არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 25:1—44

25  მოკვდა სამუელი;+ დაიტირა ის მთელმა ისრაელმა და დამარხეს+ თავის სახლში, რამაში.+ ადგა დავითი და ფარანის უდაბნოში+ ჩავიდა.  მაონში+ იყო ერთი კაცი, რომელსაც სამუშაო ქარმელში*+ ჰქონდა; ძალიან მდიდარი კაცი იყო, სამი ათასი ცხვარი ჰყავდა და ათასი თხა; ქარმელში იყო წასული ცხვრის გასაპარსად.+  მას ნაბალი+ ერქვა, ცოლს — აბიგაილი,+ რომელიც ძალიან გონიერი+ და ლამაზი ქალი იყო, მისი ქმარი კი — უხეში და ავისმქმნელი.+ ის ქალებ იეფუნეს ძის+ შთამომავალი იყო.  გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ნაბალი ცხვარს პარსავდა.+  გაგზავნა დავითმა ათი კაცი და უთხრა მათ: «ადით ქარმელში ნაბალთან, ჩემი სახელით მოიკითხეთ+  და ასე უთხარით ჩემს ძმას: „მშვიდობა შენ,+ მშვიდობა მთელ შენს სახლეულობას და მთელ შენს საბადებელს.  გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. როცა შენი მწყემსები ჩვენთან იყვნენ,+ არ შეგვიწუხებია+ და არც არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას.  ჰკითხე შენს კაცებს და გეტყვიან, რომ მადლი პოვონ ჩემმა კაცებმა შენს თვალში, რადგან კარგ დროს მოვედით. მიეცი, რაზეც ხელი მიგიწვდება, შენს მსახურებსა და შენს შვილს, დავითს“».+  მივიდნენ დავითის მსახურები და ყველაფერი მოახსენეს ნაბალს დავითის სახელით და დაელოდნენ. 10  მიუგო ნაბალმა დავითის მსახურებს: „ვინ არის დავითი?+ ვინ არის იესეს ვაჟი? მომრავლდნენ მსახურები, ბატონებს რომ გაურბიან.+ 11  უნდა ავიღო ჩემი პური,+ წყალი და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?“+ 12  უკან გამობრუნდნენ დავითის კაცები და ყველაფერი მოახსენეს მას. 13  მაშინვე უთხრა დავითმა თავის ხალხს: „მახვილები შემოირტყით!“+ მათაც შემოირტყეს მახვილები, მახვილი შემოირტყა დავითმაც; გაჰყვა დავითს დაახლოებით ოთხასი კაცი, ორასი კაცი კი ბარგთან დარჩა.+ 14  ერთმა კაცმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს, შეატყობინა: „დავითმა უდაბნოდან მაცნეები გამოგზავნა და ჩვენს ბატონს ყოველივე კარგი უსურვა, მან კი ყვირილით გაისტუმრა+ ისინი. 15  ძალიან კარგად გვექცეოდა ის ხალხი, არ შევუწუხებივართ და არაფერი დაგვკარგვია, სანამ მათთან ერთად დავდიოდით მინდორში.+ 16  კედლად+ გვედგნენ დღითა და ღამით, მთელი ის დრო, სანამ მათთან ვიყავით და ვმწყემსავდით ცხვარს. 17  ახლა იცი, რაც უნდა გააკეთო, რადგან უბედურება დაატყდება+ ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლს; თვითონ უვარგისი კაცია,+ მასთან ლაპარაკი არ შეიძლება“. 18  არ დააყოვნა აბიგაილმა,+ აიღო ორასი პური, ორი დიდი დოქი ღვინო,+ ხუთი გამზადებული ცხვარი,+ ხუთი სეა ქუმელი,+ ასი ქიშმიშის კვერი,+ ორასი ლეღვის კვერი+ და ვირებს აჰკიდა. 19  უთხრა თავის მსახურებს: „წინ წამიძეხით,+ მე უკან გამოგყვებით“, ნაბალისთვის კი, თავისი ქმრისთვის, არაფერი უთქვამს. 20  როცა ის ვირით+ მთიდან ჩამოდიოდა, დავითი და მისი ხალხი მისკენ მოემართებოდნენ. შეეგება მათ აბიგაილი. 21  დავითი ამბობდა: „სულ ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაჰკარგვია;+ ის კი სიკეთეს ბოროტებით მიხდის.+ 22  ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც,+ თუ დილამდე ერთი კედელთან+ მშარდავი* მაინც დავუტოვო“.+ 23  დავითის დანახვაზე დაუყოვნებლივ ჩამოხტა აბიგაილი ვირიდან, პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად+ თაყვანი სცა; 24  ფეხებში ჩაუვარდა+ და უთხრა: „ჩემზე იყოს დანაშაული,+ ჩემო ბატონო, ალაპარაკე შენი მხევალი, ყური დაუგდე+ და მოისმინე შენი მხევლის სიტყვები. 25  ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უვარგის+ კაცს, ნაბალს, რადგან, რაც სახელი აქვს, თვითონაც ის არის, ნაბალი ჰქვია და უგუნურია;+ შენს მხევალს კი არ უნახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ხალხი. 26  ჩემო ბატონო, იეჰოვასა+ და შენ წინაშე ვფიცავ,+ რომ იეჰოვამ შეგაკავა+ სისხლის ღვრისგან+ და იმისგან, რომ შენივე ხელით გეხსნა საკუთარი თავი.+ ნაბალს დაემსგავსოს შენი მტერი და ის, ვისაც ბოროტი განუზრახავს ჩემი ბატონისთვის.+ 27  ეს ძღვენი, რაც შენმა მხევალმა კურთხევის ნიშნად+ მოუტანა ჩემს ბატონს, იმათთვის არის, ვინც ჩემს ბატონს ფეხდაფეხ+ დაჰყვება. 28  გთხოვ, აპატიე ცოდვა შენს მხევალს,+ რადგან იეჰოვა განამტკიცებს ჩემი ბატონის სახლს,+ რადგან იეჰოვას ომებს ეწევა ჩემი ბატონი+ და ცუდი არაფერია შენში მთელი შენი დღეები.+ 29  როცა ვინმე დაედევნება შენს სულს მოსაკლავად, სიცოცხლის ქისაში+ ექნება შენახული ჩემი ბატონის სული იეჰოვას, შენს ღმერთს;+ შენი მტრის სულს კი შურდულით მოისვრის.+ 30  როცა შეუსრულებს იეჰოვა ჩემს ბატონს ყოველივე კარგს, რასაც დაჰპირდა, დაგნიშნავს ისრაელის წინამძღოლად+ 31  და არ დასდებს ჩემს ბატონს გული მსჯავრს უმიზეზოდ დაღვრილი სისხლისა+ და იმის გამო, რომ საკუთარი ხელით იხსნა თავი.+ როცა იეჰოვა სიკეთეს უზამს ჩემს ბატონს, გამიხსენე+ შენი მხევალი“. 32  მიუგო დავითმა აბიგაილს: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რომელმაც ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა დღეს! 33  კურთხეული იყოს შენი გონიერება+ და კურთხეული იყავ შენ, რადგან შემაკავე სისხლის ღვრისგან+ და იმისგან, რომ ჩემი ხელით მეხსნა თავი.+ 34  ვფიცავ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის.+ რომ არ გეჩქარა ჩემ შესახვედრად,+ ნაბალს ერთი კედელთან მშარდავიც კი არ დარჩებოდა გათენებამდე“.+ 35  გამოართვა დავითმა მას, რაც მოუტანა, და უთხრა: „წადი სახლში მშვიდობით,+ მოგისმინე და ანგარიში გაგიწიე“.+ 36  მივიდა აბიგაილი ნაბალთან, ნაბალს კი მეფური ნადიმი გაემართა სახლში;+ ხარობდა ნაბალის გული და ძალიან მთვრალი+ იყო; აბიგაილს დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის, არც მცირე და არც დიდი. 37  დილით, როცა ნაბალი ღვინისგან გამოფხიზლდა, ცოლი ყველაფერს მოუყვა. გული+ ჩაუკვდა ნაბალს და გაქვავდა კაცი. 38  ათი დღის შემდეგ დაჰკრა+ იეჰოვამ ნაბალს და მოკვდა. 39  გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილის ამბავი და თქვა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, რომელმაც ჩემი შეურაცხყოფისთვის+ სამართალი გამიჩინა+ და გამათავისუფლა ნაბალის ხელიდან; დაიცვა თავისი მსახური ბოროტების ჩადენისგან+ და ნაბალს თავისივე ბოროტება დაატეხა თავზე იეჰოვამ!“+ მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა.+ 40  მივიდნენ დავითის მსახურები აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: „დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად წაგიყვანოს“. 41  წამოდგა აბიგაილი, პირქვე დაემხო, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რათა ჩემი ბატონის მსახურებს+ ფეხები დაბანოს“.+ 42  სწრაფად ადგა აბიგაილი,+ ვირით წავიდა+ და ხუთი მოახლე გაიყოლა; გაჰყვა დავითის მაცნეებს და გახდა მისი ცოლი. 43  დავითმა იზრეელიდან+ ახინოამიც+ მოიყვანა და ორივენი მისი ცოლები გახდნენ.+ 44  საულმა კი თავისი ასული მიქალი,+ დავითის ცოლი, ფალტის+ მიათხოვა, გალიმელი+ ლაიშის ვაჟს.

სქოლიოები

ქალაქი იუდას მთიან მხარეში, ხებრონიდან 12 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთით. არ იგულისხმება ქარმელის მთა. იხილეთ იეს. 15:20, 54, 55.
ებრაული იდიომი „კედელთან მშარდავი“ გულისხმობს მამაკაცებს.