წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მეფეები 9:1—28

9  როცა დაასრულა სოლომონმა იეჰოვას სახლისა+ და მეფის სასახლის მშენებლობა+ და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,+  მეორედ გამოეცხადა იეჰოვა სოლომონს, ისე როგორც გაბაონში.+  უთხრა მას იეჰოვამ: «შევისმინე შენი ლოცვა+ და სათხოვარი წყალობის მისაღებად, შენი სათხოვარი, და განვწმინდე+ ეს სახლი, რომელიც სამარადისოდ ჩემი სახელის დასავანებლად+ ააშენე; ჩემი თვალი+ და ჩემი გული ყოველთვის იქ იქნება.+  თუ შენც ისე ივლი+ ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი+ დადიოდა, სუფთა+ გულითა და სიმართლით,+ ყველაფერს ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთებ,+ დაიცავ ჩემს წესებსა+ და სამართალს,+  სამარადისოდ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე, როგორც მამაშენს, დავითს შევპირდი, არ დაგელევა-მეთქი კაცი ისრაელის ტახტზე.+  მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ+ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესებს, რომლებიც მე დაგიდეთ, წახვალთ და სხვა ღმერთებს დაუწყებთ მსახურებასა+ და თაყვანისცემას,  მეც ამოვძირკვავ ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც მას მივეცი;+ მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემი სახელისთვის განვწმინდე,+ და ხალხთა სალაპარაკო+ და დასაცინი გახდება ისრაელი.  ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა;+ ყველა ჩამვლელი განცვიფრებული+ შეხედავს, დაუსტვენს და იტყვის, ასე რატომ მოექცაო იეჰოვა ამ მიწასა და სახლს.+  იტყვიან: „მიატოვეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა,+ სხვა ღმერთებს+ ჩაეჭიდნენ, მათ სცემდნენ თაყვანს და ემსახურებოდნენ. ამიტომ დაატეხა იეჰოვამ ამდენი უბედურება“».+ 10  ოცი წლის თავზე, როცა დაასრულა სოლომონმა ორი სახლის, იეჰოვას სახლისა+ და მეფის სასახლის შენება+ 11  (ტვიროსის მეფე ხირამმა+ ხელი გაუმართა სოლომონს,+ იმდენი კედრისა და ღვიის მასალა და ოქრო მისცა, რამდენიც მას სურდა),+ მეფე სოლომონმა ხირამს გალილეის მიწაზე ოცი ქალაქი მისცა.+ 12  წავიდა ტვიროსიდან ხირამი სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად, მაგრამ არ მოეწონა ისინი.+ 13  მან უთხრა: „ეს რა ქალაქები მოგიცია, ჩემო ძმაო?“ უწოდა მათ ქაბულის* მიწა და დღემდე ასეა. 14  ხირამმა მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო გაუგზავნა.+ 15  აი იმათი ამბავი, ვინც სავალდებულო სამუშაოს+ ასრულებდა. სოლომონ მეფემ მათ იეჰოვას სახლის,+ თავის სასახლის, მილოს*,+ იერუსალიმის კედლის,+ ხაცორის,+ მეგიდოსა+ და გეზერის+ აშენება დაავალა 16  (ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, დაიპყრო გეზერი, გადაწვა, ამოხოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები+ და მზითევში მისცა ის თავის ასულს,+ სოლომონის ცოლს). 17  ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,+ 18  ბაალათი+ და თამარი უდაბნოს მიწაზე, 19  ყველა სამარაგო+ ქალაქი, რომლებიც სოლომონისა გახდა, და ეტლების სადგომი ქალაქები,+ მხედართა ქალაქები, ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა+ იერუსალიმსა და ლიბანში, მთელ თავის სამფლობელოში. 20  მათ, ვინც ისრაელის ძეებს არ ეკუთვნოდნენ,+ გადარჩენილ ამორეველთა,+ ხეთელთა,+ ფერიზელთა,+ ხიველთა+ და იებუსელთა+ 21  ვაჟებს, რომლებიც იმ მიწაზე დარჩნენ და ისრაელის ძეებს არ გაუნადგურებიათ,+ სოლომონმა მონური სამუშაო დააკისრა და დღემდე ასეა.+ 22  ისრაელის ძეთაგან არავისთვის დაუკისრებია სოლომონს მონური სამუშაო,+ ისინი მეომრებად, მსახურებად, მთავრებად, მხლებლებად, მეეტლეთა და მხედართა+ ზედამხედველებად ჰყავდა დაყენებული. 23  სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა დანიშნული, რომლებიც მომუშავე ხალხს ხელმძღვანელობდნენ.+ 24  წავიდა ფარაონის ასული+ დავითის ქალაქიდან+ თავის სახლში, რომელიც მას სოლომონმა აუშენა. მაშინ ააშენა მან მილო.+ 25  წელიწადში სამჯერ+ სწირავდა სოლომონი დასაწვავ მსხვერპლსა და მშვიდობის მსხვერპლს* იეჰოვასთვის აგებულ სამსხვერპლოზე.+ შესაწირავის ბოლი ადიოდა სამსხვერპლოდან,+ რომელიც იეჰოვას წინაშე იყო. ასე დაასრულა სახლის შენება.+ 26  გააკეთა მეფე სოლომონმა ხომალდები ეციონ-გებერში,+ ელოთთან,+ წითელი ზღვის ნაპირზე, ედომის მიწაზე.+ 27  სოლომონის მსახურებთან ერთად ხირამიც გზავნიდა ხომალდებით თავის მსახურებს,+ მეზღვაურებს, ზღვის მცოდნეებს. 28  წავიდნენ ოფირში,+ წამოიღეს იქიდან ოთხას ოცი ტალანტი ოქრო+ და მეფე სოლომონს მიართვეს.

სქოლიოები

ან უვარგისი მიწა.
ნიშნავს მიწაყრილს.
ან საზიარო მსხვერპლს.