წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 თესალონიკელები 3:1—18

3  ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის,+ რომ იეჰოვას სიტყვა+ სწრაფად გავრცელდეს+ და განდიდდეს, როგორც ეს თქვენ შორის ხდება,  და რომ თავი დავაღწიოთ მავნე და ბოროტ ადამიანებს,+ რადგან ყველას როდი აქვს რწმენა.+  ერთგულია უფალი, ის განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.+  დარწმუნებულნი ვართ+ უფალში, რომ აკეთებთ და კვლავაც გააკეთებთ იმას, რასაც მოგითითებთ.+  უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა+ და ქრისტესთვის მოთმინებაში.+  მითითებებს გაძლევთ,+ ძმებო, უფალ იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ+ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს+ და ჩვენ მიერ გადმოცემული წესების მიხედვით არ დადის.+  თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა მოგვბაძოთ,+ ვინაიდან ჩვენ წესრიგი არ დაგვირღვევია თქვენ შორის+  და არც არავის პური გვიჭამია მუქთად,+ არამედ დღედაღამ შრომასა და ჯაფაში+ ვიყავით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვეტვირთა რომელიმე თქვენგანი.+  არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არა გვაქვს,+ არამედ იმიტომ, რომ მაგალითი ვყოფილიყავით თქვენთვის, რათა მოგებაძათ.+ 10  როცა თქვენთან ვიყავით, ასეთ მითითებას გაძლევდით:+ „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“.+ 11  ჩვენამდე ამბავი მოდის, რომ თქვენგან ზოგიერთები წესრიგს არღვევენ:+ საერთოდ არ მუშაობენ და იმაში ერევიან, რაც არ ეხებათ.+ 12  ასეთებს მივუთითებთ და შევაგონებთ უფალ იესო ქრისტეში, რომ წყნარად იმუშაონ და საკუთარი შრომით მოპოვებული ჭამონ.+ 13  თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიშლით იმის კეთებას, რაც სწორია.+ 14  თუ ვინმე არ ემორჩილება ჩვენს სიტყვას,+ რასაც ამ წერილში გწერთ,+ შენიშნული გყავდეთ და ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა,+ რათა შერცხვეს.+ 15  ოღონდ მტრად არ მიიჩნიოთ, არამედ შეაგონეთ+ როგორც ძმას. 16  თავად მშვიდობის უფალი გაძლევდეთ მშვიდობას ყოველთვის და ყველაფერში.+ უფალი იყოს ყველა თქვენგანთან. 17  მოკითხვას გწერთ მე, პავლე, ჩემი ხელით,+ რითაც ამოიცნობა ჩემი წერილები. აი ასე ვწერ. 18  უფალ იესო ქრისტეს წყალობა+ იყოს ყველა თქვენგანთან.

სქოლიოები