წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 კორინთელები 4:1—18

4  რადგან ჩვენ მიმართ გამოვლენილი გულმოწყალებით+ მივიღეთ ეს მსახურება,+ სულით არ ვეცემით,  არამედ უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები+ და ცბიერებით კი არ დავდივართ და ღვთის სიტყვას კი არ ვაყალბებთ,+ არამედ ჭეშმარიტების გამოცხადებით ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს ყოველი ადამიანის სინდისთან ღვთის წინაშე.+  თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც იღუპება,+  ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების* ღმერთმა+ დაუბრმავა გონება,+ რათა მათზე არ ებრწყინა+ ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის+ სინათლეს,+ ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.+  ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია,+ ჩვენ კი — თქვენი მონები+ იესოს გულისთვის.  ღმერთმა თქვა: „გამოანათოს სინათლემ სიბნელიდან“+ და გაანათა ჩვენი გულები, რომ ქრისტეს სახით+ გაებრწყინებინა+ ისინი ღვთის შესახებ დიდებული ცოდნით.+  ეს განძი+ ჩვენ თიხის+ ჭურჭელში+ გვაქვს, რათა ძალა,+ რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგან+ იყოს და არა ჩვენგან.+  ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ,+ მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ;+  გვდევნიან, მაგრამ მიტოვებულნი არა ვართ;+ გვამხობენ,+ მაგრამ არ ვიღუპებით.+ 10  ყველგან და ყოველთვის ვუძლებთ ჩვენს სხეულში იესოს სასიკვდილო ტანჯვას,+ რათა იესოს სიცოცხლეც ცხადი იყოს ჩვენს სხეულში.+ 11  იესოს გულისთვის ჩვენ, ცოცხლები, ყოველთვის პირისპირ ვუყურებთ სიკვდილს,+ რათა იესოს სიცოცხლეც ცხადი იყოს ჩვენს მოკვდავ ხორცში.+ 12  ამიტომ ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი — სიცოცხლე.+ 13  ისეთივე რწმენის სული გვაქვს, რომელზეც წერია: „მწამდა და იმიტომ ვლაპარაკობდი“.+ ჩვენც გვწამს და იმიტომ ვლაპარაკობთ, 14  ვინაიდან ვიცით, რომ ვინც იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თავის წინაშე დაგვაყენებს თქვენთან ერთად.+ 15  ყოველივე თქვენთვის არის,+ რომ უფრო მეტმა გამოხატოს მადლიერება ღვთის სადიდებლად და უხვად გამრავლდეს წყალობა.+ 16  ამიტომ სულით არ ვეცემით და თუ ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება, შინაგანი+ დღითი დღე ახლდება. 17  თუმცა ეს გასაჭირი ხანმოკლე+ და მსუბუქია, მას ჩვენთვის დიდება მოაქვს. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მარადიულად რჩება,+ 18  როცა ხილულს კი არ ვუყურებთ, არამედ უხილავს;+ ხილული დროებითია,+ უხილავი კი — მარადიული.+

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.