არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 9:1—27

9  ბენიამინის ტომში იყო ერთი კაცი, სახელად კიში,+ აბიელის ვაჟი, ცერორის ვაჟი, ბექორათის ვაჟი, აფიახის ვაჟი, ბენიამინელი,+ ძალიან მდიდარი.+  ჰყავდა ვაჟი, რომელსაც საული ერქვა,+ მაღალი და ლამაზი. ისრაელის ძეებს შორის არავინ იყო მასზე ლამაზი, ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.+  ერთხელ საულის მამას, კიშს, ვირები+ დაეკარგა. უთხრა კიშმა საულს: „ადექი, წაიყვანე რომელიმე მსახური და მოძებნე ვირები“.  მოიარა ეფრემის+ მთიანი მხარე, შალიშას+ მიწა, მაგრამ ვირები ვერსად იპოვა; მოიარეს შაალიმის მიწაც, მაგრამ არც იქ იყვნენ; ბენიამინელთა მიწაც მოიარეს, მაგრამ ვერც იქ იპოვეს.  მივიდნენ ცუფის მიწაზე და უთხრა საულმა მსახურს, რომელიც თან ახლდა: „მოდი, დავბრუნდეთ, თორემ გადაავიწყდება მამაჩემს ვირები და ჩვენზე იდარდებს“.+  მან კი მიუგო: „ამ ქალაქში ღვთის კაცია,+ პატივცემული. რასაც ამბობს, ყველაფერი სრულდება.+ იქ წავიდეთ, იქნებ გვითხრას, რა გზას დავადგეთ“.  საულმა თავის მსახურს უთხრა: „წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ?+ გუდაში პური გამოგველია, ძღვენიც+ არაფერი გვაქვს, რომ ჭეშმარიტი ღვთის კაცს მივუტანოთ. გვაქვს რამე?“  მსახურმა საულს მიუგო: „მეოთხედი შეკელი+ ვერცხლი მაქვს, ამას მივცემ ჭეშმარიტი ღვთის კაცს და გვეტყვის, რა გზას დავადგეთ“  (ადრე, როცა ღვთის საძიებლად მიდიოდნენ, ასე ამბობდნენ, წამო, წინასწარმხილველთან+ წავიდეთო. ვისაც დღეს წინასწარმეტყველს ეძახიან, ადრე წინასწარმხილველს ეძახდნენ). 10  საულმა თავის მსახურს უთხრა: „მართალს ამბობ,+ წამო, წავიდეთ“. წავიდნენ ისინი ქალაქში, სადაც ჭეშმარიტი ღვთის კაცი იყო. 11  ქალაქის აღმართზე წყლის მოსატანად+ მიმავალი გოგონები დაინახეს და ჰკითხეს: „არის აქ სადმე წინასწარმხილველი?“+ 12  მათ მიუგეს: „არის, თქვენ წინ წავიდა. იჩქარეთ, დღეს მოვიდა ქალაქში ხალხისთვის მაღლობზე+ მსხვერპლის შესაწირავად.+ 13  ქალაქში შესვლისთანავე იპოვით მას; ჯერ არ იქნება მაღლობზე ასული საჭმელად. არ შეჭამს ხალხი მის მისვლამდე, რადგან მან უნდა აკურთხოს მსხვერპლი;+ მხოლოდ ამის შემდეგ შეჭამენ მიწვეულები. ახლავე ადით, სწორედ ახლა იპოვით მას“. 14  ისინიც ავიდნენ ქალაქში. შუა ქალაქში შეხვდა მათ მაღლობისკენ მიმავალი სამუელი. 15  საულის მისვლამდე ერთი დღით ადრე გამოუცხადა+ იეჰოვამ სამუელს: 16  „ხვალ ამ დროს, ბენიამინელ+ კაცს გამოგიგზავნი. ის უნდა სცხო+ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად. ის იხსნის ჩემს ხალხს ფილისტიმელთა ხელიდან,+ რადგან დავინახე ჩემი ხალხის გაჭირვება და მათმა ღაღადმა ჩემამდე მოაღწია“.+ 17  დაინახა სამუელმა საული და უთხრა მას იეჰოვამ: „აი ის კაცი, რომელზეც გითხარი, ჩემს ხალხზე იმმართველებს-მეთქი“.+ 18  მივიდა საული სამუელთან კარიბჭის შუაში და ჰკითხა: „წინასწარმხილველის სახლს ხომ ვერ მიმასწავლი?“ 19  მიუგო სამუელმა საულს: „მე ვარ წინასწარმხილველი. წამოდით მაღლობზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ,+ დილით კი გაგიშვებ და ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.+ 20  ნუ გადარდებს+ სამი დღის წინ დაკარგული ვირები,+ რადგან უკვე იპოვეს. ვისია ისრაელის მთელი საუნჯე,+ თუ არა შენი და მამაშენის მთელი სახლისა?!“ 21  საულმა მიუგო: „მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი+ ტომიდან,+ ბენიამინის ტომის საგვარეულოებს შორის კი ჩემი საგვარეულო ყველაზე უმნიშვნელოა.+ რატომ მეუბნები ამას?“+ 22  შეიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური სასადილო დარბაზში და მოწვეულთა თავში დასხა;+ ოცდაათამდე კაცი იქნებოდა. 23  უთხრა სამუელმა მზარეულს: „გამოიტანე ის ნაწილი, რომელიც ჩაგაბარე და გითხარი, შეინახე-მეთქი“. 24  გამოიტანა მზარეულმა მთლიანი ბარკალი და წინ დაუდო საულს. სამუელმა უთხრა: „ეს გადანახული ნაჭერია. წინ დაიდე და ჭამე. ამ დროისთვის გადაგინახეს, რომ მოწვეულებთან ერთად გეჭამა“. ჭამა საულმა იმ დღეს სამუელთან ერთად. 25  ჩამოვიდნენ მაღლობიდან+ ქალაქში და ბანზე განაგრძო მან საულთან საუბარი.+ 26  ადგნენ დილაადრიან და განთიადისას ბანზე გაიხმო სამუელმა საული: „ადექი, რომ გაგგზავნო“. ადგა საული და ორივენი, ისიც და სამუელიც გარეთ გავიდნენ. 27  ქალაქის ნაპირზე რომ ეშვებოდნენ, უთხრა სამუელმა საულს: „შენს მსახურს უთხარი,+ წინ იაროს, შენ კი გაჩერდი, რომ ღვთის სიტყვა გაგიცხადო“. წინ წავიდა იგი.

სქოლიოები