არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 3:1—21

3  მაშინ ყმაწვილი სამუელი იეჰოვას ემსახურებოდა+ ელისთან. იმ დროს იშვიათად ცხადდებოდა+ იეჰოვას სიტყვა;+ არც ხილვები+ იყო ხშირი.  ერთ დღეს ელი იწვა. მას თვალთ აკლდა+ და ვერ ხედავდა.  ჯერ არ ჩამქრალიყო ღვთის ლამპარი. სამუელი იეჰოვას ტაძარში იწვა,+ სადაც ღვთის კიდობანი იყო.  იეჰოვამ სამუელს მოუხმო. მან მიუგო: „აქა ვარ“.+  გაიქცა ელისთან და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. მან მიუგო: „არ დამიძახია, წადი, დაწექი“. ისიც წავიდა და დაწვა.  კვლავ მოუხმო იეჰოვამ: „სამუელ!“+ ადგა სამუელი, ელისთან მივიდა და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. მან მიუგო: „არ დამიძახია, შვილო,+ წადი, დაწექი“.  (სამუელი ჯერ არ იცნობდა იეჰოვას, ჯერ არ გამოსცხადებოდა მას იეჰოვას სიტყვა).+  მესამედაც დაუძახა იეჰოვამ: „სამუელ!“ წამოდგა, ელისთან მივიდა და უთხრა: „აქა ვარ, ხომ დამიძახე“. მიხვდა ელი, რომ იეჰოვა ეძახდა ყმაწვილს.  ბოლოს ელიმ სამუელს უთხრა: „წადი, დაწექი და თუ კიდევ მოგიხმობს, ასე უთხარი, მითხარი, იეჰოვა, გისმენს-თქო შენი მსახური“. წავიდა სამუელი და დაწვა. 10  მივიდა იეჰოვა, დადგა და წინანდებურად მოუხმო: „სამუელ, სამუელ!“ სამუელმა მიუგო: „მითხარი, გისმენს შენი მსახური“.+ 11  უთხრა იეჰოვამ სამუელს: „ისეთ რამეს მოვახდენ+ ისრაელში, რომ ვინც გაიგებს, ყურები შუილს დაუწყებს.+ 12  ყველაფერს ავუხდენ ელის, რაც მის სახლეულობაზე ვთქვი, თავიდან ბოლომდე.+ 13  უთხარი მას, რომ სამარადისოდ გავასამართლებ მის სახლეულობას+ იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან იცის,+ რადგან წყევლიან ღმერთს მისი ვაჟები,+ ის კი არ კიცხავს მათ.+ 14  ამიტომ დავიფიცე ელის სახლეულობაზე, რომ დანაშაულის გამო ელის სახლეულობა ვერასდროს გათავისუფლდება დასჯისგან მსხვერპლითა და შესაწირავით“.+ 15  დილამდე იწვა სამუელი. შემდეგ გააღო იეჰოვას სახლის კარები.+ ეშინოდა სამუელს, ელისთვის ეთქვა ხილვაში ნანახი.+ 16  მოუხმო ელიმ სამუელს: „სამუელ, შვილო!“ მან მიუგო: „აქა ვარ“. 17  მან უთხრა: „რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ.+ ასე გიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ მის ნათქვამ ერთ სიტყვას მაინც დამიმალავ“. 18  სამუელი ყველაფერს მოუყვა, არაფერი დაუმალავს. მან მიუგო: „ეს იეჰოვაა. გააკეთოს, რასაც ინებებს“.+ 19  იზრდებოდა სამუელი და იეჰოვა იყო მასთან.+ არც ერთი მისი სიტყვა არ დარჩენილა შეუსრულებელი*.+ 20  გაიგო მთელმა ისრაელმა დანიდან ბეერ-შებამდე,+ რომ სამუელი იეჰოვას წინასწარმეტყველად იყო დანიშნული.+ 21  კვლავ ცხადდებოდა იეჰოვა+ შილოში მას შემდეგ, რაც იეჰოვა სამუელს იეჰოვას სიტყვით გამოეცხადა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — არ დაცემულა დედამიწაზე.