წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 17:1—58

17  შეკრიბეს ფილისტიმელებმა+ საომრად თავიანთი ბანაკები. შეიკრიბნენ ისინი იუდას სოქოსთან+ და ეფეს-დამიმში+ დაბანაკდნენ, სოქოსა და აზეკას+ შორის.  საული და ისრაელები კი ელაჰის+ ველზე შეიკრიბნენ და ფილისტიმელების დასახვედრად დაირაზმნენ.  ფილისტიმელები ერთ მთაზე იდგნენ, ისრაელები — მეორეზე, შუაში კი ველი იყო.  გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ერთი გათელი+ მეომარი, სახელად გოლიათი,+ სიმაღლით ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო.+  თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და ლითონის ფირფიტებიანი ჯავშანი ეცვა; ჯავშანი+ ხუთი ათას სპილენძის შეკელს იწონიდა.  ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა და ზურგზე — სპილენძის ხელშუბი;+  მის შუბს საქსოვი ლილვის სისხო ხის ტარი+ და რკინის პირი ჰქონდა და ექვსას შეკელს იწონიდა; მას წინ დიდი ფარის მტარებელი მოუძღოდა.  გაჩერდა იგი და ისრაელის მებრძოლებს შესძახა:+ „რას დარაზმულხართ საბრძოლველად? მე ფილისტიმელი ვარ, თქვენ კი — საულის მსახურები.+ ამოირჩიეთ თქვენგან კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.  თუ შემებრძოლება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით, მაგრამ თუ მე გავუმკლავდები და დავამარცხებ, თქვენ გახდით ჩვენი მსახურები და ჩვენ გვემსახურეთ“.+ 10  ფილისტიმელმა თქვა: „დასაცინს+ გავხდი დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი, რომ შევებათ ერთმანეთს!“+ 11  ფილისტიმელის სიტყვების გაგონებაზე შეძრწუნდნენ საული+ და ისრაელი და თავზარი დაეცათ.+ 12  იუდას ბეთლემში ცხოვრობდა ერთი ეფრათელი+ კაცი იესე, რომლის ერთ-ერთ ვაჟსაც დავითი ერქვა. იესეს რვა ვაჟი ჰყავდა.+ საულის დროს ის უკვე მოხუცებული იყო. 13  იესეს სამი უფროსი ვაჟი საულს გაჰყვა საბრძოლველად;+ პირმშოს ელიაბი+ ერქვა, მეორე ვაჟს — აბინადაბი+ და მესამეს — შამა.+ 14  დავითი უმცროსი იყო,+ საულს კი უფროსები გაჰყვნენ. 15  დავითი მიდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა მამამისის ცხვარი+ დაემწყემსა ბეთლემში. 16  გამოდიოდა ფილისტიმელი დილა-საღამოს ორმოცი დღე. 17  უთხრა იესემ თავის ვაჟს, დავითს: „წაუღე შენს ძმებს ბანაკში ერთი ეფა ქუმელი+ და ათი პური. 18  ეს ათი თავი ყველი* კი ათასისთავს წაუღე.+ მოიკითხე შენი ძმები+ და მოიტანე მათი ამბავი“. 19  საული, ისინი და მთელი ისრაელი ელაჰის ველზე+ იყვნენ და ფილისტიმელებს+ ებრძოდნენ. 20  ადგა დავითი დილაადრიან, ცხვარი ყარაულს დაუტოვა, აიღო, რაც წასაღები ჰქონდა, და წავიდა იესეს ბრძანებისამებრ.+ ბანაკს რომ მიადგა,+ ჯარი ბრძოლის ველზე+ გადიოდა. დასცეს მათ საბრძოლო ყიჟინა 21  და ისრაელი და ფილისტიმელები საბრძოლველად დაირაზმნენ. 22  დავითმა ტვირთის ყარაულს+ დაუტოვა ტვირთი+ და მაშინვე ბრძოლის ველისკენ გაიქცა. მივიდა თუ არა თავისი ძმები მოიკითხა.+ 23  ჯერ კიდევ მათ ელაპარაკებოდა, როცა ფილისტიმელთა რაზმიდან გამოვიდა გათელი+ მებრძოლი, სახელად გოლიათი,+ და წინანდებურად დაიწყო ლაპარაკი.+ გაიგონა ეს დავითმა. 24  მის დანახვაზე ისრაელები შეშინებულები გაიქცნენ.+ 25  ამბობდნენ ისრაელები: „დაინახეთ ის კაცი, აქ რომ ამოვიდა? ისრაელის დასაცინად+ ამოვიდა. ვინც მას დაამარცხებს, მეფე სიმდიდრით აავსებს, თავის ასულს მიათხოვებს+ და გაათავისუფლებს მისი მამის სახლს ისრაელში“.+ 26  დავითმა გვერდით მდგომთ ჰკითხა: „რას მისცემენ იმას, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს+ და სირცხვილს მოსწმენდს ისრაელს?+ ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი+ ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის რაზმს+ რომ დასცინის!“+ 27  ხალხმა უკვე ნათქვამი სიტყვები გაუმეორა: „ამასა და ამას მისცემენ მის დამმარცხებელს“. 28  გაიგონა მისმა უფროსმა ძმამ, ელიაბმა,+ რაც დავითმა ხალხს უთხრა, და გაბრაზებულმა+ ჰკითხა: „რატომ ჩამოხვედი? ვის დაუტოვე ის ფარა უდაბნოში?+ ვიცი შენი კადნიერებისა და ბოროტი გულის+ ამბავი, ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული“.+ 29  დავითმა მიუგო: „ასეთი რა ჩავიდინე? მხოლოდ სიტყვა ვთქვი“.+ 30  მიუბრუნდა ერთ-ერთ იქ მდგომს და იგივე ჰკითხა,+ რაც ადრე; ხალხმაც იგივე უპასუხა.+ 31  გაიგონეს დავითის სიტყვები და საულს მიუტანეს; მანაც მოაყვანინა იგი. 32  უთხრა დავითმა საულს: „ნურავის შეუკრთება გული მისი შიშით,+ წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს“.+ 33  მიუგო საულმა დავითს: „ვერ გახვალ მაგ ფილისტიმელთან საბრძოლველად,+ ჯერ კიდევ ყმაწვილი+ ხარ, ის კი ბავშვობიდან მეომარია“. 34  უთხრა დავითმა საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარის მწყემსია. ლომი+ ან დათვი რომ დაეცემოდა ფარას და ცხვარს გაიტაცებდა, 35  მე დავედევნებოდი, დავანარცხებდი+ და პირიდან ვტაცებდი ცხვარს; თუ შემომიბრუნდებოდა, ყბაში ვავლებდი ხელს, ისევ ვანარცხებდი და ვკლავდი. 36  ლომიც მოუკლავს შენს მსახურს და დათვიც; მაგ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც+ იმავეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღვთის+ რაზმებს+ დასცინა“.+ 37  დავითმა განაგრძო: „იეჰოვა, რომელმაც ლომისა და დათვის ტორებისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელის ხელიდანაც დამიხსნის“.+ მიუგო საულმა დავითს: „წადი, იეჰოვა იყოს შენთან“.+ 38  ჩააცვა საულმა დავითს თავისი ტანსაცმელი, თავზე მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა. 39  შემოირტყა დავითმა ტანსაცმელზე მახვილი, მაგრამ ვერ გაიარა, რადგან მიუჩვეველი იყო. უთხრა დავითმა საულს: „ასე ვერ ვივლი, მიუჩვეველი ვარ“. და მოიხსნა ისინი დავითმა.+ 40  აიღო ხელში თავისი ჯოხი, ხევში ხუთი მრგვალი ქვა აკრიფა და მწყემსის აბგაში ჩაიყარა, ხელში შურდული ეჭირა.+ და ფილისტიმელისკენ გაემართა. 41  გამოვიდა ფილისტიმელი და ისიც დავითისკენ გაემართა, წინ დიდი ფარის მტარებელი მოუძღოდა. 42  ფილისტიმელმა რომ გაიხედა და დავითი დაინახა, არაფრად ჩააგდო,+ რადგან ყმაწვილი+ იყო, წითური+ და ლამაზი.+ 43  ფილისტიმელმა უთხრა: „ძაღლი ვარ,+ ჯოხით რომ გამოდიხარ?“ და დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით.+ 44  უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „მოდი ერთი ცის ფრინველებს და მინდვრის მხეცებს მივუგდო შენი ხორცი“.+ 45  მიუგო დავითმა ფილისტიმელს: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ,+ მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით+ გამოვდივარ, ვისაც შენ დასცინე.+ 46  დღეს ჩამიგდებს ხელში შენს თავს იეჰოვა,+ დაგანარცხებ და თავს მოგკვეთ. ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი+ და მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი.+ 47  გაიგებს მთელი კრებული, რომ იეჰოვა არც მახვილით იხსნის+ და არც შუბით, რადგან იეჰოვასია ბრძოლა+ და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს“.+ 48  წამოდგა ფილისტიმელი და დავითისკენ გაემართა; დავითიც მაშინვე გაიქცა საბრძოლო რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად.+ 49  ჩაიყო დავითმა ხელი აბგაში, ამოიღო ქვა, შურდულით სტყორცნა+ და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ქვა შუბლში ჩაეჭედა და პირქვე დავარდა მიწაზე.+ 50  დავითმა შურდულითა და ქვით გაიმარჯვა ფილისტიმელზე, დაანარცხა და მოკლა; არ სჭერია დავითს ხელში მახვილი.+ 51  მიირბინა დავითმა და ზედ შესდგა ფილისტიმელს. ამოიღო მისი მახვილი+ ქარქაშიდან, თავი მოჰკვეთა და მოკლა.+ დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი ძლიერი მებრძოლი და გაიქცნენ.+ 52  წამოცვივდნენ ისრაელები და იუდეველები, დასცეს ყიჟინა და ველამდე+ სდიეს+ მათ, ეკრონის+ კარიბჭეებამდე; ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაარაიმის+ გზაზე, გათამდე და ეკრონამდე. 53  შემდეგ თავი დაანებეს ისრაელის ძეებმა ფილისტიმელთა დევნას, მობრუნდნენ და ბანაკები გაუძარცვეს+ მათ. 54  აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი+ და იერუსალიმში ჩაიტანა, მისი იარაღი კი თავის კარავში დააწყო.+ 55  საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გასული დავითი რომ დაინახა, აბნერს,+ თავის მხედართმთავარს ჰკითხა: „ვისი+ ბიჭია ეს,+ აბნერ?“ აბნერმა მიუგო: „შენმა სიცოცხლემ, არ ვიცი, მეფეო“. 56  მეფემ უთხრა: „გამოიკითხე, ვისი ბიჭია“. 57  როგორც კი დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, აბნერმა ის საულთან მიიყვანა ფილისტიმელის თავით+ ხელში. 58  საულმა ჰკითხა მას: „ვისი ბიჭი ხარ?“ დავითმა მიუგო: „შენი მსახურის, ბეთლემელი+ იესესი“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ათი ულუფა რძე.