წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 15:1—35

15  უთხრა სამუელმა საულს: «მე გამომგზავნა იეჰოვამ, რომ ისრაელის, მისი ხალხის მეფედ მეცხე.+ მოისმინე ახლა იეჰოვას სიტყვა.+  აი რა თქვა ლაშქართა ღმერთმა+ იეჰოვამ: „პასუხს მოვთხოვ+ ამალეკს იმისთვის, რაც მან ისრაელს გაუკეთა, როცა მას წინ გადაუდგა ეგვიპტიდან გამოსვლისას.+  ახლა წადი, დაეცი ამალეკს+ და გაანადგურე+ ის და მთელი მისი ქონება, არ დაინდო; მოკალი+ კაციც და ქალიც, ბავშვიც და ჩვილიც,+ ხარიც და ცხვარიც, აქლემიც და ვირიც“».+  შეკრიბა საულმა ხალხი და აღრიცხა ისინი თელაიმში:+ ორას ათი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდეველი.+  მიადგა საული ამალეკელთა ქალაქს და ხევთან ჩასაფრდა.  უთხრა საულმა კენიელებს:+ „წადით,+ გაეცალეთ ამალეკელებს, რათა მათთან ერთად არ აღგგავოთ; თქვენ სიკეთე* გაუკეთეთ ისრაელის ძეებს,+ როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ“.+ გაეცალნენ კენიელები ამალეკს.  უტევდა საული ამალეკს+ ხავილადან+ შურამდე,+ ეგვიპტის პირდაპირ.  ცოცხლად შეიპყრო ამალეკის მეფე აგაგი,+ ხალხი კი მახვილით გაანადგურა.+  დაინდეს საულმა და მისმა ხალხმა აგაგი, მისი საუკეთესო, ნასუქი ცხვარ-ძროხა,+ ვერძები და ყოველივე კარგი; არ ისურვეს მათი განადგურება.+ უვარგისი და გადასაგდები კი ყველაფერი გაანადგურეს. 10  გამოეცხადა სამუელს იეჰოვას სიტყვა: 11  „ვნანობ,+ საული რომ გავამეფე, რადგან განმიდგა+ და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს“.+ დამწუხრდა სამუელი+ და მთელი ღამე შეღაღადებდა იეჰოვას.+ 12  დილაადრიან ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა. შეატყობინეს სამუელს, საული ქარმელში+ ამოვიდა, თავისთვის სვეტი+ აღმართა, გაბრუნდა და გილგალში ჩავიდაო. 13  მივიდა სამუელი საულთან. უთხრა მას საულმა: „კურთხეული+ ხარ იეჰოვასგან, შევასრულე იეჰოვას სიტყვა“.+ 14  სამუელმა ჰკითხა: „საიდან მესმის ცხვარ-ძროხის ხმა?“+ 15  საულმა მიუგო: „ამალეკელებისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ხალხმა+ საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის მსხვერპლად შეეწირათ,+ დანარჩენი კი გავანადგურეთ“. 16  უთხრა სამუელმა საულს: „გაჩერდი! გეტყვი, რა მითხრა წუხელ იეჰოვამ“.+ მან მიუგო: „მითხარი!“ 17  უთხრა სამუელმა: «შენ არ იყავი, ისრაელის ტომთა მეთაურობას რომ უარობდი,+ პატარა ვარო, და შენ არ გცხო+ იეჰოვამ ისრაელის მეფედ? 18  დავალება მოგცა იეჰოვამ და გითხრა: „წადი, გაანადგურე ცოდვილები,+ ამალეკელები, მანამდე ებრძოლე, სანამ სულ არ გაწყვეტ“.+ 19  რატომ არ მოუსმინე იეჰოვას ხმას, რატომ დახარბდი ნადავლს+ და რატომ ჩაიდინე ბოროტება იეჰოვას თვალში?»+ 20  მიუგო საულმა სამუელს: „მე მოვუსმინე+ იეჰოვას ხმას და წავედი იეჰოვას დავალების შესასრულებლად. ამალეკის მეფე აგაგი+ წამოვიყვანე, ამალეკი კი გავანადგურე.+ 21  იქიდან, რაც გასანადგურებელი იყო, ხალხმა+ საუკეთესო ცხვარ-ძროხა წამოასხა, რომ შენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის შეეწირათ+ გილგალში“.+ 22  თქვა სამუელმა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი+ და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა? მოსმენა+ მსხვერპლზე უკეთესია+ და მორჩილება — ვერძის ქონზე!+ 23  ერთი ცოდვაა ურჩობა+ და მკითხაობა,+ კადნიერება და მაგიური ძალისა და თერაფიმის+ გამოყენება. როგორც შენ უარყავი იეჰოვას სიტყვა,+ ისიც ისე უარყოფს შენს მეფობას“.+ 24  უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე,+ დავარღვიე იეჰოვას ბრძანება და შენი სიტყვა, რადგან ხალხისა შემეშინდა+ და მათ ხმას მოვუსმინე. 25  მაპატიე+ ახლა ჩემი ცოდვა და გამომყევი, რათა დავემხო+ იეჰოვას წინაშე“. 26  მიუგო სამუელმა საულს: „არ გამოგყვები, რადგან უარყავი იეჰოვას სიტყვა; ამიტომ იეჰოვაც უარგყოფს და აღარ იქნები ისრაელის მეფე“.+ 27  გაბრუნდა თუ არა სამუელი, სტაცა მას საულმა ხელი მოსასხამზე და გაიგლიჯა+ მოსასხამი. 28  მიუგო მას სამუელმა: „დღეს გამოგგლიჯა+ იეჰოვამ ისრაელის მეფობა და შენს მოძმეს, შენზე უკეთესს მისცემს მას.+ 29  არ იცრუებს+ ისრაელის აღმატებულება,+ არ ინანებს იგი, რადგან კაცი არ არის, რომ ინანოს“.+ 30  მან მიუგო: „შევცოდე, მაგრამ პატივი დამდე+ ჩემი ხალხის უხუცესთა და ისრაელის წინაშე და გამომყევი, რომ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე დავემხო“.+ 31  გაჰყვა სამუელი საულს და დაემხო საული იეჰოვას წინაშე. 32  სამუელმა თქვა: „მომიყვანეთ ამალეკის მეფე აგაგი“. შეშინებული მივიდა აგაგი, მაგრამ თავისთვის თქვა, ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილიო. 33  სამუელმა უთხრა: „როგორც შენმა მახვილმა+ დატოვა ქალები უშვილოდ, დედაშენიც+ ისე დარჩება უშვილოდ“.+ აკუწა სამუელმა აგაგი გილგალში იეჰოვას წინაშე.+ 34  წავიდა სამუელი რამაში, საული კი თავის სახლში, საულის გიბაში+ დაბრუნდა. 35  ისე მოკვდა სამუელი, რომ აღარ უნახავს საული, რადგან წუხდა+ სამუელი საულზე. ინანა იეჰოვამ, რომ გაამეფა საული ისრაელზე.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.