წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 12:1—25

12  მიმართა სამუელმა მთელ ისრაელს: „მოგისმინეთ, რასაც მოითხოვდით,+ რომ მეფე დამეყენებინა თქვენთვის,+  და, აი, წინ მიგიძღვით მეფე.+ მე მოვხუცდი,+ გავჭაღარავდი,+ ჩემი ვაჟები კი თქვენთან არიან.+ სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.+  აქა ვარ, მამხილეთ იეჰოვასა და მისი ცხებულის+ წინაშე, თუ წამირთმევია ვინმესთვის ხარი ან ვირი,+ თუ გამომიძალავს ვინმესთვის რამე ან თუ დამიჩაგრავს, თუ ამიღია ვინმეს ხელიდან ქრთამი საქმეზე თვალის დასახუჭავად,+ და აგინაზღაურებთ“.+  მათ მიუგეს: „არც არავისთვის არაფერი გამოგიძალავს, არც დაგიჩაგრივართ და არც არავის ხელიდან აგიღია რამე“.+  მან უთხრა მათ: „იეჰოვაა მოწმე, მისი ცხებულიც+ მოწმეა დღეს, რომ ვერაფერი პოვეთ ჩემს ხელში“.+ მათ მიუგეს: „მოწმეა!“  სამუელმაც უთხრა ხალხს: «იეჰოვაა მოწმე, რომელმაც მოსესა და აარონის მეშვეობით გამოიყვანა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის მიწიდან.+  დადექით, რომ განგსაჯოთ იეჰოვას წინაშე და გიამბოთ იეჰოვას სიმართლის საქმეებზე,+ რაც მან თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის გააკეთა.  როცა იაკობი ეგვიპტეში ჩავიდა+ და თქვენმა მამა-პაპამ იეჰოვას შველა სთხოვა,+ გაგზავნა იეჰოვამ მოსე+ და აარონი, რომ გამოეყვანათ თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაესახლებინათ,+  მაგრამ დაივიწყეს მათ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი,+ და მანაც ჩაუგდო* ისინი ხელში+ ხაცორის ჯარის მეთაურს, სისერას,+ ფილისტიმელებსა+ და მოაბის მეფეს+ და ებრძოდნენ ისინი მათ. 10  შველა სთხოვეს იეჰოვას:+ „შევცოდეთ,+ რადგან მივატოვეთ იეჰოვა და ბაალებსა+ და აშთორეთებს+ ვემსახურებოდით. გვიხსენი+ ჩვენი მტრის ხელიდან და შენ გემსახურებით“. 11  გამოგზავნა იეჰოვამ იერუბაალი,+ ბედანი, იფთახი+ და სამუელი+ და გიხსნათ თქვენ ირგვლივ მცხოვრები მტრების ხელიდან, რათა უსაფრთხოდ გეცხოვრათ.+ 12  როცა დაინახეთ, რომ ამონელთა მეფე ნახაში+ თქვენ წინააღმდეგ გამოვიდა, მეუბნებოდით, არა, მეფემ იმეფოს ჩვენზეო,+ როცა იეჰოვა, თქვენი ღმერთი იყო თქვენი მეფე.+ 13  დაგიყენათ იეჰოვამ თქვენი არჩეული მეფე,+ რომელიც მოითხოვეთ.+ 14  თუ გექნებათ იეჰოვას შიში,+ მას ემსახურებით,+ მის ხმას მოუსმენთ+ და არ ეურჩებით+ იეჰოვას ბრძანებას, მაშინ თქვენ და თქვენი მეფე თქვენი ღვთის, იეჰოვას მიმდევრები იქნებით; 15  მაგრამ თუ არ გაუგონებთ იეჰოვას ხმას+ და ეურჩებით იეჰოვას ბრძანებას,+ მაშინ იეჰოვას ხელი იქნება თქვენი და თქვენი მამების წინააღმდეგ.+ 16  დადექით და უყურეთ, რა დიდებულ საქმეს მოიმოქმედებს იეჰოვა თქვენ თვალწინ. 17  დღეს ხომ ხორბლის მკის+ დღეა? მოვუხმობ+ იეჰოვას, რომ ჭექა-ქუხილი და წვიმა მოავლინოს;+ მაშინ გაიგებთ და დაინახავთ, რომ დიდი ბოროტება ჩაიდინეთ+ იეჰოვას თვალში, მეფე რომ მოითხოვეთ». 18  მოუხმო სამუელმა იეჰოვას+ და მოავლინა იეჰოვამ ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს;+ ხალხს ძალიან შეეშინდა იეჰოვასი და სამუელისა. 19  სთხოვა ხალხმა სამუელს: „შეევედრე+ იეჰოვას, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისთვის, რადგან არ გვინდა სიკვდილი; ჩვენს ცოდვებს ხომ ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ“. 20  უთხრა სამუელმა ხალხს: „ნუ გეშინიათ,+ კი ჩაიდინეთ ეს ბოროტება, მაგრამ მთავარია, არ განუდგეთ იეჰოვას+ და მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას.+ 21  არ გაჰყვეთ უსარგებლო+ არარაობას,+ რაც ვერ გიხსნით, რადგან არარაობაა. 22  არ მიატოვებს იეჰოვა+ თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო,+ რადგან თვითონ იეჰოვამ მოისურვა, რომ მისი ხალხი გამხდარიყავით.+ 23  არ შევცოდავ იეჰოვას და არ შევწყვეტ თქვენთვის ლოცვას;+ მე გასწავლით+ კარგ+ და სწორ გზას, 24  ოღონდ გეშინოდეთ+ იეჰოვასი და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას მთელი გულით,+ რადგან ხედავთ, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედა მან თქვენთვის;+ 25  მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენთ,+ თქვენც აღიგვებით და თქვენი მეფეც“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.