წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მეფეები 4:1—34

4  მეფობდა სოლომონი მთელ ისრაელზე.+  მთავრებად+ დააყენა: აზარია — ცადოკ+ მღვდლის ვაჟი,  ელიხორეფი და ახია — შიშას ვაჟები, მწერლები;+ იეჰოშაფატი+ — ახილუდის ვაჟი, მემატიანე,  ბენაია+ — იეჰოიადას ვაჟი, მხედართმთავარი,+ და ცადოკი და აბიათარი,+ მღვდლები;  აზარია — ნათანის+ ვაჟი, ზედამხედველთა უფროსი, ზაბუდი — ნათანის ვაჟი — მღვდელი და მეფის მეგობარი;+  ახიშარი — სასახლის ზედამხედველი, ადონირამი+ — აბდას ვაჟი — სავალდებულო სამუშაოების+ შემსრულებელთა ზედამხედველი.  თორმეტი ზედამხედველი ჰყავდა დაყენებული სოლომონს ისრაელზე. ისინი სარჩოთი ამარაგებდნენ მეფესა და მის სასახლეს; თითოეული წელიწადში თითო თვეს ამარაგებდა სარჩოთი.+  აი ისინიც: ხურის ვაჟი — ეფრემის მთიან მხარეში;+  დეკერის ვაჟი — მაკაცში, შაალბიმში,+ ბეთ-შემეშსა+ და ელონ-ბეთ-ხანანში; 10  ხესედის ვაჟი — არუბოთში (მისი იყო სოქო და ხეფერის+ მთელი მიწა); 11  აბინადაბის ვაჟი — დორის+ მთაში (მას ცოლად ჰყავდა ტაფათი — სოლომონის ასული); 12  ბაანა, ახილუდის ვაჟი — თაანახში,+ მეგიდოსა+ და მთელ ბეთ-შეანში,+ ცარეთანთან,+ იზრეელის+ ქვემოთ, ბეთ-შეანიდან აბელ-მეჰოლამდე,+ იოკმეამის+ მხარემდე; 13  გებერის ვაჟი — გალაადის რამოთში+ (მისი იყო მენაშეს ვაჟის, იაირის+ კარვებით დასახლებული ადგილები გალაადში+ და არგობის+ მხარე ბაშანში+ — სამოცი დიდი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი ქალაქი); 14  ახინადაბი, იდოს ვაჟი — მახანაიმში,+ 15  ახიმააცი — ნაფთალში+ (მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი);+ 16  ბაანა, ხუშაის ვაჟი — აშერსა+ და ბეალოთში; 17  იეჰოშაფატი, ფარუას ვაჟი — ისაქარში;+ 18  შიმეი,+ ელას ვაჟი — ბენიამინში;+ 19  გებერი, ურის ვაჟი — გალაადის+ მიწაზე, ამორეველთა+ მეფე სიხონისა+ და ბაშანის+ მეფე ოგის+ მიწაზე; ყველა ზედამხედველს კი ერთი ზედამხედველობდა იმ მიწაზე. 20  იუდა და ისრაელი ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანნი+ იყვნენ; ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ.+ 21  განაგებდა სოლომონი ყველა სამეფოს მდინარიდან*+ ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. მათ ძღვენი მიჰქონდათ სოლომონთან მთელი მისი სიცოცხლე.+ 22  სოლომონის დღიური სარჩო იყო: ოცდაათი ქორი*+ წმინდად დაფქული ფქვილი და სამოცი ქორი ჩვეულებრივი ფქვილი, 23  ათი ნასუქი და ოცი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი, თუ არ ჩავთვლით ირმებს,+ ქურციკებს,+ შვლებსა და ნასუქ გუგულებს. 24  მდინარის გამოღმა ყველაფერი მისი იყო,+ თიფსახიდან ღაზამდე,+ მდინარის გაღმა ყველა მეფე მას ემორჩილებოდა.+ ირგვლივ ყველგან მშვიდობა+ სუფევდა. 25  სოლომონის დროს უსაფრთხოდ+ ცხოვრობდა იუდა+ და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ,+ დანიდან ბეერ-შებამდე.+ 26  ორმოცი ათასი თავლა+ ჰქონდა სოლომონს ეტლის+ ცხენებისთვის და ორმოცი ათასი მხედარი ჰყავდა. 27  სარჩოთი ამარაგებდნენ ზედამხედველები+ სოლომონ მეფეს და ყველას, ვინც მისი სუფრიდან იკვებებოდა, თითოეული თავის თვეში ამარაგებდა, არაფერს აკლებდნენ. 28  მოჰქონდათ ქერი და ბზე ცხენებისა+ და ბედაურებისთვის, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე.+ 29  ზღვის ქვიშასავით+ უხვად აძლევდა ღმერთი სოლომონს სიბრძნეს,+ გაგების უნარსა+ და გამჭრიახ გულს.+ 30  სოლომონის სიბრძნე მთელი აღმოსავლეთისა+ და ეგვიპტის სიბრძნეს+ აღემატებოდა.+ 31  ის ყველაზე ბრძენი იყო, ეზრახელ ეთანზეც,+ ჰემანზეც,+ ქალქოლსა+ და დარდაზეც — მახოლის ვაჟებზე; მან მეზობელ ერებში გაითქვა სახელი.+ 32  წარმოთქვა სამი ათასი იგავი+ და შეთხზა ათას ხუთი სიმღერა.+ 33  ყვებოდა ხეებზე, ლიბანის კედრით+ დაწყებული კედლის უსუპით+ დამთავრებული, მხეცებზე,+ ფრინველებზე,+ ქვეწარმავლებსა+ და თევზებზე.+ 34  ყველა ერიდან მიდიოდნენ სოლომონის სიბრძნის+ მოსასმენად, მთელი დედამიწის მეფეებიც კი, ვისაც მისი სიბრძნის ამბავი სმენოდა.+

სქოლიოები

ანუ ევფრატიდან.
ერთი ქორი უდრის 220 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.