წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 პეტრე 4:1—19

4  ამიტომ, რადგან ქრისტე ხორცში იტანჯა,+ თქვენც აღიჭურვეთ იმავე განწყობით;+ ვინაიდან, ვინც ხორცში იტანჯა, ცოდვების ჩადენა შეწყვიტა,+  რათა ხორცში დარჩენილი დღეები ადამიანური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი აღარ გაეტარებინა,+ არამედ ღვთის ნების შესასრულებლად.+  თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ+ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით:+ ეძლეოდით თავაშვებულობას,+ ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას,+ ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას.+  ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ,+ და გგმობენ,+  მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე,+ ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად.+  მკვდრებსაც ამიტომ ეხარათ სასიხარულო ცნობა,+ რომ ადამიანური თვალსაზრისით გასამართლებულიყვნენ ხორცის მიხედვით,+ ხოლო ღვთის თვალსაზრისით ეცხოვრათ სულის+ მიხედვით.  მოახლოვდა ყველაფრის დასასრული.+ ამიტომ საღად იაზროვნეთ+ და ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ.+  რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი,+ რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს.+  იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე.+ 10  რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები.+ 11  ვინც ლაპარაკობს, ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ღვთის წმინდა სიტყვაშია.+ ვინც მსახურობს,+ იმ ძალაზე დანდობით იმსახუროს, რომელსაც ღმერთი იძლევა,+ რათა ყველაფერში განდიდდეს+ ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით. მისია დიდება+ და ძლევამოსილება მარადიულად. ამინ. 12  საყვარელნო, ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის,+ თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ. 13  პირიქით, გიხაროდეთ,+ რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ,+ რათა მისი დიდების გამოცხადებისას+ იხაროთ და სიხარულით აივსოთ. 14  თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ,+ ბედნიერები ხართ,+ რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული.+ 15  ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა+ როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს,+ 16  მაგრამ, თუ ისე მოუწევს ტანჯვა+ როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს,+ არამედ ადიდებდეს ღმერთს ამ სახელით, 17  რადგან მოვიდა დანიშნული დრო, რომ დაიწყოს გასამართლება ღვთის სახლიდან.+ თუ ის ჯერ ჩვენგან დაიწყება,+ როგორი აღსასრული მოელით მათ, ვინც არ ემორჩილება ღვთის სასიხარულო ცნობას?+ 18  „და თუ მართალი ძლივს გადარჩება,+ უღმერთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?“+ 19  ასე რომ, ვისაც ღვთის ნების თანახმად უწევს ტანჯვა, კარგი აკეთოს და თავისი სული ერთგულ შემოქმედს მიანდოს.+

სქოლიოები