არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 31:1—13

31  შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელს+ და უკუიქცა ისრაელი. გილბოას+ მთაზე ეცემოდნენ დახოცილები.+  დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა საულის ვაჟები: იონათანი,+ აბინადაბი+ და მალქი-შუა.+  სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. ბოლოს იპოვეს იგი ისრის მსროლელებმა, მშვილდოსნებმა, და მძიმედ დაჭრეს.+  უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: „იშიშვლე მახვილი+ და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ ეს წინადაუცვეთელები,+ არ მომკლან და არ შეურაცხმყონ“. არ უნდოდა მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება,+ რადგან ძალიან ეშინოდა, ამიტომ თვითონ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.+  როცა დაინახა მისმა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული,+ თვითონაც ზედ დაეგო თავის მახვილს და მასთან ერთად მოკვდა.+  ერთად დაიხოცნენ იმ დღეს საული, მისი სამი ვაჟი, საჭურველთმტვირთველი და მთელი მისი ხალხი.+  როცა დაინახეს ველზე მცხოვრებმა და იორდანის გაღმა მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ გაიქცნენ ისრაელები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ.+ მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იმ ქალაქებში.+  მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა+ გასაძარცვავად და ნახეს გილბოას+ მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟი.  მოჰკვეთეს მას თავი,+ აჰყარეს საჭურველი და დაგზავნეს მაცნეები+ ფილისტიმელთა მთელ მიწაზე, რომ ეცნობებინათ ეს ამბავი საკერპოებისა+ და ხალხისთვის. 10  მისი საჭურველი+ აშთორეთების+ საკერპოში დადეს, მისი გვამი კი ბეთ-შანის+ კედელზე ჩამოკიდეს. 11  გაიგეს იაბეშ-გალაადის+ მცხოვრებლებმა, რაც ფილისტიმელებმა საულს დამართეს. 12  მაშინვე ადგნენ მამაცი კაცები და მთელი ღამე იარეს. ჩამოხსნეს საულისა და მისი ვაჟების გვამები ბეთ-შანის კედლიდან, წაიღეს იაბეშში და იქ დაწვეს.+ 13  აკრიფეს მათი ძვლები,+ იაბეშში დამარხეს+ იალღუნის+ ხის ქვეშ და შვიდ დღეს იმარხულეს.+

სქოლიოები