წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 30:1—31

30  მესამე დღეს, სანამ დავითი და მისი ხალხი ციკლაგში+ მივიდოდნენ, ამალეკელები+ სამხრეთსა და ციკლაგს დაესხნენ. გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს;  ტყვედ წაასხეს ქალები+ და ყველა დიდიან-პატარიანად, ვინც იქ იყო. არავინ მოუკლავთ, ყველა თან წაიყვანეს და წავიდნენ.  მივიდნენ დავითი და მისი ხალხი ქალაქში და რას ხედავენ! გადამწვარია ქალაქი, მათი ცოლები, ვაჟები და ასულები კი ტყვედ არიან წაყვანილნი.  დავითი და მისი ხალხი მოთქვამდნენ და ხმამაღლა ტიროდნენ,+ სანამ ძალა არ გამოელიათ.  ტყვედ იყო წაყვანილი დავითის ორივე ცოლი: იზრეელელი ახინოამი+ და ქარმელელი ნაბალის ქვრივი აბიგაილი.+  დამწუხრდა დავითი,+ რადგან თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო სულგამწარებული+ ხალხი ჩაქოლვას უპირებდა,+ მაგრამ იეჰოვათი, თავისი ღვთით გაიმხნევა თავი დავითმა.+  უთხრა დავითმა აბიათარ+ მღვდელს, ახიმელექის ვაჟს: „მომიტანე ეფოდი“.+ მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი.  დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?“ მან მიუგო:+ „დაედევნე, დაეწევი და გამოიხსნი ხალხს“.+  წავიდა დავითი ექვსასი კაცითურთ+ და მივიდა ბესორის ხევთან, ნაწილი იქ დარჩა. 10  დაედევნა დავითი+ ოთხასი კაცით, ორასი კაცი კი, რომლებმაც მეტისმეტი დაღლილობის გამო ვერ გადალახეს ბესორის ხევი,+ იქ დარჩა. 11  მინდორში ერთი ეგვიპტელი+ კაცი იპოვეს და დავითს მიუყვანეს; პური აჭამეს და წყალი დაალევინეს. 12  მისცეს მას ერთი ნაჭერი ლეღვის კვერი და ქიშმიშის ორი კვერი.+ შეჭამა და მოსულიერდა;+ სამი დღე-ღამე არაფერი ეჭამა. 13  ჰკითხა მას დავითმა: „ვისი ხარ და საიდანა ხარ?“ მან მიუგო: „ეგვიპტელი მსახური ვარ, ამალეკელი კაცის მონა. ავად გავხდი სამი დღის წინ და მიმატოვა ჩემმა ბატონმა.+ 14  თავს დავესხით ქერეთელებს+ სამხრეთიდან, იუდას მხარეს, ქალებ იეფუნეს ძის+ სამხრეთით, და გადავწვით ციკლაგი“. 15  დავითმა ჰკითხა მას: „ჩამიყვან იმ ურდომდე?“ მან მიუგო: „ღვთის სახელით შემომფიცე,+ რომ არ მომკლავ და არ ჩამაგდებ ჩემი ბატონის ხელში,+ და ჩაგიყვან იმ ურდომდე“. 16  ჩაიყვანა იგი,+ ისინი კი მთელ არემარეზე იყვნენ გაფანტულნი, ჭამდნენ, სვამდნენ და ზეიმობდნენ+ ფილისტიმელთა და იუდას მიწიდან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.+ 17  ხოცავდა მათ დავითი გარიჟრაჟიდან საღამომდე, ანადგურებდა; არავინ გადარჩენილა+ აქლემებით გაქცეული ოთხასი კაცის გარდა. 18  დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც ამალეკელებს ჰქონდათ წაღებული,+ თავისი ორივე ცოლიც დაიბრუნა დავითმა. 19  არავინ დაჰკლებიათ, არც დიდი და არც პატარა, არც ვაჟები, არც ასულები, არც არაფერი წაღებული ნადავლიდან.+ ყველაფერი დაიბრუნა დავითმა. 20  წამოასხა მან მთელი ცხვარ-ძროხა და მოერეკებოდნენ მათ თავიანთი პირუტყვის წინ, ამბობდნენ, ეს დავითის ნადავლიაო.+ 21  მივიდა დავითი იმ ორას კაცთან,+ რომლებიც მეტისმეტი დაღლილობის გამო ვერ წავიდნენ დავითთან ერთად და ბესორის ხევთან დატოვეს. შეეგებნენ ისინი დავითსა და მის ხალხს. მიუახლოვდა დავითი ხალხს და მოიკითხა. 22  დავითთან ერთად წასული ხალხიდან ბოროტი და უვარგისი კაცები+ ამბობდნენ: „არაფერი მივცეთ დაბრუნებული ნადავლიდან, რადგან არ წამოგვყვნენ, მივცეთ თავიანთი ცოლები და ვაჟები და წავიდნენ“. 23  მაგრამ უთხრა მათ დავითმა: „ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან იეჰოვას მოცემულია+ ეს ყველაფერი. მან დაგვიცვა+ და მან ჩაგვიგდო ხელში მოწინააღმდეგეთა ურდო.+ 24  ვინ დაგიჭერთ მხარს ამ საქმეში? წილი ბრძოლიდან დაბრუნებულებსაც შეხვდებათ და ბარგთან+ დარჩენილებსაც. ყველას შეხვდება წილი“.+ 25  იმ დღიდან მოყოლებული ეს არის წესი და სამართალი+ ისრაელისთვის დღემდე. 26  როცა დავითი ციკლაგში მივიდა, ნადავლის ნაწილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს გაუგზავნა+ და შეუთვალა: „მიიღეთ ეს ძღვენი,+ კურთხევა, იეჰოვას მტრების ნადავლიდან“. 27  გაგზავნა, ბეთელში,+ სამხრეთ რამოთში,+ იათირში,+ 28  აროერში, სიფმოთში, ეშთემოაში,+ 29  რაქალში, იერახმეელთა+ ქალაქებში, კენიელთა+ ქალაქებში, 30  ხორმაში,+ ბორაშანში,+ ათაქში, 31  ხებრონში+ — ყველგან, სადაც დავითი თავის ხალხთან ერთად დადიოდა.

სქოლიოები