წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 5:1—12

5  ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ ფილისტიმელებმა ებენეზერიდან აშდოდში+ გადაიტანეს.  წაიღეს ფილისტიმელებმა ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი, დაგონის სახლში მიიტანეს და გვერდით დაუდგეს დაგონს.+  ადგნენ აშდოდელები დილით ადრე და ნახეს, რომ დაგონი პირქვე ეგდო იეჰოვას კიდობნის წინ.+ აიღეს დაგონი და ისევ თავის ადგილზე დააყენეს.+  ადგნენ მეორე დღეს დილით ადრე და ნახეს, რომ იეჰოვას კიდობნის წინ ისევ პირქვე ეგდო დაგონი, მისი თავი და ორივე ხელის მტევანი კი ზღურბლთან ეყარა;+ მხოლოდ თევზის ტანი* შერჩენოდა.  აშდოდში დაგონის ზღურბლზე დღემდე ამიტომ არ ადგამენ ფეხს დაგონის ქურუმები და დაგონის სახლში შემსვლელები.  დამძიმდა იეჰოვას ხელი+ აშდოდელებზე; შეაძრწუნა ისინი და ბუასილი+ შეჰყარა აშდოდსა და მთელ იმ მიწას.  ხედავდნენ აშდოდელები, რაც ხდებოდა, და ამბობდნენ: „ნუ გავაჩერებთ ისრაელის ღვთის კიდობანს ჩვენ შორის, რადგან დამძიმდა მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე*, დაგონზე“.+  გაგზავნეს კაცები, შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს?“ ბოლოს თქვეს: „გათში+ გადავიტანოთ ისრაელის ღვთის კიდობანი“, და ისრაელის ღვთის კიდობანი იქ წაიღეს.  იქ რომ მიიტანეს, იეჰოვას ხელმა+ აურზაური შეიტანა ქალაქში; დაჰკრა ქალაქის მცხოვრებლებს და დიდიან-პატარიანად ყველას ბუასილი+ შეჰყარა. 10  ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი ეკრონში+ გადაიტანეს. როგორც კი ეკრონში მიიტანეს ღვთის კიდობანი, ეკრონელებმა ყვირილი მორთეს: „ჩვენთან მოიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ დავიხოცოთ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“+ 11  გაგზავნეს კაცები, შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „წაიღეთ აქედან ისრაელის ღვთის კიდობანი და თავის ადგილზე დააბრუნეთ, რომ არც ჩვენ დავიხოცოთ და არც ჩვენი ხალხი“. სიკვდილის შიშით აურზაურმა მოიცვა ქალაქი.+ მეტისმეტად დამძიმდა იქ ჭეშმარიტი ღვთის ხელი;+ 12  ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუასილი+ შეეყარა. შველას ითხოვდნენ და ცამდე აღწევდა მათი ღაღადი.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მხოლოდ დაგონი. დაგონის კერპი, როგორც ჩანს, ნახევრად კაცს და ნახევრად თევზს ჰგავდა.
სიტყვასიტყვით — ღმერთებზე, მიუთითებს დაგონის აღმატებულობაზე. შეადარეთ მსჯ. 16:23-ის სქოლიოს.