წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 კორინთელები 6:1—18

6  ჩვენ, როგორც მისი თანამშრომელნი,+ გეხვეწებით, ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი,+  რადგან ის ამბობს: „სასურველ დროს მოგისმინე და ხსნის დღეს დაგეხმარე“.+ აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო.+ აი ახლაა ხსნის დღე.+  ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს,+ რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას,+  არამედ ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ+ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ — ბევრის მოთმენით, გასაჭირით, ხელმოკლეობით, სიძნელეებით,+  ცემით, საპყრობილეებით,+ არეულობით, შრომით, უძილო ღამეებით, უჭმელობით,+  სიწმინდით, ცოდნით, სულგრძელობით,+ სიკეთით,+ წმინდა სულით, უთვალთმაქცო სიყვარულით,+  ჭეშმარიტების ლაპარაკით, ღვთის ძალით,+ სიმართლის იარაღით+ მარჯვენა და მარცხენა ხელში*,  დიდებითა და დამცირებით, ცუდი სახელითა და კარგი სახელით; როგორც მატყუარები,+ მაგრამ მაინც ჭეშმარიტების მთქმელნი;  როგორც უცნობნი, მაგრამ მაინც ცნობილნი;+ როგორც მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხლები;+ როგორც დასჯილნი,+ მაგრამ არა მოსაკლავად გადაცემულნი;+ 10  როგორც მწუხარენი, მაგრამ ყოველთვის გახარებულნი; როგორც ღარიბნი, მაგრამ ბევრის გამამდიდრებელნი; როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.+ 11  ბაგე გახსნილი გვაქვს თქვენთვის, კორინთელებო, გული+ კი — გაფართოებული. 12  თქვენ ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ,+ არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში.+ 13  ამიტომ გეუბნებით, როგორც ბავშვებს,+ თქვენც გაფართოვდით. 14  ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან.+ რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან?+ ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?+ 15  რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან*?+ ან რა წილი+ აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? 16  რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?+ ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი;+ ღმერთმაც თქვა: „დავმკვიდრდები მათ შორის+ და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“.+ 17  „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“,+ „და მე მიგიღებთ თქვენ“.+ 18  „მე ვიქნები თქვენი მამა,+ თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით,+ — ამბობს ყოვლისშემძლე იეჰოვა“.+

სქოლიოები

ანუ შეტევაზე გადასასვლელად და თავდასაცავად.
სიტყვასიტყვით — უვარგისთან. იგულისხმება სატანა.