წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 14:1—52

14  საულის ვაჟმა იონათანმა+ თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „წამო, გაღმა გავიდეთ, სადაც ფილისტიმელთა მოწინავე ჯარი დგას“. მამისთვის კი არაფერი უთქვამს.+  საული გიბას+ მახლობლად იყო, ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში; თან ექვსასი კაცი ახლდა+  (ეფოდს ატარებდა+ შილოში+ იეჰოვას მღვდლის, ელის+ ვაჟის, ფინხასის+ ვაჟის, იქაბოდის+ ძმის, ახიტუბის+ ვაჟი ახია). არ იცოდა ხალხმა, რომ იონათანი წასული იყო.  გასასვლელებს შორის, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე ჯართან+ უნდოდა მისვლა, ორივე მხარეს კლდის შვერილი იყო; ერთს ბოცეცი ერქვა, მეორეს კი — სენე.  ერთი შვერილი მიქმაშის+ გასწვრივ იყო ჩრდილოეთით, მეორე კი — გებას+ გასწვრივ სამხრეთით.  იონათანმა თავის მსახურს, საჭურველთმტვირთველს უთხრა: „წამო, გაღმა გავიდეთ, სადაც იმ წინადაუცვეთელთა+ მოწინავე ჯარი დგას, იქნებ გაგვამარჯვებინოს იეჰოვამ; ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, ბევრითაც იხსნის და მცირედითაც“.+  მისმა საჭურველთმტვირთველმა მიუგო: „ის გააკეთე, რაც გულში გაქვს, იქით წადი, საითაც გინდა. შენთანა ვარ ყველაფერში, რაც შენს გულს სწადია“.+  იონათანმა უთხრა: „გადავიდეთ და დავენახვოთ.  თუ გვეტყვიან, შეჩერდით, თქვენთან მოვალთო, გავჩერდეთ, ფეხი არ მოვიცვალოთ და არ ავიდეთ მათთან; 10  მაგრამ თუ გვეტყვიან, ამოდითო, ავიდეთ; იეჰოვა ჩაგვიგდებს მათ ხელში და ნიშანი+ იქნება ეს ჩვენთვის“. 11  ორივენი დაენახვნენ ფილისტიმელთა მოწინავე ჯარს. ფილისტიმელებმა თქვეს: „გამოდიან ებრაელები გამოქვაბულებიდან, სადაც იმალებოდნენ“.+ 12  მოწინავე ჯარმა იონათანსა და მის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „ამოდით და გიჩვენებთ სეირს!“+ მაშინვე უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: „მომყევი, რადგან იეჰოვამ ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს“.+ 13  ფორთხვით ადიოდა+ იონათანი, საჭურველთმტვირთველი კი უკან მიჰყვებოდა. ეცემოდნენ ისინი იონათანის წინაშე,+ მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან იდგა და ხოცავდა მათ.+ 14  პირველ ჯერზე იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ოცამდე კაცი მოკლეს დაახლოებით ნახევარი დღის სახნავ მიწაზე. 15  შიშმა+ შეიპყრო ბანაკი და მთელი მოწინავე ჯარი. მძარცველთა რაზმიც+ კი შიშმა მოიცვა; ზანზარი დაიწყო მიწამ+ და ღვთის შიშმა მოიცვა იქაურობა.+ 16  გაიხედეს საულის გუშაგებმა ბენიამინის გიბადან+ და რას ხედავენ! აქეთ-იქით აწყდება ხალხი.+ 17  საულმა თავისთან მყოფ ხალხს უთხრა: „აღრიცხეთ ხალხი და ნახეთ, ვინ არის წასული“. აღრიცხეს და ნახეს, რომ იონათანი და მისი საჭურველთმტვირთველი იქ არ იყვნენ. 18  უთხრა საულმა ახიას:+ „მოიტანე ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი!“+ (ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი იმ დღეს ისრაელის ძეებთან იყო).+ 19  სანამ საული მღვდელს ელაპარაკებოდა,+ ფილისტიმელთა ბანაკში აურზაური უფრო და უფრო მატულობდა. საულმა მღვდელს უთხრა: „დაუშვი ხელი!“ 20  შეიკრიბნენ საული და მასთან მყოფნი,+ მივიდნენ ბრძოლის ველზე და ნახეს, რომ დიდი არეულობის გამო მოძმეს მოძმეზე აღემართა მახვილი.+ 21  ის ებრაელებიც კი, რომლებიც ადრე ფილისტიმელებთან+ იყვნენ და ყველგან მათ ბანაკს დაჰყვებოდნენ, ისრაელს შეუერთდნენ, საულისა და იონათანის მხლებლებს. 22  ეფრემის მთიან მხარეში დამალულმა+ ისრაელებმაც გაიგეს, რომ უკუიქცნენ ფილისტიმელები, ისინიც ფეხდაფეხ მისდევდნენ მათ და თან ებრძოდნენ. 23  იხსნა+ იმ დღეს იეჰოვამ ისრაელი; ბრძოლა ბეთ-ავენამდე+ გრძელდებოდა. 24  დაიქანცნენ იმ დღეს ისრაელები, მაგრამ მაინც დააფიცა+ საულმა ხალხი: „წყეული იყოს, ვინც საღამომდე, ჩემს მტერზე შურისძიებამდე,+ პური ჭამოს!“ კაციშვილს არ ჩაუდია ლუკმა პირში.+ 25  წავიდა ხალხი ტყეში და ნახეს თაფლი+ მიწაზე. 26  შევიდა ხალხი ტყეში და რას ხედავენ! თაფლი იღვრება,+ მაგრამ არავის მიუტანია პირთან ხელი, რადგან ფიცის+ ეშინოდათ. 27  არ გაუგია იონათანს, რომ მამამისმა ხალხი დააფიცა.+ გაიწოდა ჯოხი, ჯოხის წვერი ფიჭაში ჩააწო, პირთან მიიტანა და თვალები გაუნათდა.+ 28  ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: „მამაშენმა საჯაროდ დააფიცა ხალხი, წყეული იყოს, ვინც დღეს პური ჭამოსო“+ (დაიღალა ხალხი).+ 29  იონათანმა მიუგო: „მამაჩემმა უბედურება+ დაატეხა ამ მიწას. ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, თაფლი რომ ვიგემე.+ 30  რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან+ რომ ეჭამა.+ მაშინ უფრო დიდი იქნებოდა ფილისტიმელების ხოცვა-ჟლეტა“.+ 31  დახოცეს მათ იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან+ აიალონამდე+ და დაიქანცა ხალხი.+ 32  მივარდა ხალხი ნადავლს,+ წამოასხეს ცხვარ-ძროხა, ხბოები, იქვე დაკლეს მიწაზე და სისხლიანად ჭამდნენ.+ 33  აცნობეს საულს, სცოდავსო ხალხი იეჰოვას, ხორცს სისხლიანად ჭამენო.+ მან მიუგო: „ვერაგობა ჩაგიდენიათ. ლოდი მომიგორეთ!“ 34  თქვა საულმა: „გადით ხალხში და უთხარით, ყველამ თითო ხარი და თითო ცხვარი მომიყვანოს, აქ დაკალით და ჭამეთ, ოღონდ ნუ შესცოდავთ იეჰოვას და ხორცს სისხლიანად ნუ შეჭამთ“.+ იმ ღამით ყველას თავისი ხელით მიჰყავდა ხარი და იქ კლავდა. 35  აუგო საულმა სამსხვერპლო+ იეჰოვას. მაშინ დაიწყო მან იეჰოვასთვის სამსხვერპლოების აგება.+ 36  საულმა თქვა: „ღამით დავეცეთ ფილისტიმელებს და დილამდე ვძარცვოთ,+ არავინ დავტოვოთ“.+ მათ მიუგეს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი“. მღვდელმა თქვა: „მოდი, ჭეშმარიტ ღმერთს მივმართოთ“.+ 37  დაეკითხა საული ღმერთს: „დავეცე ფილისტიმელებს?+ ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?“+ იმ დღეს პასუხი არ მიუღია.+ 38  საულმა ბრძანა: „თავკაცებო,+ ყველანი მოდით,+ გაარკვიეთ და გაიგეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი. 39  ცოცხალია იეჰოვა, ისრაელის მხსნელი, ჩემი ვაჟი იონათანიც რომ იყოს, უნდა მოკვდეს!“+ არავის გაუცია პასუხი. 40  უთხრა მან მთელ ისრაელს: „თქვენ ერთ მხარეს იყავით, მე და ჩემი ვაჟი იონათანი კი მეორე მხარეს ვიქნებით“. მიუგო ხალხმა საულს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი“.+ 41  სთხოვა საულმა იეჰოვას: „ისრაელის ღმერთო, მოგვეცი თუმიმი“.+ ხელი საულსა და იონათანს დაედო, ხალხი კი გავიდა.+ 42  საულმა თქვა: „ყარეთ წილი+ მე და ჩემს ვაჟს, იონათანს შორის“. ხელი იონათანს დაედო. 43  უთხრა საულმა იონათანს: „მითხარი, რა ჩაიდინე?“+ იონათანმა მიუგო: „თაფლი ვიგემე ჯოხის წვერით.+ აქა ვარ, დაე, მოვკვდე!“ 44  საულმა უთხრა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ არ მოკვდე,+ იონათან!“ 45  მიუგო ხალხმა საულს: „განა უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც დიდებულად იხსნა+ ისრაელი?! ეს არ მოხდება!+ ცოცხალია იეჰოვა,+ თმის ერთი ღერიც+ კი არ ჩამოვარდება მისი თავიდან, რადგან ღმერთმა გაამარჯვებინა“.+ ასე გადაარჩინა+ ხალხმა იონათანი სიკვდილს. 46  აღარ დასდევნებია საული ფილისტიმელებს და ისინიც თავის ადგილზე დაბრუნდნენ.+ 47  განიმტკიცა საულმა მეფობა ისრაელზე.+ ებრძოდა თავის მტერს, მოაბს,+ ამონის+ ძეებს, ედომს,+ ცობის+ მეფეებსა და ფილისტიმელებს;+ სადაც მივიდოდა, ყველგან მსჯავრს აღასრულებდა.+ 48  მამაცურად მოქმედებდა;+ დაამარცხა ამალეკი+ და ისრაელი მძარცველთა ხელიდან იხსნა. 49  საულის ვაჟები იყვნენ: იონათანი,+ იშვი და მალქი-შუა,+ მის ასულთაგან პირმშოს მერაბი+ ერქვა, უმცროსს კი — მიქალი.+ 50  საულს ცოლად ჰყავდა ახიმააცის ასული ახინოამი. მისი მხედართმთავარი იყო აბნერი,+ საულის ბიძის, ნერის ვაჟი. 51  საულის მამა კიში+ იყო, ნერი+ კი, აბნერის მამა, აბიელის ვაჟი იყო. 52  საულის დროს სასტიკი ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ.+ ვისაც კი ძლიერსა და მამაცს ნახავდა საული, ყველა თავისთან მიჰყავდა.+

სქოლიოები