წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 სამუელი 10:1—27

10  აიღო სამუელმა დოქით+ ზეთი, თავზე დაასხა საულს, აკოცა+ და უთხრა: «იეჰოვამ გცხო თავისი სამკვიდროს+ წინამძღოლად.+  დღეს ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის+ სამარხთან ბენიამინის მიწაზე, ცელცახთან; ისინი გეტყვიან: „იპოვეს ვირები, რომელთა საძებნელადაც იყავი წამოსული; თქვენზე დარდით სულ გადაავიწყდა მამაშენს ვირები.+ ამბობს, სად მოვძებნო ჩემი შვილიო“.+  გასცდები იმ ადგილს და მიხვალ თაბორის დიდ ხესთან, სადაც ბეთელში+ ჭეშმარიტ ღმერთთან მიმავალ სამ კაცს შეხვდები. ერთს სამი თიკანი+ ეყოლება თან, მეორეს სამი პური+ ექნება და მესამეს — დიდი დოქი ღვინო.+  მოგიკითხავენ+ და ორ პურს მოგცემენ, თქვენც გამოართვით.  ახვალთ ჭეშმარიტი ღვთის მაღლობზე,+ სადაც ფილისტიმელთა ჯარი+ დგას. ქალაქში შესვლისას მაღლობიდან ჩამომავალ+ წინასწარმეტყველთა ჯგუფს შეხვდებით,+ რომელთაც წინ მოუძღვებიან დაირით,+ სალამურით,+ ქნარითა+ და სხვა სიმებიანი საკრავით,+ თვითონ კი იწინასწარმეტყველებენ.  ამოქმედდება შენზე იეჰოვას სული,+ შენც მათთან ერთად დაიწყებ წინასწარმეტყველებას+ და სხვა კაცად იქცევი.  როცა ეს ნიშნები+ აგიხდება, ის გააკეთე, რაც შენს ხელს ძალუძს,+ რადგან ჭეშმარიტი ღმერთია შენთან.+  ჩემზე ადრე ჩახვალ გილგალში,+ მერე კი მეც ჩამოვალ დასაწვავი მსხვერპლისა და მშვიდობის+ მსხვერპლის შესაწირავად. შვიდ+ დღეს დამელოდე, სანამ არ მოვალ და არ გეტყვი, რა გააკეთო».  როგორც კი გაბრუნდა სამუელისგან, ღმერთმა გული გარდაუქმნა;+ ყველა ის ნიშანი+ ახდა იმ დღეს. 10  ავიდნენ მაღლობზე, სადაც წინასწარმეტყველთა ჯგუფს შეხვდნენ; მაშინვე ამოქმედდა მასზე ღვთის სული+ და მათთან ერთად დაიწყო წინასწარმეტყველება.+ 11  ვინც მას იცნობდა და დაინახა, რომ წინასწარმეტყველებთან ერთად წინასწარმეტყველებდა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რა დაემართაო კიშის ვაჟს. საულიც გაწინასწარმეტყველდაო?+ 12  ერთმა იქაურმა კაცმა იკითხა: „ვინ არის მათი მამა?“ მას შემდეგ ამბობენ,+ ნუთუ საულიც წინასწარმეტყველებსო? 13  დაასრულა წინასწარმეტყველება და მაღლობზე ავიდა. 14  საულის მამის ძმამ მას და მის მსახურს ჰკითხა: „სად იყავით?“ მათ მიუგეს: „ვირების+ საძებნელად წავედით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ და სამუელთან მივედით“. 15  საულის ბიძამ ჰკითხა: „მითხარით, რა გითხრათ სამუელმა?“ 16  საულმა მიუგო: „გვითხრა, ნაპოვნია ვირებიო და ასეც ყოფილა“. მეფობის ამბავი კი, რაზეც სამუელი ელაპარაკა, არ გაუმხელია.+ 17  მოუხმო სამუელმა ხალხს იეჰოვასთან მიცფაში+ 18  და უთხრა ისრაელის ძეებს: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა:+ „მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან+ და მე გიხსენით ეგვიპტისა და თქვენი შემავიწროებელი სამეფოების ხელიდან.+ 19  თქვენ კი უარყავით თქვენი ღმერთი,+ რომელმაც გიხსნათ ბოროტებისა და გასაჭირისგან; ამბობდით, მეფე დაგვიყენეო. დადექით ახლა იეჰოვას წინაშე ტომთა+ და ათასეულთა მიხედვით“». 20  გამოიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი+ და ბენიამინის ტომი გამოირჩა.+ 21  მერე ბენიამინის ტომი და მათი საგვარეულოები გამოიყვანა და მატრიელთა საგვარეულო გამოირჩა,+ ბოლოს კი — კიშის ვაჟი საული.+ ეძებეს იგი, მაგრამ ვერ იპოვეს. 22  ჰკითხეს+ იეჰოვას: „უკვე მოვიდა ის კაცი?“ იეჰოვამ მიუგო: „აი, ბარგს არის ამოფარებული“.+ 23  გაიქცნენ და გამოიყვანეს. ხალხში რომ ჩადგა, ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.+ 24  უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: „ხედავთ, ვინ ამოირჩია იეჰოვამ?+ მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი“. ხმამაღლა შესძახა ხალხმა: „დღეგრძელი იყოს მეფე!“+ 25  სამუელი ხალხს მეფის უფლებამოსილებაზე+ ელაპარაკა, წიგნში ჩაწერა და იეჰოვას წინაშე დადო, რის შემდეგაც სამუელმა ყველა თავ-თავის სახლში გაუშვა, 26  საულიც თავის სახლში წავიდა გიბაში.+ თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებსაც ღმერთი შეეხო.+ 27  უვარგისები+ ამბობდნენ, ამან როგორ უნდა გვიხსნასო.+ არაფრად ჩააგდეს იგი+ და არც ძღვენი მიართვეს,+ მას კი არაფერი უთქვამს.+

სქოლიოები