წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მეფეები 19:1—21

19  უამბო ახაბმა+ იზებელს+ ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა ყველა წინასწარმეტყველი მახვილით.+  იზებელმა მაცნე გაუგზავნა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა+ და უარესიც,+ თუ ხვალ ამ დროს შენი სული მათ სულებს არ დავამსგავსო!“  შეეშინდა ელიას და სულის გადასარჩენად+ ბეერ-შებაში+ გაიქცა, იუდაში,+ და იქ დატოვა თავისი მსახური.  თვითონ უდაბნოში წავიდა ერთი დღის სავალზე და ბოლოს ბუჩქის ძირას ჩამოჯდა.+ სიკვდილი* ითხოვა: „აღარ შემიძლია! წაიღე ჩემი სული,+ იეჰოვა, რადგან არაფრით ვარ ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი“.  წამოწვა ბუჩქის ძირას და ჩაეძინა.+ აი, ანგელოზი+ შეეხო+ მას და უთხრა: „ადექი, ჭამე!“  გაიხედა და რას ხედავს?! თავთან კვერი+ უდევს გავარვარებულ ქვებზე და დოქით წყალი. ჭამა, დალია და ისევ დაწვა.  მეორედაც მოვიდა იეჰოვას ანგელოზი,+ შეეხო და უთხრა: „ადექი, ჭამე, შორი გზა გაქვს გასავლელი“.+  ისიც ადგა, ჭამა და დალია. საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე+ და ორმოცი ღამე იარა ჭეშმარიტი ღვთის მთამდე, ხორებამდე.+  შევიდა გამოქვაბულში+ და იქ გაათია ღამე. გამოეცხადა მას იეჰოვას სიტყვა: „აქ რა გინდა, ელია?“+ 10  მან მიუგო: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნე+ ვიყავი; მიატოვეს შენი შეთანხმება+ ისრაელის ძეებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები+ და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები;+ მარტო მე დავრჩი+ და ჩემი სულის წართმევაც უნდათ“.+ 11  მან უთხრა: „გადი და დადექი მთაზე იეჰოვას წინაშე“.+ აი, ჩაიარა იეჰოვამ+ და დიდი და ძლიერი ქარი ამოვარდა, მთებს გლეჯდა და გამოქვაბულებს ანგრევდა იეჰოვას წინაშე+ (ქარში არ იყო იეჰოვა); ქარს მიწისძვრა+ მოჰყვა (არც მიწისძვრაში იყო იეჰოვა); 12  მიწისძვრას ცეცხლი+ მოჰყვა (არც ცეცხლში იყო იეჰოვა); ცეცხლს კი მშვიდი და ჩუმი ხმა+ მოჰყვა. 13  როგორც კი ელიამ ეს ხმა გაიგონა, სახეზე მოსასხამი აიფარა,+ გარეთ გავიდა და გამოქვაბულის შესასვლელში დადგა. ეკითხებოდა ეს ხმა: „აქ რა გინდა, ელია?“+ 14  მან მიუგო: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნე ვიყავი; მიატოვეს შენი შეთანხმება+ ისრაელის ძეებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები; მარტო მე დავრჩი და ჩემი სულის წართმევაც უნდათ“.+ 15  იეჰოვამ მიუგო: „წადი, დაბრუნდი დამასკოს+ უდაბნოში. მიდი და სირიის მეფედ ხაზაელი+ სცხე;+ 16  ისრაელის მეფედ — ნიმშის+ შვილიშვილი იეჰუ,+ შაფატის ვაჟი ელისე+ კი აბელ-მეჰოლადან+ შენ მაგივრად სცხე წინასწარმეტყველად.+ 17  ვინც ხაზაელის მახვილს+ გადაურჩება, იეჰუ მოკლავს,+ და ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება, ელისე მოკლავს.+ 18  მე კიდევ შვიდი ათასი კაცი მყავს ისრაელში,+ ვისაც მუხლი არ მოუდრეკია ბაალის წინაშე+ და არ უკოცნია+ მისთვის“. 19  წავიდა იქიდან და მოძებნა შაფატის ვაჟი ელისე, რომელიც მიწას ხნავდა.+ თორმეტი უღელი ეყენა წინ, თვითონ მეთორმეტესთან იყო. მივიდა მასთან ელია და თავისი მოსასხამი+ გადაუგდო. 20  მიატოვა მან ხარები, გაჰყვა ელიას და უთხრა: „გამიშვი, დედ-მამას დავკოცნი+ და გამოგყვები“. მან უთხრა: „წადი, ხომ არ გაკავებ!“ 21  ისიც წავიდა, წაიყვანა ერთი უღელი ხარი, შესწირა,+ ხარის უღლითა და სახნისით+ მოხარშა ხორცი და ხალხს ჩამოურიგა; მათაც შეჭამეს. ამის შემდეგ ადგა, გაჰყვა ელიას და მას ემსახურებოდა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სულის სიკვდილი. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.