არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 კორინთელები 9:1—15

9  რაც შეეხება წმინდათათვის მსახურებას,+ ზედმეტად ვთვლი ამის შესახებ მოწერას,  რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება, რითაც მაკედონელთა წინაშე ვამაყობ, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის დასახმარებლად+ და რომ თქვენმა მოშურნეობამ მათი უმრავლესობა წაახალისა.  ვგზავნი ძმებს, რათა ისე არ გამოვიდეს, რომ ფუჭად ვამაყობდით თქვენით, არამედ მზად იყოთ,+ როგორც ვამბობდი კიდეც თქვენზე.  თორემ მაკედონელები ჩემთან ერთად თუ მოვლენ და მოუმზადებლებს გნახავენ, თქვენზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩვენ შევრცხვებით, ასე დარწმუნებულები რომ ვართ.  ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, წამეხალისებინა ძმები, წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და წინასწარ გაემზადებინათ თქვენი გულუხვი ძღვენი, ადრე დაპირებული,+ რათა მზად ყოფილიყო ის, როგორც გულუხვი ძღვენი, და არა როგორც რაღაც გამოძალული.+  ამაზე გეუბნებით: ვინც ძუნწად+ თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად+ თესავს, უხვად მოიმკის.  თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ+ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს.+  უფრო მეტიც, ღმერთს შეუძლია უხვად გამოავლინოს თქვენ მიმართ წყალობა, რათა მდიდრები იყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის, რადგან ყოველთვის საკმარისად გაქვთ ყველაფერი.+  (როგორც დაწერილია: „დაარიგა, ღარიბებს მისცა, მისი სიმართლე მარადიულად რჩება“.+ 10  ის, ვინც უხვად აძლევს თესლს მთესველს და იძლევა პურს საჭმელად,+ მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს, რომ თესოთ, და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს).+ 11  ყველაფერში მდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდით,+ 12  რადგან მსახურება, რომელსაც ხალხისთვის ასრულებთ, მხოლოდ წმინდათა საჭიროებების დაკმაყოფილება კი არ არის,+ არამედ ისიც, რომ მდიდრები იყოთ ღვთისადმი მადლიერების გამოხატვაში. 13  როდესაც ხედავენ მტკიცებას, რომელსაც ეს მსახურება აძლევთ, ღმერთს განადიდებენ, რადგან თქვენ ემორჩილებით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას,+ რასაც სახალხოდაც აცხადებთ, და ხელგაშლილები ხართ მათთვის და ყველასთვის გაღებულ შესაწირავებში.+ 14  ისინი თქვენთვის ლოცულობენ და შემოგნატრიან ღვთის აღმატებული წყალობის გამო,+ რომელიც თქვენზეა. 15  მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვნისთვის.+

სქოლიოები