წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 27:1—12

27  გულში თქვა დავითმა: „ერთ დღესაც საულის ხელით მოვკვდები. მირჩევნია, ფილისტიმელთა+ მიწაზე გავიქცე;+ მომეშვება საული, აღარ დამიწყებს ძებნას მთელ ისრაელში+ და გადავურჩები“.  ადგა დავითი, თან წაიყვანა ექვსასი კაცი+ და მივიდნენ გათის მეფე აქიშთან,+ მაოქის ძესთან.  გათში აქიშთან ცხოვრობდა დავითი, თვითონ და მისი ხალხი ოჯახებითურთ.+ დავითი თავის ორ ცოლთან ერთად იყო, იზრეელელ ახინოამთან+ და ქარმელელ აბიგაილთან,+ ნაბალის ქვრივთან.  შეატყობინეს საულს, დავითი გათში გაიქცაო, და მეტად აღარ უძებნია იგი.+  უთხრა დავითმა აქიშს: „თუ ვპოვე წყალობა შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე პატარა ქალაქში. რატომ უნდა იცხოვროს შენმა მსახურმა სამეფო ქალაქში შენ გვერდით?“  აქიშმა მას ციკლაგი+ მისცა. ამიტომაა ციკლაგი დღემდე იუდას მეფეთა ქალაქი.  წელიწადი და ოთხი თვე იცხოვრა დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.+  ადიოდნენ დავითი და მისი ხალხი და თავს ესხმოდნენ გეშურელებს,+ გიზრელებსა და ამალეკელებს.+ მათი საცხოვრებელი ადგილი თელამიდან+ შურამდე+ და ეგვიპტის მიწამდე იყო გადაჭიმული.  ესხმოდა დავითი თავს იმ მიწას და ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს;+ მოჰყავდა ცხვარ-ძროხა, ვირები, აქლემები, მოჰქონდა ტანსაცმელი და ბრუნდებოდა აქიშთან. 10  ჰკითხავდა აქიში, დღეს სად დათარეშობდითო? დავითი მიუგებდა,+ იუდას+ სამხრეთით, იერახმეელთა+ სამხრეთითა და კენიელთა+ სამხრეთითო. 11  არც კაცს ტოვებდა ცოცხალს დავითი და არც ქალს გათში წასაყვანად; ამბობდა, არ თქვან ჩვენზე, ამასა და ამას სჩადიოდაო დავითი+ (ასე აკეთებდა დავითი, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდა). 12  ბოლოს ენდო+ აქიში დავითს და თავისთვის თქვა, შეაძულა თავი ისრაელს, თავის ხალხს,+ და სამუდამოდ ჩემი მორჩილი გახდებაო.

სქოლიოები