წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 პეტრე 3:1—22

3  ასევე+ თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ+ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან,+ უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი+ ცოლების საქციელით,+  როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით+ და დიდ პატივისცემას ავლენთ.  თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში,+ ოქროს სამკაულებსა+ თუ ჩაცმულობაში,  არამედ იყოს შინაგან ადამიანში,+ რომელიც შემოსილია+ სიმშვიდითა და რბილი ხასიათით,+ ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით.  ღვთის მოიმედე წმინდა ქალები წინათაც ასე იმკობდნენ თავს, როცა ქმრებს ემორჩილებოდნენ,  როგორც სარა ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს+ უწოდებდა. თუკი კარგს აკეთებთ და შიშის მომგვრელს არაფერს უშინდებით, თქვენც სარას შვილები ხართ.+  ასევე თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად+ განაგრძეთ+ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ+ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ,+ რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები.+  ბოლოს, ყველას ერთი აზრი გქონდეთ,+ იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი+ და თავმდაბალნი.+  ბოროტის გამკეთებელს სამაგიეროს ნუ გადაუხადით+ და მლანძღველს ლანძღვით+ ნუ უპასუხებთ, არამედ აკურთხეთ+ ისინი, რადგან იმისთვის ხართ მოწოდებულნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ. 10  „ვისაც სიცოცხლე უყვარს და კარგი დღეების ნახვა სურს,+ ენა+ შეაკავოს ცუდის თქმისგან, ბაგეები კი — მზაკვრული ლაპარაკისგან,+ 11  ზურგი აქციოს ბოროტებას+ და სიკეთე აკეთოს. მშვიდობა ეძიოს და მისკენ ისწრაფოს,+ 12  რადგან იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი,+ ყური — მათი ვედრებისკენ,+ სახე კი იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს მიმართული“.+ 13  აბა, რომელი ადამიანი გავნებთ, თუ კარგის მოშურნეები იქნებით?+ 14  მაგრამ, რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით,+ ოღონდ იმისი ნუ შეგეშინდებათ,+ რისიც იმათ ეშინიათ, და ნუ აფორიაქდებით.+ 15  წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში,+ როგორც უფალი, და ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად+ გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად+ და ღრმა პატივისცემით აკეთეთ. 16  სუფთა სინდისი+ გქონდეთ, რათა, რაშიც გაძაგებენ, იმაში შერცხვნენ+ ისინი, ვინც აგდებულად ლაპარაკობენ თქვენს კარგ საქციელზე ქრისტეში.+ 17  უმჯობესია, კარგის კეთების გამო იტანჯოთ,+ თუ ეს ღვთის ნებაა, ვიდრე — ბოროტების გამო.+ 18  ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო,+ მართალი უმართლოთა გამო,+ რათა ღმერთთან+ მიეყვანეთ. იგი მოკლულ იქნა ხორცში,+ მაგრამ გაცოცხლდა სულში*+ 19  და წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებს,+ 20  რომლებიც ურჩები იყვნენ+ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი+ ნოეს დროს, სანამ კიდობანი შენდებოდა,+ რომელშიც რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული გადაურჩა წყალს.+ 21  მსგავსადვეა მონათვლაც (არა ხორციდან ჭუჭყის ჩამოშორება, არამედ ღვთისთვის სუფთა სინდისის თხოვნა),+ რომელიც უკვე ემსახურება თქვენს ხსნას+ იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით.+ 22  ის ზეცაში ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ+ დაჯდა. მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები,+ ძალაუფლებები და ძალები.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.