წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 7:1—17

7  ავიდნენ კირიათ-იეარიმელები+ და იეჰოვას კიდობანი აბინადაბის სახლში+ აიტანეს გორაზე, მისი ვაჟი ელეაზარი კი იეჰოვას კიდობნის დასაცავად განწმინდეს.  გავიდა ოცი წელი მას შემდეგ, რაც კიდობანი კირიათ-იეარიმში დადგეს; ისრაელის მთელი სახლი იეჰოვას შესტიროდა.+  უთხრა სამუელმა ისრაელის მთელ სახლს: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას,+ მოიშორეთ უცხო ღმერთები+ და აშთორეთები;+ ურყევად მიმართეთ გული იეჰოვასკენ, მხოლოდ მას ემსახურეთ+ და გიხსნით ის ფილისტიმელთა ხელიდან“.+  მოიშორეს ისრაელის ძეებმა ბაალები+ და აშთორეთები+ და მხოლოდ იეჰოვას ემსახურებოდნენ.  სამუელმა თქვა: „შეკრიბეთ მიცფასთან+ მთელი ისრაელი+ და თქვენთვის ლოცვით შევევედრები+ იეჰოვას“.  შეიკრიბნენ მიცფასთან, მოიტანეს წყალი, დაღვარეს იეჰოვას წინაშე და იმარხულეს იმ დღეს,+ ამბობდნენ: „შევცოდეთ იეჰოვას“.+ სამართალს განიკითხავდა+ სამუელი ისრაელის ძეებს შორის მიცფაში.  გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის ძეები მიცფაში შეკრებილიყვნენ, და გამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები+ ისრაელის ძეების წინააღმდეგ. გაიგეს ეს ისრაელის ძეებმა და შეეშინდათ ფილისტიმელების.+  უთხრეს ისრაელის ძეებმა სამუელს: „ნუ დადუმდები, შველა სთხოვე ჩვენი გულისთვის იეჰოვას, ჩვენს ღმერთს,+ რათა გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან“.  მოიყვანა სამუელმა მეძუძური ბატკანი და შესწირა იეჰოვას მთლიანად დასაწვავ შესაწირავად;+ მოუხმო სამუელმა იეჰოვას ისრაელის საშველად+ და იეჰოვამაც უპასუხა.+ 10  როცა სამუელი დასაწვავ შესაწირავს სწირავდა, ფილისტიმელები მიუახლოვდნენ ისრაელს საბრძოლველად. იმ დღეს დიდი ხმით+ დაიგრგვინა იეჰოვამ ფილისტიმელების წინააღმდეგ, რათა თავზარი დაეცა მათთვის;+ ასე დამარცხდნენ ისინი ისრაელის წინაშე.+ 11  გამოცვივდნენ ისრაელები მიცფიდან, დაედევნენ ფილისტიმელებს და გზადაგზა ხოცავდნენ მათ ბეთ-ქარის სამხრეთამდე. 12  აიღო სამუელმა ქვა,+ დადო მიცფასა და იეშანას შორის და ებენეზერი* უწოდა. ასე თქვა: „ამ დრომდე გვეხმარება იეჰოვა“.+ 13  დაიმორჩილეს ფილისტიმელები და აღარ მისულან ისინი ისრაელის მიწაზე.+ ფილისტიმელების წინააღმდეგ იყო მიმართული იეჰოვას ხელი სამუელის სიცოცხლეში.+ 14  ისრაელი უკან იბრუნებდა ფილისტიმელების მიერ წართმეულ ქალაქებს, ეკრონიდან გათამდე; ამ ქალაქების მიწებიც გამოიხსნეს ისრაელებმა ფილისტიმელთა ხელიდან. მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორეველებს შორის.+ 15  სამუელი მთელი სიცოცხლე ისრაელის მსაჯული იყო.+ 16  ყოველწლიურად დადიოდა ბეთელში,+ გილგალსა+ და მიცფაში,+ სამართალს განიკითხავდა ისრაელში+ ყველა ამ ადგილას 17  და რამაში+ ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქ უჩენდა სამართალს ისრაელს. იქ აუშენა სამსხვერპლო იეჰოვას.+

სქოლიოები

ნიშნავს დახმარების ქვას.