წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 18:1—30

18  დაამთავრა მან საულთან საუბარი; შეეკრა+ იონათანის+ სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი.+  იმ დღეს საულმა წაიყვანა იგი და არ გაუშვა მამამისის სახლში.+  შეჰფიცეს ერთმანეთს დავითმა და იონათანმა,+ რადგან მას საკუთარი სულივით უყვარდა მისი სული.+  გაიხადა იონათანმა მოსასხამი და დავითს მისცა, აგრეთვე ტანსაცმელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.  დადიოდა დავითი საბრძოლველად. სადაც არ უნდა გაეგზავნა საულს, ყოველთვის ბრძნულად მოქმედებდა+ და საულმა ის ლაშქრის მეთაურად დანიშნა.+ მოეწონათ ეს საულის ხალხსა და მის მსახურებს.  ფილისტიმელები რომ დაამარცხა დავითმა და უკან ბრუნდებოდნენ, გამოვიდნენ ქალები ისრაელის ქალაქებიდან სიმღერითა+ და ცეკვით, დაირებით,+ ყიჟინითა+ და სიმებიანი საკრავებით საულთან შესაგებებლად.  მხიარულობდნენ ქალები და ამბობდნენ, საულმა ათასი მოკლა, დავითმა ათი ათასიო.+  განრისხდა+ საული, არ მოეწონა მათი ნათქვამი და თქვა: „დავითს ათი ათასი მისცეს, მე კი — ათასი. მეფობაღა აკლია!“+  იმ დღიდან საული ეჭვის თვალით უყურებდა დავითს.+ 10  მეორე დღეს+ მასზე ღვთის ბოროტი სული ამოქმედდა+ და წინასწარმეტყველებდა*+ იგი სახლში, დავითი კი უწინდებურად უკრავდა.+ საულს ხელში შუბი ეჭირა.+ 11  გაუქანა შუბი+ და თქვა: „კედელზე მივაჭედებ დავითს!“+ მაგრამ ორჯერ გაუსხლტა დავითი.+ 12  შეეშინდა საულს დავითისა,+ რადგან იეჰოვა იყო მასთან,+ საულთან კი აღარ იყო.+ 13  მოიშორა საულმა დავითი+ და ათასისთავად დანიშნა. გადიოდა დავითი და შემოდიოდა ხალხის წინაშე.+ 14  კვლავინდებურად ყოველმხრივ ბრძნულად მოქმედებდა დავითი+ და იეჰოვა იყო მასთან.+ 15  ხედავდა საული, რომ ბრძნულად მოქმედებდა+ იგი და ეშინოდა მისი. 16  უყვარდა დავითი მთელ ისრაელსა და იუდას, რადგან გადიოდა და შემოდიოდა მათ წინაშე. 17  ბოლოს საულმა დავითს უთხრა: „ჩემს უფროს ასულს, მერაბს+ მოგათხოვებ,+ თუ გულადი იქნები და იეჰოვას ომებს წარმართავ“,+ თავისთვის კი თქვა საულმა: „ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს“.+ 18  დავითმა მიუგო საულს: „ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სანათესავო, მამაჩემის საგვარეულო ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“+ 19  საულის ასული მერაბი, რომელიც დავითისთვის უნდა მიეთხოვებინათ, უკვე მეჰოლათელი+ ადრიელის+ ცოლი იყო. 20  მიქალს,+ საულის მეორე ასულს, შეუყვარდა დავითი; შეატყობინეს ეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი. 21  საულმა თქვა: „მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს,+ და ფილისტიმელებს ჩაუვარდეს ხელში“. უთხრა საულმა დავითს: „ერთ-ერთი ქალით მაინც დამიმოყვრდები დღეს“. 22  საულმა თავის მსახურებს უბრძანა: „ჩუმად უთხარით დავითს, მოსწონხარ მეფეს და ყველა მის მსახურს უყვარხარ-თქო, დაუმოყვრდი-თქო მეფეს“. 23  უთხრეს დავითს ეს სიტყვები საულის მსახურებმა, მაგრამ დავითმა მიუგო: „ადვილი გგონიათ მეფის მოყვრობა?! ერთი ღარიბი+ და უბრალო კაცი ვარ“.+ 24  შეატყობინეს საულს თავისმა მსახურებმა, ასე თქვაო დავითმა. 25  საულმა უთხრა: „ასე უთხარით დავითს: მეფეს ურვადი+ არ უნდა, ასი ფილისტიმელის ჩუჩა+ მიუტანე, რომ მეფემ შური იძიოს+ თავის მტრებზე-თქო“. საულს განზრახული ჰქონდა, რომ ფილისტიმელთა ხელში ჩაეგდო დავითი. 26  შეატყობინეს ეს სიტყვები დავითს და მოეწონა, რომ მეფესთან დამოყვრების+ შესაძლებლობა მიეცა; დანიშნული დრო ჯერ არ იყო გასული. 27  ადგა დავითი თავის ხალხთან ერთად, მოკლა+ ორასი ფილისტიმელი და უკლებლივ მიუტანა მეფეს მათი ჩუჩები,+ რომ დამოყვრებოდა მეფეს. საულმაც მიათხოვა მას თავისი ასული მიქალი.+ 28  ხედავდა საული და იცოდა, რომ იეჰოვა იყო დავითთან.+ უყვარდა იგი მიქალს, საულის ასულს.+ 29  და კიდევ უფრო შეეშინდა საულს დავითისა და სამუდამო მტრად ექცა.+ 30  გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავრები+ და რამდენჯერაც არ უნდა გამოსულიყვნენ, ყველაზე ბრძნულად საულის მსახურებს შორის დავითი მოქმედებდა.+ დიდად გაითქვა სახელი დავითმა.+

სქოლიოები

ან წინასწარმეტყველივით იქცეოდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.