წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 ტიმოთე 2:1—15

2  პირველ ყოვლისა, შეგაგონებთ, რომ აღავლინოთ ვედრება, ლოცვა,+ სათხოვარი და მადლიერება ყველანაირი ადამიანისთვის,+  მეფეებისთვის+ და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია,+ რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით.+  ეს კარგი და მოსაწონია+ ჩვენი მხსნელისთვის, ღვთისთვის,+  რომლის ნებაა, ყველანაირი ადამიანი+ გადარჩეს+ და ჭეშმარიტების+ საფუძვლიანი ცოდნა+ მიიღოს.  ერთია ღმერთი+ და ერთია ღმერთსა+ და ადამიანებს+ შორის შუამავალი+ — კაცი, ქრისტე იესო,+  რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის,+ რაც თავის დროზე უნდა დამოწმდეს.  მეც ამ დამოწმების მიზნით+ ვიყავი დანიშნული მქადაგებლად და მოციქულად+ (მართალს გეუბნებით,+ არ ვცრუობ) უცხოტომელთა+ მასწავლებლად რწმენასა+ და ჭეშმარიტებაში.  ამიტომ მსურს, რომ ყველგან მამაკაცები ლოცულობდნენ და ერთგულებით აღაპყრობდნენ ხელებს+ რისხვისა+ და კამათის+ გარეშე.  ასევე მსურს, რომ ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა+ და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში,+ 10  ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები+ არიან, კერძოდ, კარგი საქმეებით.+ 11  ქალმა ხმის ამოუღებლივ ისწავლოს, სრული მორჩილებით.+ 12  ქალს არ ვაძლევ სწავლების+ ან კაცზე ბატონობის უფლებას,+ ჩუმად უნდა იყოს, 13  ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.+ 14  თანაც ადამი კი არ შეცდა,+ ქალი შეცდა+ და დანაშაული ჩაიდინა.+ 15  თუმცა ქალს შვილების გაჩენა გადაარჩენს,+ თუკი შეინარჩუნებს რწმენას, სიყვარულს, სიწმინდესა და საღ აზროვნებას.+

სქოლიოები