არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მეფეები 5:1—18

5  ტვიროსის+ მეფე ხირამმა,+ თავისი მსახურები+ გაუგზავნა სოლომონს, რადგან გაიგო, რომ ის სცხეს მეფედ მამამისის, დავითის შემდეგ, ვინაიდან უყვარდა ხირამს დავითი.+  სოლომონმაც შეუთვალა ხირამს:+  «შენ კარგად იცი, რომ მამაჩემმა, დავითმა ვერ ააშენა სახლი იეჰოვას, თავისი ღვთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო,+ სანამ იეჰოვამ მის ფეხქვეშ არ მოაქცია ისინი.  ახლა კი ყოველი მხრიდან მომასვენა იეჰოვამ,+ ჩემმა ღმერთმა; აღარა მყავს მტერი და ცუდიც აღარაფერი ხდება.+  ახლა ვფიქრობ, ავაშენო სახლი იეჰოვას, ჩემი ღვთის სახელზე,+ როგორც დაჰპირდა იეჰოვა მამაჩემს, დავითს: „ჩემს სახელზე სახლს შენი ვაჟი ააშენებს, რომელსაც შენ შემდეგ დავსვამ ტახტზე“.+  გაეცი ბრძანება, რომ მომიჭრან ლიბანის კედრები.+ ჩემი მსახურები შენს მსახურებთან ერთად იქნებიან. შენი მსახურების გასამრჯელოდ იმდენს მოგცემ, რამდენსაც მეტყვი, რადგან სიდონელებზე+ უკეთ ჩვენში არავინ იცის ხის ჭრა».  როგორც კი გაიგო ხირამმა+ სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: „კურთხეულია+ იეჰოვა, რადგან ბრძენი+ ვაჟი მისცა დავითს უამრავი ხალხის განმგებლად!“+  შეუთვალა ხირამმა სოლომონს: „მოვიდა ჩემამდე შენი შემონათვალი; ყველაფერს შენი სურვილისამებრ გავაკეთებ და მოგცემ კედრისა და ღვიის+ ხის მასალას.  ჩემი მსახურები ლიბანიდან+ ზღვამდე ჩამოიტანენ, ტივებად შევკრავ და ზღვით გამოვუშვებ იმ ადგილზე, რომელზეც მეტყვი;+ იქ დავშლი და წაიღე, ოღონდ ერთი სურვილი შემისრულე, სარჩოთი მომიმარაგე სახლეულობა“.+ 10  მისცა ხირამმა სოლომონს მისი სურვილისამებრ კედრისა და ღვიის ხის მასალა. 11  სოლომონმა კი ხირამს ოცი ათასი ქორი+ ხორბალი მისცა სარჩოდ მისი სახლეულობისთვის და ოცი ქორიც დანაყილი+ ზეთისხილის ზეთი*. ეს იყო, რასაც სოლომონი ყოველწლიურად აძლევდა ხირამს.+ 12  მისცა იეჰოვამ სოლომონს სიბრძნე, როგორც დაჰპირდა.+ მშვიდობა სუფევდა სოლომონსა და ხირამს შორის; შეთანხმება დაუდეს ერთმანეთს. 13  მთელი ისრაელიდან გზავნიდა სოლომონი სავალდებულო სამუშაოს შემსრულებლებს.+ მათი რიცხვი ოცდაათი ათასი იყო. 14  თვეში ათი ათასს გზავნიდა. ერთი თვე რჩებოდნენ ლიბანში და ორი თვე — სახლში;+ სავალდებულო სამუშაოს შემსრულებლებს+ ადონირამი+ ზედამხედველობდა.+ 15  სოლომონს+ სამოცდაათი ათასი მზიდავი+ და ოთხმოცი ათასი ქვის მჭრელი+ ჰყავდა მთაში.+ 16  სამეფო ზედამხედველის გარდა,+ რომლებიც საქმეს ზედამხედველობდნენ, სოლომონს კიდევ სამი ათას სამასი მეთაური+ ჰყავდა, მუშების ზედამხედველები. 17  ბრძანა მეფემ, რომ დიდი, ძვირფასი ქვები+ გაეთალათ და თლილი ქვებით+ ჩაეყარათ სახლის საძირკველი.+ 18  სოლომონის მშენებლები, ხირამის მშენებლები და გებალელები+ თლიდნენ ქვებს; ამზადებდნენ ხის მასალასა და ქვებს სახლის ასაშენებლად.

სქოლიოები

ეს იყო როდინში დანაყილი ზეთისხილის საუკეთესო ხარისხის ძვირადღირებული ზეთი. ზოგჯერ ზეთისხილს ფეხითაც სრესდნენ.