენ შემდეგაც არ ექნება!“+ 13  წამოვიდა სოლომონი გაბაონის+ მაღლობიდან, შეხვედრის კარვიდან,+ იერუსალიმში და განაგებდა ისრაელს.+ 14  თავს უყრიდა სოლომონი ეტლებსა და ცხენებს; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი ცხენი ჰყავდა.+ დააყენა მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში+ და მეფესთან ახლოს, იერუსალიმში. 15  მეფის წყალობით ოქრო-ვერცხლი ქვებივით+ მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით,+ შეფელაში+ რომ იზრდება. 16  სოლომონისთვის ცხენები ეგვიპტიდან შემოჰყავდათ,+ მეფის ვაჭრებს საფასურით შემოჰყავდათ ცხენები.+ 17  ეტლი ექვსას ვერცხლად შემოჰქონდათ ეგვიპტიდან, ცხენი კი ას ორმოცდაათ ვერცხლად შემოჰყავდათ. ასევე იქცეოდნენ ხეთელთა და სირიელთა მეფეებიც.+ მათი მეშვეობით შემოჰყავდათ მეფეებს ისინი.

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.